საბანკო სესხები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვალდებულებას ვეღარ ფარავთ

ნებისმიერი სახის კრედიტის აღება რისკთან არის დაკავშირებული. შესაძლოა დღეს კარგი ფინანსური მდგომარეობა გქონდეთ, თუმცა მომავალში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლოთ. შემოსავლის შემცირების ან სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯისგან არავინაა დაზღვეული. როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვალდებულებას ვეღარ ფარავთ? რა ალტერნატიულ გზას უნდა მიმართოთ პრობლემის მოსაგვარებლად? თუ თქვენ სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებთ, მიმართეთ საკრედიტო დაწესებულებას, რათა რაც შეიძლება მალე იპოვოთ გამოსავალი. […]

წაიკითხე ვრცლად »

რა ფინანსური ხარჯი ახლავს თან საკრედიტო პროდუქტებს

ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტს თან ახლავს ფინანსური ხარჯი. მომხმარებლები ხშირად არ ეცნობიან მომსახურების პირობას. არ აკვირდებიან საპროცენტო განაკვეთს, გადასახადი თანხის ოდენობას და ისე იღებენ სესხს. შემდეგ კი ვეღარ ახერხებენ ვალდებულებასთან გამკლავებას. რა უნდა იცოდეთ სანამ რომელიმე საფინანსო კომპანიას მიმართავთ და მისი სერვისით ისარგებლებთ, რა ხარჯის გაღება შეიძლება დაგჭირდეთ საკრედიტო ბარათის ან სესხის დასაფარად? ფინანსური ხარჯის ოდენობა […]

წაიკითხე ვრცლად »

რა არის განვადება და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

განვადება სამომხმარებლო ტიპის კრედიტია, რომელსაც იღებთ მაღაზიაში ან სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ნივთის შესაძენად. სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით განვადება მიზნობრივი კრედიტია, რომლის საშუალებითაც ყიდულობთ კონკრეტულ საქონელს. იქნება ეს საყოფაცხოვრებლო ტექნიკა, ავეჯი თუ სხვა. მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია უშუალოდ სავაჭრო ობიექტში. ონლაინ განვადება ახალი შესაძლებლობაა საჭირო თანხა ინტერნეტის საშუალებით მიიღოთ და მარტივად შეიძინოთ ნივთი კონკრეტულ ვებგვერდზე. დღესდღეობით, უპროცენტო განვადება […]

წაიკითხე ვრცლად »

3 რჩევა თუ როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია

ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი ავსებს სესხის განაცხადის ფორმას ან მიმართავს საფინანსო კომპანიას. კრედიტი მოულოდნელი ფინანსური პრობლემის მოგვარების ეფექტური საშუალება გახდა. შეთავაზებების სიმრავლის მიუხედავად სესხის აღება არც ისე მარტივია, რადგან კომპანიები თანხის გაცემისას აფასებენ რისკებს, კლიენტის გადახდისუნარიანობას და ამის მიხედვით გასცემენ კრედიტს. რას ითვალისწინებენ კრედიტორები, როგორ უნდა გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია და გაზარდოთ თანხის მიღების შანსი? მომხმარებლის საკრედიტო ისტორია […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ დავაღწიოთ თავი კრედიტებს

საკრედიტო სექტორის შეთავაზებები მიმზიდველი და ხელსაყრელია. სესხის მარტივად აღების შესაძლებლობისა და პროდუქტების მრავალფეროვნების გამო მომხმარებლთა დიდი ნაწილი მიმართავს საფინანსო კომპანიებს, თუმცა სარეკლამო სლოგანების მიღმა ხშირად დაფარულია საკომისიოები და მაღალი საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, მომხმარებლებს იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ამას მათი ბიუჯეტი ითვალისწინებს. ამის შედეგი კი დაგროვილი ვალები და კრედიტებია. როგორ დავაღწიოთ თავი კრედიტებს და რა […]

წაიკითხე ვრცლად »

ავტო ლომბარდი – სესხი მანქანის უზრუნველყოფით

დამატებითი თანხა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. სესხის ასაღებად რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. დოკუმენტების შეგროვება, უზრუნველყოფა, ფილიალში ვიზიტი და ლოდინი თუ როდის დამტკიცდება სესხი. ხშირად აღნიშნული ბიუროკრატიის გავლაც კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თანხა მიიღოთ. ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტის ასაღებად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. სტაბილური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია, უძრავი ქონების ფლობა და სხვა. […]

წაიკითხე ვრცლად »

სამომხმარებლო სესხი – სურვილების ასრულების მარტივი გზა

ახალი მობილური, მოგზაურობა თუ ტექნიკა – ნებისმიერ ჩვენგანს უნდა სურვილების ასრულება და საჭირო ნივთების შეძენა. სამომხმარებლო სესხი სწორედ პირადი მოხმარებისთვის, გარკვეული მომსახურების შესაძენად გაიცემა. ეს შეიძლება იყოს საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა ან მიმდინარე ხარჯების დაფარვა. თუ თანხა გჭირდებათ შვებულების სასიამოვნოდ გასატარებლად, ტექნიკის შესაძენად, თქვენ თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით. სამომხმარებლო სესხები გაიცემა როგორც […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ შევიძინოთ ავტომობილი – დანაზოგით თუ სესხით

ავტომობილი გადაადგილების სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები მანქანის შესაძენად მიმართავენ ბანკებსა და კერძო კომპანიებს ან საკუთარი დანაზოგით ყიდულობენ მას. საკუთარი შემოსავლით ხშირად შეუძლებელია ძვირადღირებული ნივთების შეძენა. თუმცა დღეს უკვე ამის პრობლემა აღარ არსებობს, რადგან საფინანსო კომპანიებში შესაძლებელია ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა ავტო სესხი, ავტო ლიზინგი. საფინანსო სექტორი სტაბილურად ვითარდება და […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ გავთავისუფლდეთ ვალებისგან

გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების გამო ჩვენი მატერიალური მდგომარეობა ხშირად უარესდება. შესაბამისად, ვიღებთ იმაზე მეტ სესხს, ვიდრე გადახდა შეგვიძლია. შედეგად, ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ კრედიტების დაფარვაზე მიდის და ვეღარ ვახერხებთ ვალდებულებების გასტუმრებას. როგორ გავთავისუფლდეთ ვალებისგან თუ სესხის დაფარვას ვეღარ ვახერხებთ? უმჯობესია დაუკავშირდეთ ბანკს ან იმ კომპანიას, საიდანაც კრედიტი გაქვთ აღებული და ახალი პირობის შეთავაზება სთხოვოთ. რესტრუქტურიზაცია […]

წაიკითხე ვრცლად »

რა უნდა ვიცოდეთ საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობისას

ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს საკრედიტო კომპანიებთან ურთიერთობისას პრობლემა ექმნებათ, ვერ ახერხებენ ვალდებულების გასტუმრებას და თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. მეორე მხრივ, კრედიტორები თვლიან, რომ კლიენტთა უფლებები არ ირღვევა და ისინი ვალდებული არიან შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პრობლემები საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობისას და რა უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პროდუქტით სარგებლობისას? ბანკთან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დაწყებამდე მოითხოვეთ […]

წაიკითხე ვრცლად »