ეს ცოტა ხანი გაგრძელდება
მიმდინარეობს განაცხადის განხილვა

ლექსიკონი

აიღე სესხი

ჩვენს საფინანსო-საკრედიტო ლექსიკონში იპოვი ისეთი ცნებების განმარტებებს, რომელთაც  ონლაინ სესხის განაცხადის შევსების დროს შეხვდები. გაიგე საფინანსო ტერმინების განმარტება, ასევე, ეწვიე ჩვენს ბლოგს ონლიან სესხების შესახებ. შეიძინე სრულყოფილი ცოდნა გადაწყვეტილების მიღებამდე!.

ავანსი -  გაწეული მომსახურებისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის წინასწარ გადახდილი თანხა. მისი გაცემა ხდება დავალების შესასრულებლად საჭირო ხარჯების დასაფარად. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავანსი ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
ავტო ლიზინგი -  ავტომობილის შეძენის ალტერნატიული წყარო, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყიდოთ ავტომანქანა სესხის მეშვეობით და მისი ღირებულება ეტაპობრივად დაფაროთ. სალიზინგო კომპანია თქვენთვის ყიდულობს მანქანას, თქვენ კი ყოველთვიურად იხდით კომპანიის გადასახადს. ავტო ლიზინგის გასაფორმებლად ხშირად მხოლოდ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ავტომობილის ტექნიკური პასპორტია საჭიროა. სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
ავტო სესხი -  ავტო სესხი საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს მისთვის სასურველი, ავტომობილი. უზრუნველყოფა ხდება შეძენილი ავტომობილით და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე გირავნობა რჩება.
ამონაწერი -  საბანკო ანგარიშზე შესრულებული ოპერაციების ამონაწერი, რომელიც ასახავს თანხის ჩარიცხვას, განაღდებასა და გადახდებს. საბანკო ამონაწერის აღება შესაძლებელია ფილიალში ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.
ანაბარი -  მომხმარებლის მიერ ბანკში შეტანილი თანხა. ანაბრები განსხვავებული პირობით იხსნება. მოთხოვნემდე ანაბრის დროს კლიენტს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხის გატანა. ვადიანი ან შეგროვებადი ანაბარი გარკვეული პერიოდით, მინიმუმ 3 თვის ვადით იხსნება. მათზე საპროცენტო სარგებელი უფრო მაღალია.
ანგარიშსწორება -  გადახდა ნაღდი ან უნაღდო ფორმით. თანხის მიმღებისათვის გადაცემის პროცესი.
ანუიტეტი -  სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს სესხზე ძირითადი თანხის და პროცენტის თანაბარ წილებით დაფარვას. საბანკო სესხები  ანუიტეტური დაფარვის პრინციპით იხდება, რაც იმას ნიშნავს რომ მომხმარებელი იხდის, როგორც კრედიტის ძირითად თანხას, ასევე პროცენტს. ონლაინ სესხებზე ანუიტეტური დაფარვა არ ვრცელდება. კლიენტი იხდის საკომისიოს, რითაც არ იფარება  ძირითადი თანხა.
არასაბანკო სესხი -  არასაბანკო სესხით მოიხსენიებენ სწრაფ სესხებს. სწრაფი სესხი ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტით გაიცემა. კრედიტორი არ ითხოვს ცნებებს და თანხის გაცემის დრო მინიმალურია.
აუთსორსინგი -  გარკვეული მოვალეობის სხვა მხარისთვის გადაცემა; მაგ: კომპანიას კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად არ სურს კადრის აყვანა და ქირაობს კომპანიას.
აქტივი -  ფასეულობა, რომელსაც კომპანია ფლობს. არსებობს მიმდინარე და გრძელვადიანი აქტივი.
  • მიმდინარე – აქტივები, რომლებიც ფულად გარდაიქმნება 1 წელზე ნაკლებ დროში.
  • გრძელვადიანი – აქტივები, რომლებიც ფულად გარდაიქმნება 1 წელზე მეტ ვადაში.
აქცია -  გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდი, რომელიც აქციონერს წილობრივი მფლობელობის უფლებას ანიჭებს და მოგების წილს დივიდენტის სახით იღებს.
აქციონერი -  პირი, რომელიც ფლობს სააქციო საზოგადების აქციებს. აქციონერს აქვს უფლება გაყიდოს ფასიანი ქაღალდი, მიიღოს მოგება და ჩაერთოს სააქციო საზოგადოების მართვის საკითხებში.
ბირჟა -  ბაზარი, სადაც იდება გარიგება ფასიანი ქაღალდების, ვალუტის, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა საქონლის ყიდვა-გაყიდვაზე; ბირჟა ასრულებს შუამავლის როლს მყიდველსა და გამყიდველს შორის.
გადავადება -  სესხის გადახდა წინასწარ განსაზღვრულ ვადაზე გვიან, მომხმარებლისთვის სასურველ დროს. გადავადების დროს კლიენტი იხდის საკომისიოს. სერვისის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია თანხის გადახდა მოგვიანებით და ეს უარყოფითად არ მოქმედებს საკრედიტო ისტორიაზე.
გადარიცხვა -  უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე ხდება თანხის გადატანა.  
განვადება -  სესხი, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტში სასურველი ნივთის შესაძენად.
განვადება -  ვადის გაგრძელება. განვადების დროს მომხმარებელი სასურველ ნივთს წინასწარ იძენს, ხოლო თანხას ეტაპობრივად იხდის. ონლაინ განვადება შედარებით ახალი სერვისია, რომლითაც შესაძლებელია სასურველი ნივთის ინტერნეტით, დისტანციურად შეძენა.
გირაო -  ქონება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულების უზრუნველსაყოფად. მაგ: იპოთეკური სესხის აღებისას ხდება ბინის უზრუნველყოფა. ავტო სესხის შემთხვევაში მანქანის უზრუნველყოფა.
დავალიანება -  საფინანსო ინსტიტუტის წინაშე მსესხებლის ფინანსური ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს.
დაზღვევა -  რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პირს მიიღოს ზიანის კომპენსაცია.
დაზღვევა -  რისკის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მიიღოს დამდგარი ზიანის კომპენსაცია
დაკრედიტება -  ფინანსური ინსტიტუტის მიერ სესხის გაცემა. თანხის გაცემა უკან დაბრუნების პირობით და წინასწარ შეთანხმებული პროცენტის გადახდით.
დარიცხვის მეთოდი -  ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ოპერაციის ან ტრანზაქციის შემოსავლად ან ხარჯად აღიარება მომსახურების გაწევისას (მიუხედავად იმისა თანხა მიღებულია ან გადახდილია თუ არა).
დაუფარავი ვალდებულების შეხსენება -  შეხსენება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომელიც მომხმარებელს ელ-ფოსტით ან SMS-ით ეგზავნება.
დებეტი -  საბანკო ანგარიშზე არსებული უარყოფითი სალდო, რომელიც წარმოიშვება მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტი თანხით სარგებლობისას. სადებეტო მომსახურება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ბანკი  მოხმარებელს სადებეტო ლიმიტირებულ კრედიტს მიანიჭებს.
დივიდენტი -  მოგება, რომელსაც იღებს აქციონერი. აქციების შეძენის მიზეზი ხშირად სწორედ დივიდენტის მიღებაა, თუმცა ხშირად ყიდულობენ მას იმ მიზნით, რომ დროთა განმავლობაში მისი ფასი გაიზრდება. დივიდენტების საერთო რაოდენობა განისაზღვრება მოგების გადახდის შემდეგ.
ელექტრონული ხელმოწერა -  ელექტრონულად შესრულებული ხელმოწერა, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალა. ბოლო პერიოდში მას აქტიურად იყენებენ საფინანსო კომპანიები. ელექტრონულ ხელმოწერასა და სტანდარტულ ხელმოწერას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. მომხმარებელი ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო პირობებს და ეთანხმება მას.
თავდები -  პირი, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებლების შესასრულებლად. საფინანსო კომპანიას სრული უფლება აქვს მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. კომპანია სესხის დამტკიცების დროს ითვალისწინებს თავდების შემოსავლის მოცულობასაც. თუ თავდებს უნდა სესხის აღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს, როგორც მის ვალდებულებას. თუ მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მისი შესრულება უწევს თავდებს.
იდენტიფიკაცია -  სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების ნაწილი ითხოვს სიმბოლური თანხის 1 თეთრის გადარიცხვას მის ანგარიშზე, რომლის მიზანიც არის მსესხებლის ანგარიშის გადამოწმება.
ინფლაცია -  ფასების ზრდა, რის გამოც ფული უფასურდება. მსყიდველობითუნარიანობა ქვეითდება. ინფლაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს; მოთხოვნით, როდესაც მთლიანი მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ხარჯებით, როდესაც მომსახურებაზე ფასები იზრდება ნედლ მასალებზე ფასების ზრდის გამო. ფასებით, როდესაც რამოდენიმე ბიზნესი მოუმატებს ფასს მოგების გაზრდით მიზნით. სექტორული, როდესაც ერთ სფეროში ფასების ზრდა სხვა სექტორებშიც ზრდის ფასს.
იპოთეკური სესხი -  სესხი რომელიც განკუთვნილია უძრავი ქონების შესაძენად, რემონტისთვის ან მშენებლობისთვის. ასეთი ტიპის სესხის სარგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა უზრუნველყოფა. იპოთეკური სესხი გაიცემა როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე.
იურიდიული პირი -  ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელსაც თავისი ქონება გააჩნია. იურიდიული პირის შექმნა შესაძლებელია კომერციული, მოგების მიღების ან არაკომერციული მიზნისთვის. არაკომერციული იურიდიული პირები შეიძლება არსებობდნენ კავშირების ან ფონდების ფორმით.
იჯარა -  სხვისი ქონებით სარგებლობა დროებითი საზღაურის გადახდის სანაცვლოდ. მეიჯარე ვალდებულია მთელი ამ დროის განმავლობაში უზრუნველყოს ქონების იგივე მდგომარეობაში შენარჩუნება.
კაპიტალი -  კომპანიის ნებისმიერი რესურსი; ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, მოძრავ-უძრავი ქონება და სხვა მატერიალური ნივთების საერთო ღირებულება. განასხვავებენ ძირითად და საბრუნავ კაპიტალებს.
კონსოლიდაცია -  ეს არის ორი ან მეტი სესხის გაერთიანება ერთ საფინანსო ვალდებულებაში, რაც ამცირებს მომსახურების ხარჯებს.
კრედიტი -  თანხა, რომელსაც მხოლოდ საბანკო დაწესებულება გასცემს კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე.
კრედიტინფო საქართველო -  საკრედიტო ინფორმაციის ბიურო, რომელიც თავს უყრის მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიას მონაცემთა ბაზაში. საფინანსო ინსტიტუტებს აწვდის ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მონაცემებით უზრუნველყოფს ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სალიზინგო კომპანიებს – მათ ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, საკრედიტო მომსახურების მიწოდებასთან.
კრედიტუნარიანობა -  მსესხებლის (სესხის ამღების) დახასიათება, რომლითაც განისაზღვრება  მისი უნარი დროულად და სრულად დააბრუნოს მიღებული სესხი. კრედიტუნარიანობა განისაზღვრება მაჩვენებლებით, რომლებიც ასახავს პიროვნების  საკრედიტო ისტორიას და წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების დროულ შესრულებას, მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას და მისი გაუმჯობესების პერსპექტივას. აუცილებლობის შემთხვევაში კი სხვადასხვა წყაროდან ფულადი საშუალებების მობილიზების შესაძლებლობას.
ლიზინგი -  ფინანსური იჯარა. ლიზინგის გამცემი კომპანია მომხმარებელს სარგებლობაში გადასცემს განსაზღვრულ ქონებას, გარკვეული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით. ლიზინგის დროს საკუთრების უფლება იჯარის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი, გააგრძელოს ხელშეკრულება ან დაუბრუნოს იჯარის ობიექტი მესაკუთრეს.
მთლიანი შიდა პროდუქტი -  ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. მშპ ეროვნული შემოსავლების გამოთვლის ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც შესაძლებელია ქვეყნის ცხოვრების დონის შეფასება. მთლიანი შიდა პროდუქტი გაიანგარიშება კვარტალური და წლიური პერიოდულობით. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება ხდება დანახარჯების, შემოსავლებისა და წარმოების მეთოდით.
მოვალეთა რეესტრი -  "მოვალეთა რეესტრი"  მონაცემთა ბაზაა იმ ფიზიკური და იურიდიული  პირების შესახებ, რომლებმაც სესხის სახით ნაკისრი ფინანსური ვალდებულება არ შეასრულეს სრულყოფილად. "მოვალეთა რეესტრის" ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მონაცემების მუდმივ განახლებასა და ხელმისაწვდომობას. აღნიშნული მონაცემები გამოტანილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელია "მოვალეთა რეესტრში" რეგისტრირებულ პირებზე ინფორმაციის მოძიება.
ობლიგაცია -  ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს გამომშვები კომპანიის ვალდებულებას დაუბრუნოს მფლობელს ობლიგაციის ნომინალური ღირებულება. ამასთან, პერიოდულად გადაუხადოს საპროცენტო სარგებელი. ობლიგაციის მფლობელი იღებს დეპოზიტებზე მეტ საპროცენტო სარგებელს.
ოფერტი -  მომხმარებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მის მიერ ხელშეკრულების და კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული სახელშეკრულებო პირობების გაცნობა და მასზე თანხმობა.
პირგასამტეხლო -  ფულადი თანხა, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
პლასტიკური ბარათი -  ბანკის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი,  რომელიც გამოიყენება თანხის გასანაღდებლად, გადახდებისთვის, დასაგროვებლად ან სხვა საბანკო ოპერაციების შესასრულებლად.
პროლონგაცია -  ოფიციალური დოკუმენტების ვადის გაგრძელება. მათ შორის ხელშეკრულების, შეთანხმების, თამასუქის და ა.შ.
პროცენტი -  თანხა რომელიც დაირიცხება სარგებლობისთვის ფულადი მეთოდით
რეფინანსირება -  მომხმარებლის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით.
საბანკო ანგარიში -  მომხმარებლის ფულადი სახსრები, რომელიც ბანკშია განთავსებული. ბანკები სხვადასხვა სახის ანგარიშებს გვთავაზობენ: უნივერსალური ანგარიში იგივე საბარათე ანგარიშია, რომელიც ოთხ ვალუტაში იხსნება. სტანდარტული ანგარიში მულტისავალუტო ანგარიშია, რომელსაც ბარათი არ მოყვება.
საბანკო დეპოზიტები -  ფიზიკური ან იურიდიული პირის ანგარიში კომერციულ ბანკში, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. მისი გამოყენება შესაძლებელია მოთხოვნისთანავე ან ბანკის წინასწარი გაფრთხილებით.
სადაზღვევო კომპანია -  კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს სხვა პირის დანახარჯები, ზიანი შესაბამისი სადაზღვევო შენატანის სანაცვლოდ.
სადებეტო ბარათი -  ეს არის  საბანკო ანგარიშის ბარათი, რომელზეც დებეტის მოცულობა შეზღუდულია.
სადეპოტიზო ანგარიში -  საბანკო ანგარიში, რომელზეც განთავსებულია პირის ფულადი სახსრები წინასწარ შეთანხმებული ვადით ან მოთხოვნამდე.
სავალუტო ბაზარი -  ადგილი, სადაც მიმდინარეობს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.
სავალუტო კურსი -  ერთი ქვეყნის ვალუტის ფასი, რომლითაც ის გადაიცვლება მეორე ქვეყნის ვალუტაზე.
საიდენტიფიკაციო კოდი -  რეგისტრაციის შემდეგ სუბიექტზე მინიჭებული უნიკალური და მუდმივი ნომერი. ინდ. მეწარმისთვის საიდენტიფიკაციო კოდი მისი პირადი ნომერია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი აქვთ.
საკომისო -  გამსესხებლის მიერ სესხის დამტკიცებისა და გაცემისთვის გამოყენებული რესურსის საფასური.
საკრედიტო ბარათი -  ბანკის მიერ მინიჭებული საკრედიტო ლიმიტი, სხვადასხვა უნაღდო ანგარიშსწორების შესასრულებლად. იძლევა ფულადი სახსრებით სარგებლობის საშუალებას, როდესაც თქვენს საბანკო ანგარიშზე არსებული შემოსავალი ამოწურულია.
საკრედიტო ისტორია -  "კრედიტინფო საქართველოს"  ბაზაში არსებული ინფორმაცია ყველა იმ მომხმარებლის საკრედიტო გადახდების შესახებ, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია სესხით.
საკუთარი კაპიტალი -  კომპანიის კაპიტალი, რომელიც აქტივებისა და ვალდებულებების სხვაობის ტოლია.
სამომხმარებლო სესხი -  პირადი მოხმარებისთვის, ნებისმიერი მიზნობრიობით გაიცემა. სამომხმარებლო სესხის აღება შეგიძლიათ საოჯახო ტექნიკის შესაძენად, ხარჯების დასაფარად, სამოგზაუროდ და სხვა.
საპროცენტო განაკვეთი -  გასესხებულ კაპიტალზე დაწესებული გადასახადი, რომელსაც სესხის მოცულობა და ვალდებულების დაფარვის ვადა განსაზღვრავს.
საშემოსავლო გადასახადი -  გადასახადი, რომელიც ერიცხება ფიზიკური პირის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს.
საშეღავათო პერიოდი -  საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელს არ მოეთხოვება სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა. საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შესაძლებელია საბანკო სესხებზე.
სესხი ხელფასამდე -  მოკლევადიანი ონლაინ სესხი, რომელიც შეგიძიათ ნებისმიერი შემოსავლის მიღებამდე აიღოთ და თანხა ხელფასის აღებისას გადაიხადოთ. პირველი ონლაინ სესხი ბევრ კომპანიაში უპროცენტოა.
სესხის გადავადების საკომისიო -  მომსახურების საფასური, რომელსაც იხდის მომხმარებელი, რათა სესხის თანხა მოგვიანებით გადაიხადოს. გადავადების საკომისიოთი არ იფარება სესხის თანხა. იგი დამატებითი ხარჯია კლიენტისთვის. გადავადების ვადა განსხვავებულია კომპანიებში. იგი ძირითადად ერთ თვემდე ვადით ხდება.
სესხის გამცემი კომპანია -  არასაბანკო, საფინანსო დაწესებულება, რომელიც გაცემს სწრაფ მოკლევადიან ონლაინ სესხებს.
სესხის განაცხადი -  გამსესხებლის მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელსაც მომხმარებელი ელექტრონული ფორმით ავსებს კომპანიის ვებგვერდზე. განაცხადში ეთითება მომხმარებლის შესახებ პირადი ინფორმაცია. სესხის განაცხადის ელექტრონულად შევსებით, კლიენტი ეთანხმება კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობას.
სესხის დაფარვის გრაფიკი -  გადახდის განრიგი, რომელშიც მითითებულია სესხის თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის განსაზღვრული მოცულობა და პერიოდულობა. სესხის დაფარვის გრაფიკი თითქმის ყველა საბანკო სესხს აქვს.
სესხის ვადა -  სესხის ვადა განისაზღვრება კრედიტის გამცემ ფინანსურ ორგანიზაციასა და მიმღებ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაფაროს სესხის მთლიანი თანხა, რომელიც საკომისიოსაც მოიცავს.
სესხის კალკულატორი -  სესხის კალკულატორი თითქმის ყველა კრედიტორის ვებგვერდზეა წარმოდგენილი. იგი საშუალებას გაძლევთ წინასწარ გამოითვალოთ თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ კონკრეტული თანხის სესხების შემთხვევაში.
სესხის მიზნობრიობა -  სესხის გაცემის მიზანი. სესხის მიზნობრიობის დასაბუთება არ მოითხოვება ყველა ტიპის სესხის გაცემისას. მაგ: სამომხმარებლო ან ონლაინ სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით შეგიძლიათ აიღოთ და თანხა თქვენი სურვილისამებრ დახარჯოთ.
სესხის რეფინანსირება -  სესხის ვადის გაგრძელება, თანხის გაზრდა, კრედიტის პირობების შეცვლა, სესხის წინსწრებით დაფარვა.
სესხის სრული ხარჯი -  სესხით სარგებლობისას გამსესხებლისთვის სესხის მოცულობაზე მეტი თანხის დაბრუნებაა საჭირო. ხელშეკრულებაში მოცემულია ის კონკრეტულ  მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს სესხის სრულ ხარჯს. ესენია:
  • საკომისიო
  • პროცენტი
  • მომსახურების გადასახადი
სესხის ხელშეკრულება -  ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს სესხის მოთხოვნის, მიღებისა და გადახდის პირობებს. ხელშეკრულება არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
სწრაფი ონლაინ სესხი -  ეს არის ონლაინ რეჟიმში დამტკიცებული მოკლევადიანი სესხი, რომელიც საშუალოდ 45 დღის ვადით გაიცემა. მისი მოცულობა 50 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. სწრაფი ონლაინ სესხის მისაღებად მომხმარებელი ავსებს განაცხადის ფორმას სესხის გამცემი, ან შუამავალი კომპანიის  ინტერნეტ გვერდზე, ადასტურებს საკუთარ ვინაობას სესხის გამცემი კომპანიის ანგარიშზე თანხის სიმბოლური რაოდენობის გადარიცხვის მეთოდით და ელოდება  თანხის მიღებას თავის საბანკო ანგარიშზე.
ფასიანი ქაღალდი -  ფასიანი ქაღალდი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას მიიღოს მითითებული თანხა განსაზღვრულ ვადაში და სარგებელი დადგენილი პერიოდულობით. ფასიანი ქაღალდი შეიძლება იყოს ობლიგაციები, დეპოზიტური სერთიფიკატები, თამასუქები, ჩეკები.
ფინანსური ხარჯები -  საფინანსო ინსტიტუტისთვის გადასახდელი თანხა, რომელიც მოიცავს სესხის პროცენტს, ჯარიმას, მომსახურების საკომისიოს, სესხის გადავადების თანხას. ფინანსური ხარჯი შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი ხარჯი, რომლის გაწევაც აუცილებელია პროდუქტის მიღების, მოხმარებისა და სარგებლობისათვის.
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი -  პროცენტის ნაწილი, რომელიც დაფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული რაიმე ინდექსზე.
ფულადი გზავნილი -  ცალკეულ პირებს შორის ფულადი გზავნილების სისტემების საშუალებით ფულადი თანხის გაგზავნა.
ყადაღა -  მფლობელისათვის ქონების განკარგვის ან ქონებით სარგებლობის უფლების აკრძალვა. ყადაღის საფუძველზე, მესაკუთრეს ეკრძალება ქონების განკარგვა ნებისმიერი ფორმით; გასხვისება, დაგირავება, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებული ქონების ბედი წყდება სასამართლოს განჩინებით ან საქმის შეწყვეტის დადგენილებით. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი აქტის საჯარო რეესტრისთვის გაგზავნის გზით, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე.
წლიური საპროცენტო განაკვეთი -  წლიური საპროცენტო განაკვეთი არის  სესხის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური მაჩვენებელი ერთი წლის მანძილზე, რომელიც შედგება მომსახურების გადასახადისა და საპროცენტო განაკვეთისგან.
ჯარიმა -  ერთჯერადი გადასახადი, რომელიც ეკისრება მსესხებელს სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების დროს.