ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი ავსებს სესხის განაცხადის ფორმას ან მიმართავს საფინანსო კომპანიას. კრედიტი მოულოდნელი ფინანსური პრობლემის მოგვარების ეფექტური საშუალება გახდა. შეთავაზებების სიმრავლის მიუხედავად სესხის აღება არც ისე მარტივია, რადგან კომპანიები თანხის გაცემისას აფასებენ რისკებს, კლიენტის გადახდისუნარიანობას და ამის მიხედვით გასცემენ კრედიტს. რას ითვალისწინებენ კრედიტორები, როგორ უნდა გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია და გაზარდოთ თანხის მიღების შანსი?
მომხმარებლის საკრედიტო ისტორია ინფორმაციის მიღების სანდო წყაროა კრედიტორისთვის. მათ შეუძლიათ მარტივად გაიგონ მსესხებლის მიერ ბოლო პერიოდის მანძილზე აღებული სესხების რაოდენობა. გაეცნონ თუ როგორ იხდიდა კლიენტი თანხას, ჰქონდა თუ არა ვადაგადაცილება. კომპანიები სესხის გაცემისას ითვალისწინებენ ამ ინფორმაციას. თუ მომხმარებელს უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პრობლემები ჰქონდა თანხის გადახდისას. შესაბამისად, ასეთი კლიენტისთვის სესხის გაცემა რისკთან არის დაკავშირებული, რადგან შესაძლოა მან ვერ მოახერხოს თანხის დროულად გადახდა. საკრედიტო რეპორტს თითქმის ყველა საფინანსო ორგანიზაცია იყენებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის შეიცავს ინფორმაციას არსებული და დახურული სესხების შესახებ. გადახდების ისტორიას, მომხმარებლის პირად მონაცემებს; სახელს, გვარს, პირად ნომერს და სხვა.
როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია
თუ საფინანსო კომპანიამ უარი გითხრათ სესხის მიღებაზე, აუცილებლად გაარკვიეთ რა არის ამის მიზეზი. დარწმუნდით, რომ თქვენს საკრედიტო ისტორიაში არ არის შეცდომა. თუ რომელიმე კომპანიამ დროულად არ გადასცა მონაცემები კრედიტინფოს, შესაძლოა უკვე დაფარული სესხები ისევ აქტიური ჩანდეს. ეს კი ნეგატიურად აისახება ახალი სესხის დამტკიცებაზე.
თუ თქვენ არასდროს გისარგებლიათ საკრედიტო პროდუქტით, შეგიძლიათ მცირე სესხს მიმართოთ და მარტივად შეიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია. დღესდღეობით, ბევრი კომპანია გასცემს სწრაფ სესხს, რომლის მისაღებადაც მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. სწრაფი სესხები თანხის მარტივად მიღების შესაძლებლობით, მოქნილობითა და კომფორტით გამოირჩევა.
საუკეთესო პირობის სესხის მისაღებად მნიშვნელოვანია მაღალი საკრედიტო რეიტინგის ქონა. თუ თქვენ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, დაიწყეთ მისი გაუმჯობესება.
- დაფარეთ სესხის პროცენტი – სესხის დაგვიანებით გადახდა ნეგატიურად აისახება საკრედიტო ისტორიაზე. თუ კრედიტის თანხას დროულად დაფარავთ და არ გექნებათ მიმდინარე დავიალიანება, ეს დადებითად აისახება ახალი სესხის დამტკიცებაზე.
- დროულად დახურეთ სესხები – საკრედიტო კომპანიებს შეუძლიათ როგორც მიმდინარე, ასევე დახურული სესხების შესახებ ინფორმაციის მიღება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად დაფაროთ ვალდებულებები.
- ახალი სესხი მხოლოდ აუცილებლობისას აიღეთ – კრედიტის აღებისას გაითვალისწინეთ არსებული ვალდებულებების მოცულობა, თქვენი შესაძლებლობა და გადახდის რესურსი.
კომპანიები სესხის დამტკიცებისას ეცნობიან არა მხოლოდ თქვენს საკრედიტო ისტორიას, არამედ შემოსავლის წყაროს, ოდენობას. სწორედ ამიტომ აუცილებელია შეიქმნათ მაღალი საკრედიტო რეიტინგი, რათა გაზარდოთ სესხის დამტკიცების შანსი და შეძლოთ კრედიტის აღება გაუმჯობესებული პირობით.