ეს ცოტა ხანი გაგრძელდება
მიმდინარეობს განაცხადის განხილვა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

www.credy.ge-ს  დამფუძნებელია სს “ტრაფიკ კონტროლი” (რეგისტრაციის ნომერი: 132329. მისამართი: Rue Adrien-Lachenal 20, 1207 ჟენევა, ტელეფონი: +44 2032 873 037) (შემდეგში „ტკ“)

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ძირითადი წესები

“ტკ”-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია credy.ge-ს მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვა. პირად მონაცემად ითვლება შემდეგი: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, პასპორტის მონაცემები, დამსაქმებლის მონაცემები, საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (შემდეგში „პირადი მონაცემები“).

მოქმედ კანონმდებლობასთან თანხვედრა

“ტკ” იყენებს შემოწმებულ, ტექნიკურად გამართულ და ორგანიზაციულ მეთოდებს, რათა არ მოხდეს მომხმარებლების მონაცემების დაკარგვა,  გაუმართლებელი გამოყენება, ცვლილება,  ან მათზე არაავტორიზებული წვდომის დამყარება. ინფორმაცია გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, თქვენი განცხადების  უფასო მომსახურების გასაწევად. შეთავაზებულ მომსახურებას აქვს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი, რომლის დახმარებითაც პოტენციურ მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს მიკრო სესხის გამცემი კომპანია ( შემდგომში „პარტნიორი“). ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ერთი ან მეტი ონლაინ განაცხადი, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების მითითებას, მათ შორის: სახელის გვარის, საკონტაქტო ინფორმაციის, ტელეფონის ნომრის, ელ-ფოსტის მისამართის, პასპორტის მონაცემების, დამსაქმებლის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ნომერისა და სხვა პირადი მონაცემების.

მონაცემების შეგროვება და გამოყენება რეგულირდება  მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხამრებელს უფლება აქვს არ მიუთითოს საკუთარი პირადი მონაცემები, ან არ დაეთანხმოს მათ გამოყენებას “ტკ”-ს მიერ. შესაბამისად, პირადი მონაცემების მითითება არის ნებაყოფლობითი. თუ კლიენტი არ ეთანხმება საკუთარი პირადი მონაცემების გადამუშავებას, “ტკ” იტოვებს უფლებას არ გაუწიოს მომსახურება მოცემულ მომხმარებელს. მონაცემების გამოყენებისა და გადამუშავების თანხმობის დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ამ გვერდზე მოცემულ ყველა პირობასა და წესს.

კლიენტის მიერ მიკრო კრედიტის განაცხადის გაგზავნის შემდეგ “ტკ” ამუშავებს მას და უგზავნის ერთ ან მეტ პარტნიორ კომპანიას. Credy.ge-ს მიერ განაცხადის გაგზავნასთან ერთად მომხმარებელი ეთანხმება ამ პოლიტიკის წესებს, ასევე ეთანხმება კონტაქტს “ტკ”-ას ან მისი პარტნიორების მხრიდან ნებისმიერი გზით, მათ შორის: ელ-ფოსტითა და სატელეფონო ზარებით განაცხადის დამუშავებისა და სხვა მომსახურების შეთავაზების მიზნით. “ტკ”-ის პარტნიორებს უფლება აქვთ შეამოწმონ და შეაფასონ კლიენტის ფინანსური სიტუაცია მესამე პირების ჩართულობით. “ტკ” არ სთავაზობს რაიმე სახის ფინანსურ მომსახურებას და არ პოზიციონირებს როგორც ცალკეული სუბიექტი.

ინტერნეტ გვერდ Credy.ge-ზე  განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ უნდა იყოს აღქმული როგორც რჩევად ამ გვერდზე წარმოდგენილ რაიმე სახის მომსახურებით სარგებლობაზე. “ტკ” არ აგებს პასუხს კლიენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დამდგარ ზიანზე ან ხარჯზე.

რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ

“ტკ” თავს უყრის Credy.ge-ს პოტენციური და ნამდვილი მომხმარებლის პირად მონაცემებს. ფინანსური და საკონტაქტო მონაცემები მუშავდება “ტკ”-ს მიერ და ისინი გამოიყენება ზემოთ აღნიშნული საინფორმაციო მომსახურების გასაწევად.

მომხმარებლის კომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრები ავტომატურად გროვდება და მუშავდება “ტკ”-ს მიერ.  შესაძლებელია მათი გადაცემა მესამე პირთათვის ამ ინფორმაციის გასაანალიზელბლად.

ასეთი მონაცემებია: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, დომეინის სახელი, წვდომის დრო და ინტერნეტ გვერდების მისამართები, საიდანაც მომხმარებელმა ნახა გვერდი Credy.ge. ზემოთ აღნიშნული ინფორმაციების მოგროვება გამიზნულია ჩვენი მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და გვერდის გამოყენების სტატისტიკური ანალიზის შესასრულებლად.

პირადი მონაცემების დაცვა

მომხმარებლის მიერ განაცხადის შევსების დორს გაზიარებული ყველა პირადი და საკონტაქტო მონაცემი დაცულია. “ტკ” იყენებს გამოცდილ და შემოწმებულ დამცავ მექანიზმებს, რათა არ მოხდეს Credy.ge-ის მომხმარებლების პირადი მონაცემების დაკარგვა,  გაუმართლებელი გამოყენება, ცვლილება, ქურდობა ან მათზე არაავტორიზებული წვდომა.

მარკეტინგი

კლიენტის მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის . Credy.ge-ს შეუძლია გამოიყენოს კლიენტის მონაცემები ფოსტით შეთავაზების გასაგზავნად, გარე ფილიალებიდან სავაჭრო ტრანზაქციისთვის და სხვა ტიპის პირდაპირი მარკეტინგული ფორმის განსახორციელებლად.

Cookies

Cookies ეს არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც იგზავნება თქვენ მიერ ნანახი ინტერნეტ გვერდის საშუალებით. ისინი იწერება თქვენს მყარ დისკზე, რათა შენ მიერ ნანახი გვერდის შინაარსი იყოს მორგებული. მათი საშუალებით წვდომა ინფორმაციზე გვერდის ძიებისას ბევრად უფრო სწრაფია და გვერდების მუშაობაც მართებული. თუ არ გსურს, რომ ისინი მოხვდეს შენს კომპიუტერში, შესაძლებელია მათი ბლოკირება ან მათი გაგზავნის შეჩერება შენს ვებ ბრაუზერის პარამეტრებში, ამან შესაძლოა თქვენი ბრაუზერის მუშაობაზე ან ინტერნეტ მომსახურებაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

ინფორმაცია, რომელიც გროვდება  cookies ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების დახმარებით მიზნად ისახავს მომსახურების კომფორტის ამაღლებასა და ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფას. ვიყენებთ cookie ფაილებს, რათა გვაანალიზოთ ინტერნეტ გვერდის რაოდენობა, ასევე მარკეტინგული მიზნებისთვის..

შეგვიძლია გამოვიყენოთ ე. წ მესამე პირის მიერ cookie ფაილების განთავსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე პირს აქვს უფლება განათავსოს cookie ფაილი შენს მოწყობილობაში. ეს მოქმედება ხორციელდება ჩვენი სახელით, რათა ჩვენმა პარტნიორმა შეძლოს ჩვენი დახმარება ჩვენი გვერდის ნახვების ანალიზსა და შეფასებაში.

შეგიძლია შეცვალო შენი ბრაუზერის პარამეტრები, რათა შეაჩერო ან დაბლოკო cookie ფაილები. ასევე შეგიძლია მიიღო ინფორმაცია, თუ როდის ვაგზავნით cookie ფაილებს. გახსოვდეს, თუ შეაჩერებ cookie ფაილების მიღებას, შესაძლოა ამან გამოიწვიოს ბევრი ჩვენი სერვისის  არასწორად მუშაობა.

credy.ge-ზე გამოყენებული Cookies

__utma, __utmb, __utmc, __utmv, __utmz, utm_source შეიცავს  Google Analytics cookies, რომელიც გამოიყენება ინტერნეტ გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად.

rcsession გვერდი შეიცავს სესიურ cookie ფაილს, რომელიც შესაძლებელს ხდის მომხმარებლის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ განაცხადის გადამუშავებისა და თანხის გაცემის პირობაა.
website#lang cookie მომხმარებლის სასურველი ენის  შემცველი ფაილი.
__atuvc Cookie used by AddThis cookie ფაილი შეიცავს სოციალური მედიის მიმწოდებელს.

ასაკობრივი შეზღუდვა

“ტკ”-ის კლიენტი შეიძლება იყოს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.18 წელს ქვემოთ მყოფ ასაკის პირებს ეკრძალებათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა, შესაბამისად არ ვალდებულნი გამოაგზავნონ პირადი მონაცემები.

ლინკები

ლინკების მიმართვა Credy.ge-ს გვერდიდან  სხვა ფირმების გვერდებზე  განკუთვნილია მხოლოდ ინფორმირებისთვის. “ტკ” არ აგებს პასუხს მათზე გადასვლის და სხვა კლიენტების მიერ სხვა ინტერნეტ გვერდების გამოყენებაზე. კონფიდენციალურობის პოლიტიკა და Credy.ge-ს მომხმარებლის  პირადი მონაცემების დაცვა ითვალისწინებს  მხოლოდ ამ გვერდზე მუშაობას.

ცვლილებების შეტანა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

“ტკ” იტოვებს უფლებას შეცვალოს მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესები. ზემოთ ხსენებულის თანახმად, მომხმარებლების უფლებები არ შეიზღუდება მათი თანხმობის გარეშე. ყოველგვარი ცვლილება კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესებში განთავსდება ამ გვერდზე.

კომუნიკაცია

მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს პირადი მონაცემების წაშლა “ტკ”-ს ბაზიდან. მომხმარებელს ამის განხორციელება შეუძლია განაცხადის გამოგზავნით ელ-ფოსტის მისამართზე kontakt@credy.ge ან გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ფორმის დახმარებით. მომხმარებელს მუდამ აქვს უფლება მართოს და ქონდეს  წვდომა “ტკ”-ს მიერ გაზიარებულ –  მისი პირადი მონაცემების ინფომრაციის შესახებ.  თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ისარგებლოს ამ უფლებით, საკმარისია მოგვწეროს ელ-ფოსტა ამ  მისამართზე:  kontakt@credy.ge.