როგორ შევიძინოთ ავტომობილი – დანაზოგით თუ სესხით

აიღე სესხი

ავტომობილი გადაადგილების სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები მანქანის შესაძენად მიმართავენ ბანკებსა და კერძო კომპანიებს ან საკუთარი დანაზოგით ყიდულობენ მას. საკუთარი შემოსავლით ხშირად შეუძლებელია ძვირადღირებული ნივთების შეძენა. თუმცა დღეს უკვე ამის პრობლემა აღარ არსებობს, რადგან საფინანსო კომპანიებში შესაძლებელია ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა ავტო სესხი, ავტო ლიზინგი. საფინანსო სექტორი სტაბილურად ვითარდება და მას ახალი მოთამაშეებიც ემატებიან, რომლებიც მომხმარებლებს ახალ და ინოვაციურ პირობებს სთავაზობენ მანქანის შესაძენად. ამასთან, აუმჯობესებენ მომსახურების ხარისხსა და პირობებს.

ავტო სესხი საუკეთესო არჩევანია ახალი ან მეორადი ავტომობილის შესაძენად. თუ გაქვთ სტაბილური შემოსავალი, რომელიც მინიმუმ 300 ლარს შეადგენს, შეგიძლიათ სწორედ ამ მომსახურებას მიმართოთ. კრედიტის უზრუნველყოფას შეძენილი ავტომობილი წარმოადგენს. სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ვრცელდება გირავნობა. აღნიშნული მომსახურების უპირატესობა ის არის, რომ პირველივე შენატანის შემდეგ შეგიძლიათ მანქანის მართვა. ხოლო თანხის სრულად დაფარვის შემდეგ მისი მფლობელი ხდებით.

ავტო სესხი გამოირჩევა დაფარვის მოსახერხებელი გრაფიკით. თუ სწრაფი სესხის შემთხვევაში თანხის დასაბრუნებლად 1 თვეა განკუთვნილი, აღნიშნული მომსახურება საშუალებას იძლევა რამდენიმე თვის ან წლის მანძილზე დაფაროთ თანხა. განაცხადის შევსება და მასზე დასტური მარტივად ხდება. ავტო სესხი შესაძლოა უარყოფითი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებზეც გაიცეს, რადგან კრედიტორს გადაუხდელობის შემთხვევაში შეუძლია მანქანის უკან დაბრუნება.

როგორ შევიძინოთ ავტომობილი – დანაზოგით თუ სესხით

როდის უნდა ვისარგებლოთ ავტო სესხით

ახალი მანქანის შეძენა გინდათ – ცხოვრებაში ყველას გვინდა ახალი ნივთების შეძენა. ეს შეიძლება იყოს ახალი ავეჯი, ტელეფონი ან ტელევიზორი. ავტომობილი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მისი შეძენა მნიშვნელოვანია. თუ არ გაქვთ იმდენი შემოსავალი, რომ საკუთარი რესურსებით შეიძინოთ ავტომობილი, ავტო სესხის სერვისი დაგეხმარებათ.

კარგი ავტო შეთავაზება გაქვთ – ხშირია შემთხვევა, როცა მანქანაზე ფასდაკლებაა და მისი ყიდვა შეღავათიანი პირობით შეგიძლიათ. ნუ დაიცდით, ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზებით, დასახმარებლად კი საკრედიტო ბაზარზე მოღვაწე კომპანიებს მიმართეთ.

გიჭირთ ფულის დაგროვება – მართალია, მოსახლეობის ნაწილი მცირე შემოსავლის პირობებშიც ახერხებს დანაზოგის გაკეთებას, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შემოსავალი არც ისე დიდია. მანქანის შესაძენად თანხის შეგროვება დიდ დროს მოითხოვს. ავტო სესხი კი საშუალებას გაძლევთ იყიდოთ სასურველი მარკის მანქანა დღეს და გადაიხადოთ თანხა ხვალ.

სანამ აღნიშნული პროდუქტით ისარგებლებთ, გაითვალისწინეთ იმ მანქანის წლოვანება, რომლის შეძენასაც აპირებთ. ბანკებისა და კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობები სხვადასხვაა. თუ თქვენს მიერ შერჩეული მანქანის გამოშვების წელი არის 1998 ან უფრო ძველი, შესაძლოა ზოგიერთმა კრედიტორმა უარი გითხრათ სესხზე. გაითვალისწინეთ, რომ საფინანსო კომპანიები თანამშრომლობენ ავტოდილერებთან და შესაძლოა პარტნიორ კომპანიაში შეღავათიანი პირობები იყოს.

საუკეთესო პირობის ავტო სესხის შესარჩევად მნიშვნელოვანია პროდუქტის პირობის სრულყოფილად შესწავლა. კრედიტორის შერჩევისას გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთი, თანხის დაფარვის დრო, სესხის მინიმალური, მაქსიმალური ოდენობა და სხვა. გაარკვიეთ თუ რამდენს შეადგენს საკომისიო ვადაგადაცილების შემთხვევაში. გაეცანით ხელშეკრულებას და წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი რესურსი თუ როგორ შეძლებთ კრედიტის დაფარვას.

გაკეთე კომენტარი