ბლოგი

3 რჩევა თუ როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია

ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი ავსებს სესხის განაცხადის ფორმას ან მიმართავს საფინანსო კომპანიას. კრედიტი მოულოდნელი ფინანსური პრობლემის მოგვარების ეფექტური საშუალება გახდა. შეთავაზებების სიმრავლის მიუხედავად სესხის აღება არც ისე მარტივია, რადგან კომპანიები თანხის გაცემისას აფასებენ რისკებს, კლიენტის გადახდისუნარიანობას და ამის მიხედვით გასცემენ კრედიტს. რას ითვალისწინებენ კრედიტორები, როგორ უნდა გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია და გაზარდოთ თანხის მიღების შანსი? მომხმარებლის საკრედიტო ისტორია […]

წაიკითხე ვრცლად »

რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა

საკრედიტო ისტორიის გაუარესება, სხვისი ვალდებულების დაფარვა ან ქონების ჩამორთმევა – მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი თავდები დამდგარა. მომხმარებლები ხშირად არ ეცნობიან ხელშკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, ვერ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, რომ პრობლემური სესხის შემთხვევაში სწორედ მათ მოუწევთ კრედიტის დაფარვა. რა უნდა ვიცოდეთ თავდებობის შესახებ და რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა? თავდებობა ვალდებულებაა კრედიტორის წინაშე […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ დავაღწიოთ თავი კრედიტებს

საკრედიტო სექტორის შეთავაზებები მიმზიდველი და ხელსაყრელია. სესხის მარტივად აღების შესაძლებლობისა და პროდუქტების მრავალფეროვნების გამო მომხმარებლთა დიდი ნაწილი მიმართავს საფინანსო კომპანიებს, თუმცა სარეკლამო სლოგანების მიღმა ხშირად დაფარულია საკომისიოები და მაღალი საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, მომხმარებლებს იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ამას მათი ბიუჯეტი ითვალისწინებს. ამის შედეგი კი დაგროვილი ვალები და კრედიტებია. როგორ დავაღწიოთ თავი კრედიტებს და რა […]

წაიკითხე ვრცლად »

ავტო ლომბარდი – სესხი მანქანის უზრუნველყოფით

დამატებითი თანხა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. სესხის ასაღებად რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. დოკუმენტების შეგროვება, უზრუნველყოფა, ფილიალში ვიზიტი და ლოდინი თუ როდის დამტკიცდება სესხი. ხშირად აღნიშნული ბიუროკრატიის გავლაც კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თანხა მიიღოთ. ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტის ასაღებად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. სტაბილური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია, უძრავი ქონების ფლობა და სხვა. […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

„მზე, ზღვა, ბევრი გართობა და სასიამოვნო ემოცია“ – დიახ, უკვე დადგა ზაფხული. მოგზაურობისა და დასვენების სეზონი. დამღლელი სამუშაო თვეების შემდეგ ყველა ცდილობს დაუვიწყარი შვებულება მოიწყოს, იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საინტერესო ადგილები. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ყველას უჩნდება კითხვა თუ როგორ დაისვენოს, სად გაემგზავროს და როგორ გაანაწილოს დასვენებისთვის არსებული ბიუჯეტი? ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ მოვიქცეთ თუ სესხი არ დაგვიმტკიცდა

სარეკლამო შეთავაზებების მიუხედავად, სესხის აღება არც ისე მარტივია ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. თანხის მისაღებად მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო; შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, ამონაწერი და ზოგჯერ უზრუნველყოფაც კი მოითხოვება. დოკუმენტების შეგროვება და ხანგძლივი პროცედურების გავლა არ არის თანხის მიღების გარანტია. შესაძლოა მაინც არ დაგიმტკიცდეთ სესხი. რა არის უარის მიზეზი, როგორ შეიძლება გავზარდოთ კრედიტის მიღების შანსი და […]

წაიკითხე ვრცლად »

ონლაინ სესხები და თანხის მიღების შესაძლებლობები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბაზარზე უამრავი ახალი სერვისი გამოჩნდა. ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელი გახდა ფულის გადარიცხვა, შოპინგი, გადასახადების გადახდა და სხვა. თუკი ერთ დროს თანხის გადასარიცხად ან კომუნალურის გადასახდელად საჭირო იყო ბანკის ფილიალში მისვლა, დღეს უკვე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი ამ სერვისებით სარგებლობა. დღეისათვის, გაცილებით მარტივია საფინანსო ოპერაციების შესრულება ინტერნეტით, ის არ მოითხოვს სახლიდან გასვლას და უსასრულო პროცედურების […]

წაიკითხე ვრცლად »

სამომხმარებლო სესხი – სურვილების ასრულების მარტივი გზა

ახალი მობილური, მოგზაურობა თუ ტექნიკა – ნებისმიერ ჩვენგანს უნდა სურვილების ასრულება და საჭირო ნივთების შეძენა. სამომხმარებლო სესხი სწორედ პირადი მოხმარებისთვის, გარკვეული მომსახურების შესაძენად გაიცემა. ეს შეიძლება იყოს საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა ან მიმდინარე ხარჯების დაფარვა. თუ თანხა გჭირდებათ შვებულების სასიამოვნოდ გასატარებლად, ტექნიკის შესაძენად, თქვენ თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით. სამომხმარებლო სესხები გაიცემა როგორც […]

წაიკითხე ვრცლად »

5 საუკეთესო აპლიკაცია ფინანსების სამართავად

ფინანსური კეთილდღეობა ყველასთვის აქტუალური საკითხია. ხარჯების სწორად განაწილებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობისთვის. როგორ უნდა გავანაწილოთ შემოსავალი გონივრულად, შევძლოთ დანაზოგის გაკეთება და არასაჭირო ხარჯების შემცირება? ზოგიერთი ჩვენგანი ბიუჯეტის შედგენისას იყენებს Excel-ს, ზოგი ქაღალდსა და კალამს, მაგრამ უმეტესობამ არ იცის თუ როგორ უნდა მართოს პირადი ფინანსები. თუ ფული სწრაფად გეხარჯებათ და არ იცით რაში, დროა დაიწყოთ […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ შევიძინოთ ავტომობილი – დანაზოგით თუ სესხით

ავტომობილი გადაადგილების სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები მანქანის შესაძენად მიმართავენ ბანკებსა და კერძო კომპანიებს ან საკუთარი დანაზოგით ყიდულობენ მას. საკუთარი შემოსავლით ხშირად შეუძლებელია ძვირადღირებული ნივთების შეძენა. თუმცა დღეს უკვე ამის პრობლემა აღარ არსებობს, რადგან საფინანსო კომპანიებში შესაძლებელია ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა ავტო სესხი, ავტო ლიზინგი. საფინანსო სექტორი სტაბილურად ვითარდება და […]

წაიკითხე ვრცლად »