როგორ გავთავისუფლდეთ ვალებისგან

აიღე სესხი

გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების გამო ჩვენი მატერიალური მდგომარეობა ხშირად უარესდება. შესაბამისად, ვიღებთ იმაზე მეტ სესხს, ვიდრე გადახდა შეგვიძლია. შედეგად, ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ კრედიტების დაფარვაზე მიდის და ვეღარ ვახერხებთ ვალდებულებების გასტუმრებას. როგორ გავთავისუფლდეთ ვალებისგან თუ სესხის დაფარვას ვეღარ ვახერხებთ? უმჯობესია დაუკავშირდეთ ბანკს ან იმ კომპანიას, საიდანაც კრედიტი გაქვთ აღებული და ახალი პირობის შეთავაზება სთხოვოთ. რესტრუქტურიზაცია ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად.

რესტრუქტურიზაციის დროს ხდება თქვენი ვალდებულებების გაერთიანება და მისი უფრო მეტ ვადაში გადანაწილება, რის შედეგადაც მცირდება ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა. თქვენს უძრავ ქონებას არ ემუქრება საფრთხე, რამდენიმე საკრედიტო პროდუქტის გადახდის ნაცვლად მხოლოდ ერთი სესხის თანხას იხდით. ამასთან, ინარჩუნებთ დადებით საკრედიტო ისტორიას. რესტრუქტურიზაციის დროს ზოგჯერ სესხის საპროცენტო განაკვეთი იზრდება. ამასთან, სესხის ვადის გახანგძლივებისას მეტი თანხის გადახდა გიწევთ. აუცილებელია დააზუსტოთ ყველა პირობა, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯი.

რეფინანსირება კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ აიღოთ ახალი კრედიტი იგივე ან სხვა ბანკში და გადაფაროთ ძველი სესხები. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა დაუკავშირდეთ საკრედიტო კომპანიას და მოითხოვოთ ვალდებულებების გაერთიანება. შესაძლოა კრედიტორი არ დაგთანხმდეთ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სხვა კომპანიას, რომელიც უკეთეს პირობას შემოგთავაზებთ. დღესდღეობით, მარტივია ისეთი კრედიტორის მოძიება, რომელიც ხელსაყრელ პირობას შემოგთავაზებთ რეფინანსირებაზე.

როგორ გავთავისუფლდეთ ვალებისგან

3 მეთოდი თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ვალები

  • დაგეგმეთ ბიუჯეტი – ნებისმიერი შემოსავლის პირობებში, თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გაგეგმოთ ბიუჯეტი, რათა შეძლოთ დანახარჯების სწორად განაწილება და თანხის დაზოგვა. დაითვალეთ რაში ხარჯავთ თანხას და განსაზღვრეთ თუ რა ტიპის ხარჯის შემცირება შეგიძლიათ. მომდევნო თვის ბიუჯეტის დაგეგმისას შეამცირეთ არასაჭირო ხარჯები. გაანაწილეთ შემოსავალი აუცილებელი და პირადი ხარჯების მიხედვით. ხოლო თანხის ნაწილით დანაზოგი გააკეთეთ.
  • დააგროვეთ ფული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის – შეეცადეთ ყოველთვიურად შემოსავლის 20 % სამომავლო ფინანსური მიზნებისთვის დაზოგოთ. ამ მეთოდით საკმაოდ დიდი თანხის დაგროვებას შეძლებთ. მზად იქნებით გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. ამასთან, მარტივად მოახერხებთ დაუვიწყარი შვებულების მოწყობას ან ისეთი შენაძენის გაკეთებას, რასაც დიდი თანხა სჭირდება.
  • შეამცირეთ კრედიტზე გადასახადი თანხის ოდენობა – თუ უკვე სარგებლობთ კრედიტით, უმჯობესია გადასახადი მეტობით შეიტანოთ. ამით შეამცირებთ ვადის ბოლოს გადასახადი თანხის ოდენობას. თუ კომპანიას არ აქვს სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო, შეგიძლიათ წინასწარ დაფაროთ გადასახადი და შეამციროთ კრედიტის ვადა. ასეთი მეთოდით თქვენ შეძლებთ თანხის დაზოგვას. გაარკვიეთ კრედიტორთან თუ რამდენი დაგრჩათ გადასახადი და იზრუნეთ ვალდებულების დროულად გასტუმრებაზე.

თუკი სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდგებით, თქვენ მარტივად შეძლებთ ვალდებულებების დაფარვას და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას. ეს კი მომავალში გაგიმარტივებთ ბანკებთან თუ საკრედიტო კომპანიებთან თანამშრომლობას. ხოლო თუ ბიუჯეტს სწორად გაანაწილებთ, სესხის საჭიროებას მინიმუმამდე შეამცირებთ.

გაკეთე კომენტარი