ღირს თუ არა სესხის წინსწრებით დაფარვა

აიღე სესხი

მომხმარებელთა უმრავლესობას ერთხელ მაინც აუღია სესხი. მათი ნაწილი ვალდებულების დაფარვას ვადაზე ადრე ცდილობს. ისინი მიიჩნევენ, რომ კრედიტის წინსწრებით დაფარვა დადებითად იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთსა და საკრედიტო ისტორიაზე. ღირს თუ არა სესხის წინსწრებით დაფარვა და რამდენად მომგებიანია ვალდებულების ვადაზე ადრე გადახდა?

სესხის წინსწრებით დაფარვისას თქვენ არღვევთ გადახდის გრაფიკს, საფინანსო ორგანიზაციას ვადაზე ადრე უბრუნებთ თანხას. ეს ბანკისთვის ან ნებისმიერი საკრედიტო კომპანიისთვის ისეთივე დარღვევაა, როგორც კრედიტის დაგვიანებით გადახდა. შესაბამისად, გერიცხებათ დამატებითი საკომისიო, რომელიც ძირითადად 2%-ს შეადგენს. თუ კრედიტს ვადაზე ადრე სრულად ფარავთ, ამ შემთხვევაში გიწევთ დამატებითი საკომისიოს გადახდა. თუმცა შეგიძლიათ ყოველთვიურად გადასახად თანხაზე მეტი შეიტანოთ სესხის მომსახურე ანგარიშზე და შესაბამისად, ვადის ბოლოს ნაკლები თანხა გადაიხადოთ. ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევთ დამატებითი საკომისიოს გადახდა.

sesxis winswrebit daparva

რა საკომისიო შეიძლება დაგეკისროთ სესხით წინსწრებით დაფარვისას

ფინანსურ კომპანიას უფლება აქვს მის მიერ გაცემული სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს დამატებითი პირგასამტეხლო. აღნიშნული გათვალისწინებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, სესხის ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5%-ისა;
  • ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;
  • სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, სესხი ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

თუ საფინანსო კომპანიაში შეგაქვთ ყოველთვიურ შენატანზე მეტი თანხა, რადგან გინდათ თანხის წინსწრებით დაფარვა, აუცილებელია განაცხადოთ ამის შესახებ. ვინაიდან საკრედიტო ორგანიზაცია არ არის ვალდებული ავტომატურად დაფაროს კრედიტი.

როგორ უნდა შეამციროთ ხარჯი სესხის აღებისას

საკრედიტო პროდუქტით სარგებლობამდე გაეცანით ინფორმაციას მომსახურების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულების თავსართს, რადგან ის მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ხარჯების შესახებ. გადაწყვეტილების მიღებამდე გამოთვალეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რამდენია წინსწრებით დაფარვის საკომისიო. აქვს თუ არა მომსახურებას დამატებითი ხარჯი.

სანამ სესხს წინსწრებით დაფარავთ გაარკვიეთ საფინანსო ორგანიზაციაში ხომ არ აქვს პროდუქტს წინსწრებით დაფარვის საკომისიო. თქვენ შეგიძლიათ სესხის მომსახურე ანგარიშზე მეტობით შეიტანოთ თანხა და ვადის ბოლოს ნაკლები გადაიხადოთ, ყოველგვარი ზედმეტი საკომისიოების გადახდის გარეშე. პროდუქტის პირობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს, შეძლებთ პასუხისმგებლობით სესხებას და ვალდებულების დროულად დაფარვას. ეს კი შეგიქმნით დადებით საკრედიტო ისტორიას, რაც გაგიმარტივებთ მომავალში თქვენზე მორგებული პროდუქტით სარგებლობას.

 

 

გაკეთე კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *