უნდა ავიღოთ თუ არა სესხი რემონტისთვის

აიღე სესხი

მყუდრო, საკუთარი გემოვნებით მოწყობილი გარემონტებული სახლი – ვის არ უოცნებია ასეთ ბინაზე. სახლის რემონტი საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. დაბალი შემოსავლის პირობებში კი არც ისე მარტივია დანაზოგის გაკეთება და აღნიშნული ხარჯის გაწევა. მომხმარებელთა დიდ ნაწილს არ აქვს რემონტისთვის საჭირო თანხა, მისი შეგროვებისთვის კი რამდენიმე თვე და წელიც კი სჭირდება. სესხი რემონტისთვის საშუალებას მოგცემთ საჭირო ფინანსები მარტივად მიიღოთ და ოცნება რეალობად აქციოთ. მომსახურება დაგეხმარებათ დაფინანსების სწრაფად მიღებასა და საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობაში.

რემონტისთვის ყველაზე ხელსაყრელი პროდუქტი იპოთეკური სესხია. მისი მიზნობრიობა შეიძლება იყოს როგორც ბინის შეძენა, ასევე მისი რემონტი. სერვისი გამოირჩევა დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ხოლო მის დასაფარად ხანგძლივი დროა განკუთვნილი. იპოთეკური სესხი გრძელვადიანი პერიოდით გაიცემა. თანხის მისაღებად აუცილებელია ქონების უზრუნველყოფა. რას იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება ექნება მოახდინოს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების რეალიზაცია. აღნიშნული ტიპის კრედიტის აღებას ყურადღებით მოეკიდეთ, რადგან უზრუნველყოფილი სესხის აღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება და ვერ შეძებთ თანხის დაფარვას, შესაძლოა უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგეთ.

sesxi remontistvis

რა უნდა გაითვალისწინოთ იპოთეკური სესხის აღებამდე

იპოთეკური სესხის აღებისას რიგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. გონივრულ გადაწყვეტილებას შეუძლია დაგიზოგოთ თანხა, არასწორ არჩევანს კი დაგაკარგვინოთ ქონება. სანამ იპოთეკურ სესხს აიღებთ გაარკვიეთ:

  • სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა იმ ხარჯს მოიცავს, რისი გადახდაც კრედიტით სარგებლობის დროს მოგიწევთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა და გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • კრედიტის ვალუტა – იპოთეკური სესხის აღებისას გაითვალისწინეთ რა ვალუტაში გაქვთ შემოსავალი და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ კრედიტს ლარში აიღებთ თუ დოლარში. ამით თავიდან აირიდებთ კურსთაშორის სხვაობისგან გამოწვეულ ზარალს.
  • დამატებითი ხარჯი ან საკომისიო – კრედიტს შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი საკომისიო ან ხარჯი. მაგ: სესხის გაცემის ან წინსწრებით დაფარვის საკომისიო, დამატებითი დოკუმენტის ხარჯი და სხვა. სანამ საკრედიტო პროდუქტით ისარგებლებთ გაარკვიეთ დამატებითი საკომისიოების შესახებ.

სესხის აღებისას მნიშვნელოვანია გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის პირობას, შეადაროთ მათი შეთავაზებები ერთმანეთს და აირჩიოთ ის პირობა, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს მოთხოვნას. სწორი ფინანსური გადაწყვეტილება გაგიმარტივებთ სესხის დაფარვას და დაგეხმარებათ დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაში.

გაკეთე კომენტარი