5 შეცდომა, რომელსაც სესხის აღებისას უშვებთ

აიღე სესხი

სესხის გონივრულად შერჩევა ხარჯების დაზოგვის წინაპირობაა. მიუხედავად ამისა, კრედიტის აღებისას ხშირად უჩვებთ შეცდომას, რისი შედეგიც გაზრდილი პროცენტები და დაუფარავი ვალდებულებებია. ყველაზე გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდება დაგეხმარებათ თანხის დაზოგვაში, სესხის დროულად დაფარვასა და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაში.

საფინანსო სექტორი კრედიტების ფართო არჩევანს გვთავაზობს. ბაზარზე წარმოდგენილი სესხები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ღირებულებით, ასევე მიზნობრიობით. სესხის აღებამდე შეარჩიეთ რომელი მათგანი შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენს მოთხოვნებს და გამოთვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა.

შეცდომა სესხის აღებისას

შეცდომები, რომელსაც სესხის აღებისას უშვებთ

  • არ ეცნობით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას – კომპანიები სარეკლამო შეთავაზებისას ხშირად მხოლოდ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს აცნობენ მომხმარებლებს, რაც სრულად არ მოიცავს სესხის სრულ ხარჯს. კრედიტს შეიძლება ჰქონდეს გაცემის, წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე და სხვა. ხარჯების სრულად გამოსათვლელად და შესადარებად საჭიროა ყურადღება მიაქციოთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს.
  • სესხულობთ იმაზე მეტს, ვიდრე გჭირდებათ – ისესხეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ, რადგან შესაძლოა თქვენ აღებული თანხის ნაწილი დახარჯოთ, მაგრამ რეალურად სრული თანხის პროცენტს იხდით. შედეგად, მოგიწევთ სრული თანხის პროცენტის გადახდა. სესხის აღებამდე დაფიქრდით რა მოცულობის თანხა გჭირდებათ და მხოლოდ მაშინ ისესხეთ ფული, როდესაც გამოუვალი მდგომარეობა გაქვთ.
  • ვერ იხდით ვალდებულებას – თუ არ ხართ გადახდისუნარიანი ან უკვე რამდენიმე სესხი გაქვთ, ახალი კრედიტის აღება არ არის კარგი აზრი. თქვენი შემოსავალი არ იქნება საკმარისი სესხის დასაფარად და ახალი ვალდებულება ვერ მოგიგვარებთ ფინანსურ პრობლემას. ასეთ დროს უმჯობესია მიმართოთ იმ ორგანიზაციას, სადაც გაქვთ აღებული სესხი და მოითხოვოთ რესტრუქტურიზაცია.
  • არ ეცნობით კრედიტორების შეთავაზებებს – მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანკი ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია სესხის აღება. რაც რეალურად არასწორია, ვინაიდან ბაზარზე წარმოდგენილია ბევრი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც უკეთესი პირობითაც კი გამოირჩევა. გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცანით როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო კომპანიების შეთავაზებებს და ისე გააკეთეთ არჩევანი.
  • არ კითხულობთ ხელშეკრულებას – სესხის ხელშეკრულება მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ეფექტური საპროცენტო განაკვეთს, ხარჯების ოდენობისა და თქვენს უფლება-მოვალეობებს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოთ მას.

თუ ვერ გადაგიწყვეტიათ სად აიღოთ საჭირო თანხა, ვინ შემოგთავაზებთ უკეთეს პირობას, ეს საკითხი მარტივად შეგიძლიათ გადაჭრათ. შეავსეთ ერთი განაცხადის ფორმა Credy.ge-ზე, გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული პირობით.

გაკეთე კომენტარი