როგორ ავიღოთ სესხი გარანტორის გარეშე

აიღე სესხი

სესხი მარტივად, ზედმეტი დოკუმენტებისა და გარანტორის გარეშე – ვის არ უნდა მასზე მორგებული პროდუქტით სარგებლობა. დღეს, როდესაც საფინანსო სექტორში წარმოდგენილია უამრავი საკრედიტო კომპანია, არც ისე მარტივია დაბალპროცენტიანი, საუკეთესო პირობის სესხის შერჩევა. რა უნდა იცოდეთ არჩევანის გაკეთებისას, როგორ უნდა აიღოთ კრედიტი გარანტორის გარეშე და ისარგებლოთ თქვენზე მორგებული პირობით?

სესხების უმრავლესობა თავდებისა და გარანტორის გარეშე გაიცემა. თანხის მიღების პროცესი კი მარტივია. სწრაფი სესხის მომსახურება კომფორტულია და მორგებულია მომხმარებლების მოთხოვნაზე. საჭირო ფინანსების მისაღებად არ გიწევთ ქონების დაგირავება. არ მოითხოვება დოკუმენტები. ავსებთ ერთ მარტივ განაცხადის ფორმას, თანხას კი საბანკო ანგარიშზე იღებთ. ონლაინ სესხები 3000 ლარამდე კლიენტებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია. გადახდის პერიოდი 3  თვიდან 2 წლამდეა. თქვენ თავად ირჩევთ თქვენზე მორგებულ ვადას. ონლაინ სესხები უზრუნველყოფის გარეშე დამატებითი უპირატესობაა, რადგან არ გჭირდებათ გირავნობა ან კომპანიაში ვიზიტი.

რა უპირატესობით გამოირჩევა სესხი უზრუნველყოფის გარეშე?

უზრუნველყოფილ სესხებს გარკვეული რისკი ახლავს თან. კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში ქონების დაკარგვის საფრთხე მაღალია. ძირითად შემთხვევაში, კრედიტორები გრძელვადიანი სესხის გაცემისას ითხოვენ გირავნობას. ვინაიდან თანხის ოდენობა დიდია და გადახდის ვადა ხანგძლივი, კომპანიას სჭირდება დამატებითი გარანტია, რათა შეძლოს გაცემული სესხის ამოღება. თუ ვერ შეძლებთ ვალდებულების დაფარვას, კომპანია გაცემულ თანხას ამოიღებს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონებიდან.

არაუზუნველყოფილი სესხი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • ნაკლებად რისკიანი პროდუქტი – არაუზრუნველყოფილი კრედიტი ნაკლებ ფინანსურ რისკს მოიცავს. არ დებთ გირაოში ქონებას, შესაბამისად არ გაქვთ მისი დაკარგვის საფრთხე;
  • გამარტივებული პროცედურა – არაუზრუნველყოფილი სესხის აღებისას არ მოითხოვება რიგი დოკუმენტების შეგროვება, ეს ზოგავს თქვენს დროს, რაც მომსახურებას მოქნილსა და კომფორტულს ხდის;
  • სწრაფი სერვისი – სწრაფი ონლაინ სესხები მარტივად გაიცემა და პროდუქტი მომხმარებელთა ფართო კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. თანხას სახლიდან გასვლის გარეშე, საბანკო ანგარიშზე დარიცხვით იღებთ.

სესხის აღება გირაოს გარეშე მარტივია. არ მოითხოვება დოკუმენტები, არ გჭირდებათ თავდები ან ქონების უზრუნველყოფაში ჩადება. თანხას უსწრაფესად იღებთ, არ გიწევთ საკრედიტო კომპანიაში მისვლა. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, მარტივად შეგიძლიათ გაეცნოთ კრედიტორების შეთავზებებს ონლაინ სივრცეში, შეადაროთ მათი პირობები ერთმანეთს, გააკეთოთ გონივრული არჩევანი და აიღოთ თქვენზე მორგებული სესხი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს.

გაკეთე კომენტარი