სესხი მოგზაურობისთვის – როდის ვისარგებლოთ ამ სერვისით

აიღე სესხი

ზაფხული დასვენებასთან, ახალ თავგადასავლებთან და მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. წელიწადის ამ დროს, ყველას განსაკუთრებულად გვინდა სასიამოვნო დროის გატარება და დაუვიწყარი ადგილების მონახულება. დღეს, როდესაც ასეთი მარტივია ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება და თითქმის ყველგან გვხვდება მიმზიდველი ტურები ხელსაყრელ ფასად, რთულია უარი თქვა ამ ყველაფერზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიზეზი მცირე ფინანსებია. როდის უნდა ავიღოთ სესხი მოგზაურობისთვის ან უნდა შევიძინოთ თუ არა სასურველი ტური განვადებით?

თუ არსებული ბიუჯეტით ვერ ახერხებთ სასურველ ქვეყანაში მოგზაურობას, თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხით ან შეიძინოთ ტური განვადებით. ზაფხულში მიღებული დადებითი ემოციები მთელი წლის მანძილზე გაგყვებათ, თანხის გადახდას კი მოგვიანებითაც შეძლებთ. ტურის შესაძენად შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების მომსახურებით. სერვისი პირდაპირ ტურისტულ კომპანიებშია ხელმისაწვდომი. ყიდულობთ სასურველ ტურს განვადებით დღეს, ხოლო თანხას იხდით მოგვიანებით. თანხის მიღების დრო არ აჭარბებს ერთ საათს, ამისათვის კი დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. თანამონაწილეობის თანხა ხშირად 0%-ია, რაც იმას ნიშნავს რომ განვადებით შეგიძლიათ სრულად დააფინანსოთ მოგზაურობა.

სამოგზაურო ხარჯების დაფინანსება საკრედიტო ბარათითაც შეგიძლიათ. სასტუმროების უმრავლესობა დაჯავშნისას სწორედ საკრედიტო ბარათს იღებს. თუ დახარჯული თანხის დაბრუნებას საშეღავათო პერიოდში შეძლებთ, დამატებითი პროცენტის გადახდა არც მოგიწევთ.

მოგზაურობისთვის სამომხმარებლო სესხის აღებაც შეგიძლიათ. პროდუქტი დაგეხმარებათ ნებისმიერი პირადი მოხმარებისთვის გარკვეული მომსახურების შესაძენად. ეს შეიძლება იყოს როგორც მოგზაურობა, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, წვრილმანი საოჯახო ნივთების ყიდვა, და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.

სესხი მოგზაურობისთვის – დადებითი და უარყოფითი მხარეები

სანამ მოგზაურობისთვის სესხს აიღებთ, კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ პასუხისმგებლობა. ამასთან, გაითვალისწინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები:

  • მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ ნახოთ მსოფლიო, განვითარდეთ და გაიგოთ მეტი. მოგზაურობა ერთგვარი ინვესტიციაა თქვენს განვითარებში;
  • მოგზაურობის შემდეგ საგრძნობლად იზრდება თქვენი პროდუქტიულობა და სამუშაო პროცესს შემართებით უბრუნდებით.

უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მოგიწევთ სესხის დაფარვა და ხარჯებთან გამკლავება. თუმცა, თუკი დარწმუნებული ხართ იმაში, რომ წარმატებით შეძლებთ აღნიშნულ ვალდებულებასთან გამკლავებას, დროა დაგეგმოთ მოგზაურობა. შეარჩიეთ სასურველი ქვეყანა, დაგეგმეთ შვებულება და ისიამოვნეთ ახალი, დაუვიწყარი ემოციებით. თუკი თანხა გაკლდებათ, ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ ფინანსების მოძიებაში. შეავსე ერთი განაცხადის ფორმა და მიიღე საუკეთესო შეთავაზება საკრედიტო კომპანიებისგან.

გაკეთე კომენტარი