5 გავრცელებული მიზეზი თუ რატომ ვიღებთ სესხს

აიღე სესხი

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს სესხი. ცხოვრებაში ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლის მოსაგვარებლად აუცილებელია დამატებითი ფინანსები. რა მიზნით შეიძლება აიღოთ კრედიტი, რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას და როგორ შეგიძლიათ თანხის დაზოგვა?

კრედიტის აღების მიზეზები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ბინის შეძენა, ავტომობილის განახლება, სწავლის დაფინანსება, დამატებითი თანხა პირადი მიზნებისთვის და სხვა. თითოეული ამ მიზნის მისაღწევად  არსებობს განსხვავებული ტიპის კრედიტები, რომლის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წარმოგიდგენთ სესხის აღების 5 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს:

sesxi

სესხი უძრავი ქონების შესაძენად

უძრავი ქონება მნიშვნელოვანი კაპიტალია. მისი ყიდვა კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ცხადია, მცირე შემოსავლის პირობებში არც ისე მარტივია თანხის დაზოგვა და ბინის შეძენა. შესაბამისად, მომხმარებლები ხშირად მიმართავენ იპოთეკურ სესხს.

იპოთეკური სესხები ბევრ საფინანსო ორგანიზაციაში ხელსაყრელი პირობით გაიცემა. მისი დახმარებით შენაძენის გაკეთება ხშირად უფრო უკეთესი და დაბალხარჯიანია. თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იპოთეკური კრედიტები უზრუნველყოფით გაიცემა. შესაბამისად, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ქონების დაკარგვის რისკი მაღალია.

სესხი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად

საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხშირად საჭიროებს განახლებას. ახალი მოდელის მობილური, თანამედროვე სახლის მოწყობილობა – რთულია უარი თქვა ამ ყველაფერზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველდღიურად უამრავი მიმზიდველი შეთავაზება გვხვდება. სამომხმარებლო სესხი სწორედ პირადი მოხმარებლის ნივთების შესაძენად არის განკუთვნილი და მას საკმაოდ ბევრი მომხარებელი მიმართავს.

სესხის დამტკიცების სწრაფი პროცედურა, სიმარტივე და მისაღები საპროცენტო განაკვეთი –  ამ ფაქტორების გათვალისწინებით სამომხმარებლო სესხი ხელსაყრელი პროდუქტია. თქვენ უკვე მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ძველი ტექნიკა ახლით და აღარ ელოდოთ ფულის შეგროვებას.

ავტომობილის შეძენა

ავტომობილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი საშუალებით გაცილებით მარტივია გადაადგილება, არ ხართ დამოკიდებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ სასურველი ტური და გაემგზავროთ დასასვენებლად.

ავტო სესხის აღება ბევრ კომპანიაში შეიძლება. პირობები მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული. პროდუქტი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ სასურველი მარკის ავტომობილი დღეს, ხოლო გადაიხადოთ თანხა ხვალ.

 

სესხის დავალიანების გადახდა

სესხის აღების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ძველი ვალდებულებების დაფარვა. ხშირად ისეც ხდება, რომ ვალდლებულების გადახდას ვეღარ ვახერხებთ და გვჭირდება დამატებითი თანხა, რათა მარტივად გადავიხადოთ არსებული სესხები.

მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი პრობლემის მოსაგვარებლად ახალ სესხს იღებს და იმ თანხით იხდის პროცენტს. თუმცა ასეთ შეთხვევაში უმჯობესია რესტრუქტურიზაციით სარგებლობა. ის გულისხმობს სესხის პირობების ცვლილებას, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა მარტივად დაფაროს თანხა.

 

სესხი განათლების დასაფინანსებლად

განათლების მიღება საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ტრენინგ კურსები, პროფესიონალი ტრენერების მასტერკლასები – ეს ყველაფერი არც ისე იაფი ჯდება. განათლებაში ინვესტირება კი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება რომ მიიღოთ. ვინაიდან განათლების მიღება უკეთესი შემოსავლის მიღების წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, სტუდენტური სესხებიც პოპულარობით სარგებლობს.

სანამ რომელიმე ტიპის სესხით ისარგებლებთ, დააზუსტეთ საკრედიტო კომპანიის შეთავაზება. გაიგეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა და აიღეთ სესხი პასუხისმგებლობით. ეს თავიდან აგარიდებთ ფინანსურ სირთულეებს და ამასთან, დაგეხმარებათ დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაში.

გაკეთე კომენტარი