საოჯახო ბიუჯეტი

როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

წინასაახალწლო განწყობა უკვე დიდი ხანია იგრძნობა ქალაქში. დეკორაციები, საშობაო ბაზრობა, სადღესასწაულო მუსიკა და განათება. მოსახლეობა უკვე აქტიურად არჩევს საჩუქრებს და ახლობელი ადამიანების გახარებას ცდილობს. ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. იტალიაში ახალ წელს ძველი ნივთებისგან თავისუფლდებიან, ამიტომ ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ყრიან ძველ ნივთებს. ისინი თვლიან, რომ გათავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ დავზოგოთ ფული წინასაახალწლო პერიოდში

ახალი წლის შესახვედრად უკვე დაიწყო სამზადისი. ქალაქის ქუჩები ფერადი დეკორაციებით და განათებებით მოირთო. წინასაახალწლო პერიოდში მომხმარებლები აქტიურად ყიდულობენ სხვადასხვა ნივთებს, რაც აისახება ფასზეც. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ამ დროს განსაკუთრებით იზრდება ფასები. როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი წლისთვის და შევამციროთ ხარჯი? წინასააახალწლო პერიოდში ყველაზე მეტ თანხას საჩუქრებში, მოგზაურობაში, გართობასა და საახალწლო სუფრაში ვხარჯავთ. ამ დროს ყველას […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ მივიღოთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები

როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი, დავხარჯოთ თანხა თუ გავაკეთოთ დანაზოგი? – ფინანსური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. გონივრული გადაწყვეტილების შედეგად მარტივად ვაღწევთ მიზანს, ვზოგავთ თანხას და ვუმკლავდებით მოულოდნელ ხარჯებს. არასწორი არჩევანის შედეგად კი ხშირად ვიქმნით პრობლემას, დაუფიქრებლად ვიღებთ სესხს და ვეღარ ვახერხებთ გადახდას. გონივრული არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა იცოდეთ თქვენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა. დაფიქრდეთ რა არის თქვენი სუსტი […]

წაიკითხე ვრცლად »

10 ფინანსური შეცდომა, რომელსაც მდიდრები არ უშვებენ

ფინანსური შეცდომების თავიდან არიდება არც ისე მარტივია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც უამრავი მიმზიდველი შეთავაზება გვესმის. ჩვენ ხშირად არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვყიდულობთ ისეთ ნივთებს, რაც არ გვჭირდება ან ვიღებთ სესხს, მაშინ როცა ამის საჭიროება არ გვაქვს. ასეთი გადაწყვეტილებების შედეგი კი ფინანსური პრობლემებია. თუკი სიმდიდრის მოპოვებისკენ ისწრაფით, გაიგეთ რა შეცდომებს არ უშვებენ მდიდრები და დანერგეთ აღნიშნული ჩვევები თქვენს […]

წაიკითხე ვრცლად »

10 აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ შვებულებისთვის ფულის დაზოგვაში

ალბათ ბევრჯერ გიოცნებიათ იმაზე, თუ როგორ გაატარებდით შვებულებას ზღვის სანაპიროზე ან საზღვარგარეთ გაემგზავრებოდით და ახალ ქვეყნებს აღმოაჩენდით. შვებულება ყველასთვის საყვარელი პერიოდია, რომელიც სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ იმისათვის რომ საოცნებო დასვენება მოიწყოთ საჭიროა ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. შვებულებისთვის ბიუჯეტის შედგენა არც ისე ადვილია, მაგრამ დღისათვის უკვე ხელმისაწვდომია აპლიკაციები, რომლებიც ამარტივებს ფინანსების სწორად განაწილებას და ფულის დაზოგვას მოგზაურობისთვის. […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვალდებულებას ვეღარ ფარავთ

ნებისმიერი სახის კრედიტის აღება რისკთან არის დაკავშირებული. შესაძლოა დღეს კარგი ფინანსური მდგომარეობა გქონდეთ, თუმცა მომავალში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლოთ. შემოსავლის შემცირების ან სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯისგან არავინაა დაზღვეული. როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვალდებულებას ვეღარ ფარავთ? რა ალტერნატიულ გზას უნდა მიმართოთ პრობლემის მოსაგვარებლად? თუ თქვენ სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებთ, მიმართეთ საკრედიტო დაწესებულებას, რათა რაც შეიძლება მალე იპოვოთ გამოსავალი. […]

წაიკითხე ვრცლად »

რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა

საკრედიტო ისტორიის გაუარესება, სხვისი ვალდებულების დაფარვა ან ქონების ჩამორთმევა – მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი თავდები დამდგარა. მომხმარებლები ხშირად არ ეცნობიან ხელშკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, ვერ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, რომ პრობლემური სესხის შემთხვევაში სწორედ მათ მოუწევთ კრედიტის დაფარვა. რა უნდა ვიცოდეთ თავდებობის შესახებ და რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა? თავდებობა ვალდებულებაა კრედიტორის წინაშე […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

„მზე, ზღვა, ბევრი გართობა და სასიამოვნო ემოცია“ – დიახ, უკვე დადგა ზაფხული. მოგზაურობისა და დასვენების სეზონი. დამღლელი სამუშაო თვეების შემდეგ ყველა ცდილობს დაუვიწყარი შვებულება მოიწყოს, იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საინტერესო ადგილები. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ყველას უჩნდება კითხვა თუ როგორ დაისვენოს, სად გაემგზავროს და როგორ გაანაწილოს დასვენებისთვის არსებული ბიუჯეტი? ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. […]

წაიკითხე ვრცლად »

5 საუკეთესო აპლიკაცია ფინანსების სამართავად

ფინანსური კეთილდღეობა ყველასთვის აქტუალური საკითხია. ხარჯების სწორად განაწილებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობისთვის. როგორ უნდა გავანაწილოთ შემოსავალი გონივრულად, შევძლოთ დანაზოგის გაკეთება და არასაჭირო ხარჯების შემცირება? ზოგიერთი ჩვენგანი ბიუჯეტის შედგენისას იყენებს Excel-ს, ზოგი ქაღალდსა და კალამს, მაგრამ უმეტესობამ არ იცის თუ როგორ უნდა მართოს პირადი ფინანსები. თუ ფული სწრაფად გეხარჯებათ და არ იცით რაში, დროა დაიწყოთ […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ გავანაწილოთ ბიუჯეტი 50-30-20 მეთოდის მიხედვით

შემოსავალი არასოდეს არის საკმარისი. მოთხოვნილებები და ხარჯების ოდენობა ხელფასის ზრდასთან ერთად იზრდება. ამის მიუხედავად მომხმარებლების ნაწილი მაინც ახერხებს თანხის დაზოგვას, ნაწილი კი ვერა. ამის საფუძველი და მიზეზი დაუგეგმავი ბიუჯეტია. ხელფასის ხარჯვისას დიდი მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტების განსაზღვრას. როგორ უნდა ვხარჯოთ თანხა გონივრულად და შევადგინოთ ბიუჯეტის ხარჯვის გეგმა? ექსპერტები გვთავაზობენ 50-30-20 მეთოდს, რომელიც სიმარტივით გამოირჩევა. თქვენ არ […]

წაიკითხე ვრცლად »