როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

აიღე სესხი

„მზე, ზღვა, ბევრი გართობა და სასიამოვნო ემოცია“ – დიახ, უკვე დადგა ზაფხული. მოგზაურობისა და დასვენების სეზონი. დამღლელი სამუშაო თვეების შემდეგ ყველა ცდილობს დაუვიწყარი შვებულება მოიწყოს, იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საინტერესო ადგილები. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ყველას უჩნდება კითხვა თუ როგორ დაისვენოს, სად გაემგზავროს და როგორ გაანაწილოს დასვენებისთვის არსებული ბიუჯეტი?

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. დღეისათვის, საქართველოს მოქალაქეებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება შენგენის ზონაში და ამისათვის მათ აღარ სჭირდებათ ვიზის მიღება. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ვიზის გარეშე იმოგზაუროს მოკლევადიანი ვიზიტით და ბოლო 180 დღის განმავლობაში, 90 დღე გაატაროს ევროპაში. შენგენის ზონის ქვეყნებში გასამგზავრებლად საჭიროა ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ იქნება 6 თვეზე ნაკლები, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორ უნდა ვიმოგზაუროთ იაფად და დავზოგოთ ფული?

სანამ მოგზაურობას დაგეგმავთ, სწორად შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილი. თქვენი მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს ფინანსურ შესაძლებლობებთან. გაეცანით ინფორმაციას ინტერნეტით მგზავრობისა და კვების შესახებ. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩახვალთ მოიძიეთ ბროშურები და საინფორმაციო ცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა შეღავათიანი სერვისისა და სავაჭრო ობიექტის შესახებ. მოგზაურობისას ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოების ნორმებს. უმჯობესია თუ თანხას იქონიებთ როგორც ხელზე, ასევე ბარათზე.

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

როგორ შევამციროთ მოგზაურობის ხარჯი

  • შეიძინეთ ავიაბილეთი წინასწარ – დღეისათვის, ბევრი კომპანია გვთავაზობს ავიაბილეთს შეღავათიან ფასად. გაეცანით მათ შეთავაზებებს, შეარჩიეთ საუკეთესო დრო ბილეთის შესაძენად და დაზოგეთ ხარჯი.
  • გაეცანით სასტუმროების ფასს – სასტუმროს შერჩევისას ფასთან ერთად გაითვალისწინეთ ადგილმდებარეობა, თუკი ის ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, მგზავრობის ხარჯი დაგემატებათ. ამასთან, ძვირფას დროს მგზავრობაში დახარჯავთ.
  • შეიძინეთ სამგზავრო ბარათი – ბევრი ქალაქი გვთავაზობს სამგზავრო ბარათებს, რომლის მეშვეობითაც შესაძელებელია ფასდაკლებებით სარგებლობა მუზეუმებში, ტრანსპორტში. მსგავსი ბარათების ყიდვა შესაძლებელია ტურისტულ ცენტრებში.
  • განიხილეთ ყველა ალტერნატივა – ეწვიეთ ისეთ ვებგვერდებს, სადაც შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე შემოთავაზების ნახვა. მსგავსი საიტების საშუალებით ყოველთვის შეიძლება ყველაზე დაბალი ფასების ნახვა. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი მარტივად შეძლებთ ყველაზე იაფი პირობის შერჩევას.

მოგზაურობის დაგეგმვა ადრე დაიწყეთ და გაითვალისწინეთ შესაბამისი ხარჯიც. წლის მანძილზე მცირე დანაზოგით თქვენ მარტივად შეძლებთ შვებულებისთვის საჭირო თანხის შეგროვებას. დაუვიწყარი შვებულებისგან მიღებული სიამოვნება კი მთელი წლის მანძილზე სასიამოვნო ემოციად გაგყვებათ.

გაკეთე კომენტარი