როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აიღე სესხი

წინასაახალწლო განწყობა უკვე დიდი ხანია იგრძნობა ქალაქში. დეკორაციები, საშობაო ბაზრობა, სადღესასწაულო მუსიკა და განათება. მოსახლეობა უკვე აქტიურად არჩევს საჩუქრებს და ახლობელი ადამიანების გახარებას ცდილობს. ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

  • იტალიაში ახალ წელს ძველი ნივთებისგან თავისუფლდებიან, ამიტომ ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ყრიან ძველ ნივთებს. ისინი თვლიან, რომ გათავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს აქვთ ასეთი ტრადიცია – ახლობლებს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს, რადგან წითელი ფერი ითვლება სიახლის სიმბოლოდ.
  • ინგლისში, ძველი ტრადიციის თანახმად ზუსტად ღამის 12 საათზე აღებენ სახლის მთავარ და უკანა შესასვლელს. მათ სჯერათ, რომ უკანა კარიდან ტოვებს სახლს ძველი წელი. მთავარი შემოსასვლელიდან კი ახალი წელი შემოდის. ამასთან, შობის ღამე ბუხართან არის დაკავშირებული. მას გამორჩეულად რთავენ, ბუხარზე ჩამოკიდებლ წინდებში კი მათ სანტას საჩუქრები ხვდებათ.

  • არგენტინაში ძველი ტრადიციის თანახმად, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ყრიან ძველ კალენდრებს, ბლანკებს. ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისით ქუჩები ქაღალდის თხელი ფენით იფარება.
  • ამერიკაში ძალიან პოპულარულია მისალოცი ბარათების გაგზავნა. ისინი სახელსაც კი განსაკუთრებული დეკორაციებით რთავენ. შობის ღამეს კი ელოდებიან სანტა კლაუსს, რომელიც მათ საჩუქრებით სტუმრობს.
  • ესპანეთში როგორც კი საათი 12-ს ჩამოკრავს, ესპანელები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ. მათ სჯერათ, რომ თითოეული მარცვალი დამდეგი წლის თვეებს განასახიერებს და მათ ოჯახებს მთელი წლის მანძილზე ბედნიერებას მოუტანს. ყურძნის მტევანი ესპანეთში მიჩნეულია როგორც ჯანმრთელობის და ოჯახური ბედნიერების სიმბოლო.
  • დანიელები ახალი წლის ღამეს მეგობრებსა და მეზობლებს კართან დამტვრეულ ჭურჭელს უყრიან, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან რომ დამდეგი წელი წარმატებას მოუტანს მათ, ვის კართანაც ყველაზე მეტი გატეხილი ჭურჭელი იქნება.

საქართველოში შობის ღამეს ფანჯრებთან სანთლის ანთებასა და ალილოს დიდი ტრადიცია აქვს. სიმღერის დასრულების შემდეგ, ოჯახის წევრები ტკბილეულსა და ხილს ჩუქნიან. ალილოსთან ერთად იმართება სახალხო მსვლელობაც. საშობაო ბაზრობა საკვების ნაირსახეობითა და დეკორაციებით გამოირჩევა. ახალი წლის ღამეს ბავშვები საჩუქრებს ელოდებიან თოვლის ბაბუისგან.

გაკეთე კომენტარი