სწრაფი სესხების 3 უპირატესობა სამომხმარებლო კრედიტებთან შედარებით

აიღე სესხი

ერთ დროს სესხის აღება ხანგძლივი პროცედურების გავლასთან იყო დაკავშირებული; უამრავი დოკუმენტის შეგროვება, ვიზიტი კომპანიაში, გასაუბრება საკრედიტო ექსპერტთან და საათობით ლოდინი. დღეისათვის, ციფრული არხების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა საჭირო თანხის მიღება ონლაინ რეჟიმში. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს აღარ უწევს საფინანსო კომპანაში მისვლა და ცნობების მიტანა. ეს კი ამარტივებს თანხის მიღებას და მომხმარებელს კომფორტულ მომსახურებას აწვდის. Swrafi sesxebi მთელი რიგი უპირატესობით გამოირჩევა. თანხის მისაღებად კლიენტი ინტერნეტით ავსებს განაცხადს, არ უწევს სახლიდან გასვლა. ამასთან, საჭირო ფინანსების მიღება შეუძლება ნებისმიერი ადგილიდან. თუკი არ იმყოფება ქალაქში და არ შეუძლია საფინანსო კომპანიაში მისვლა, ინტერნეტით შეავსებს განაცხადს და ანგარიშზე მიიღებს თანხას.

სწრაფი სესხების ლიმიტი უკვე გაიზარდა. თუ ადრე მხოლოდ 1500 ლარამდე თანხის მიღება შეიძლებოდა, დღეს კომპანიები 3000 ლარამდე თანხას გასცემენ. მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია მიიღოს 3000 ლარამდე სესხი და ისარგებლოს გადახდის განგძლივი პერიოდით.

ბანკში სამომხმარებლო სესხის ასაღებად მოითხოვება მთელი რიგი ცნობები, რაც შეიძლება იყოს ხელფასის ცნობა, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რითაც დადასტურდება ყოველთვიური დარიცხვები ანგარიშზე. თანხის ლიმიტის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილი დოკუმენტების რაოდენობაც. თუ ბანკი გარკვეულ რისკს დაინახავს, შესაძლოა კლიენტს მოსთხოვოს თავდები ან უზრუნველყოფაც. ამასთან, ბანკი სესხის დამტკიცებისას დიდ ყურადღებას აქცევს მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას – როგორ იხდიდა ვალდებულებებს წარსულში, ჰქონდა თუ არა ვადაგადაცილება. ამის მიხედვით აფასებს რისკებს და იღებს გადაწყვეტილებას დაუმტკიცოს თუ არა კლიენტს სესხი.

რა უპირატესობა აქვს სწრაფ სესხს

  • სისწრაფე – თუ სამომხმარებლო კრედიტის ასაღებად საჭიროა რიგი დოკუმენტების შეგროვება, სწრაფი სესხი ცნობების გარეშე გაიცემა. ამასთან, არ არის აუცილებელი კომპანიაში მისვლა, რაც ზოგავს მომხმარებლის დროს. კლიენტი ნებისმიერი ადგილიდან იღებს საჭირო თანხას. შესაბამისად, სწრაფად აგვარებს ფინანსურ პრობლემას.
  • მოქნილობა – თანხის მისაღებად არ მოითხოვება ხანგძლივი პროცედურების გავლა. საკმარისია ეწვიოთ სასურველი კომპანიის ვებგვერდს და შეავსოთ განაცხადის ფორმა, თანხას უმოკლეს დროში მიიღებთ საბანკო ანგარიშზე.
  • სიმარტივე – თუ საბანკო სესხის მისაღებად საჭიროა რიგი დოკუმენტები. ამასთან, კრედიტორები ყურადღებას აქცევენ საკრედიტო ისტორიას, სწრაფი სესხი ცნობების გარეშე გაიცემა.

სანამ რომელიმე კომპანიის საკრედიტო პროდუქტით ისარგებლებთ, გაარკვიეთ რამდენს შეადგენს პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, გაიგეთ რამდენიმე კომპანიის პირობა, შეადარეთ მათი მახასიათებლები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

გაკეთე კომენტარი