როდის უნდა ისარგებლოთ სალომბარდე სესხის მომსახურებით

აიღე სესხი

ხშირია შემთხვევა, როდესაც თანხის მიღება განსაკუთრებით გეჩქარებათ, არ გაქვთ დრო ხანგძლივი პროცედურების გასავლელად და დოკუმენტების შესაგროვებლად. ამასთან, თუ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ ან არ გაქვთ სტაბილური შემოსავალი შესაძლოა თანხის მიღებაზე მაინც უარი მიიღოთ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? რომელი საკრედიტო პროდუქტი დაგეხმარებათ ფულის მიღებაში?

სალომბარდე სესხი საშუალებას გაძლევთ თანხა ძვირფასი ქონების უზრუნველყოფით აიღოთ, რაც იმას გულისხმობს რომ თქვენ გირაოში დებთ ძვირფას ნივთს, სანაცვლოდ კი იღებთ ფულს. მას შემდეგ რაც დაფარავთ ვალდებულებას, შეძლებთ ნივთის გამოსყიდვას. თანხის გასაცემად არ არის საჭირო უამრავი დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, ნაკლებად ექცევა ყურადღება საკრედიტო ისტორიას ან შემოსავლის ოდენობას, ვინაიდან კრედიტორი გირაოში იტოვებს ნივთს და გადაუხდელობის შემთხვევაში მარტივად შეძლებს მის გაყიდვას.

სალომბარდე კრედიტი მოკლევადიანი სესხია, რომელიც ძირითადად 1 წლამდე პერიოდით გაიცემა. ფინანსური ინსტიტუტი თანხას გარკვეული ქონების ან საკუთრების უფლებით გასცემს. ეს შეიძლება იყოს როგორც ძვირფასი ლითონები, ასევე ტექნიკა. სესხის აღებისას ფორმდება ხელშეკრულება, სადაც მითითებულია საპროცენტო განაკვეთი, თანხის ოდენობა, ნივთის დროებით კრედიტორის მფლობელობაში გადასვლა. თანხის დაფარვა შესაძლებელია როგორც მთლიანად, ასევე ნაწილ-ნაწილ.

სალომბარდე სესხი

რა განსხვავებაა სალომბარდე კრედიტსა და სამომხმარებლო სესხს შორის?

სალომბარდე კრედიტი თავისი მახასიათებლებით განსხვავდება სამომხმარებლო სესხისგან.

  • სისწრაფე – სალომბარდე სესხი სწრაფად ფორმდება და არ მოითხოვება რიგი ცნობების წარდგენა.
  • ხანგძლივობა – კრედიტი მოკლევადიანია, მისი მაქსიმალური ვადა 1 წლამდეა.
  • უზრუნველყოფა – სესხი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა. კრედიტის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულების 50-70%-ით. საფინანსო კომპანიებში შესაძლებელია ისეთი ნივთების დალომბარდება, რომლებიც ყოველთვის ლიკვიდურია.
  • შემოსავალი – სალომბარდე სესხის მისაღებად არ არის საჭირო შემოსავლის დადასტურება. საკმარისია პირადობის მოწმობა და უზრუნველყოფაში ჩასადები ნივთის საკუთრების მოწმობა. კომპანია თქვენთვის სასურველ თანხას მომენტალურად გადმოგცემთ, ნივთის შეფასების და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

სალომბარდე სესხის აღება შესაძლებელია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. მომსახურებით სარგებლობამდე დააზუსტეთ პროდუქტის პირობა; რა საპროცენტო განაკვეთში იღებთ თანხას, რამდენი გექნებათ გადასახადი და რა პერიოდულობით, რამდენი გექნებათ ჯარიმა პროცენტის დაგვინებით გადახდის შემთხვევაში. ამასთან, გახსოვდეთ რომ სესხის აღებისას უზრუნველყოფაში დებთ ნივთს, გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებობს მისი დაკარგვის საფრთხე. კრედიტის პირობის წინასწარ გაცნობა და გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ ფინანსურ პრობლემებს.

გაკეთე კომენტარი