როგორ ავიღოთ სესხი შაბათ-კვირას

აიღე სესხი

გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირად ჩნდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ავტომობილის გაფუჭება, ტექნიკის წყობიდან გამოსვლა. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ხშირად დამატებითი თანხაა საჭირო. თუ შაბათ-კვირას მანქანა გაგიფუჭდათ ან სასურველი ნივთის შესაძენად არ გაქვთ საჭირო თანხა, ნუ ინერვიულებთ! გამოსავალი არსებობს. საკრედიტო სექტორში წარმოდგენილია ბევრი ისეთი კომპანია, რომელის მომსახურებით სარგებლობა არასამუშაო დღეებშიც შეიძლება.

ონლაინ სესხები უკვე შაბათ-კვირასაც ხელმისაწვდომია. თუკი გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე დგახართ და სასწრაფოდ გჭირდებათ სესხი, თანხის მიღებას სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეძლებთ. კრედიტორების ნაწილი საშუალებას გაძლევთ იდენთიფიკაცია ელექტრონულად გაიაროთ, რაც იმას გულისხმობს რომ აღარ გჭირდებათ ფილიალში ვიზიტი. ამასთან, ონლაინ განაცხადით გაცილებით სწრაფად იღებთ კრედიტის თანხას.

sesxi_shabat_kviras

რა უნდა იცოდეთ სანამ სესხს აიღებთ?

სესხის აღებამდე დაფიქრდით გადახდის რესურსზე. მარტივმა პროცედურამ არ უნდა გიბიძგოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებისკენ. გაარკვიეთ:

  • საპროცენტო განაკვეთი – სწორი არჩევანის გასაკეთებლად გაიგეთ რამდენს შეადგენს კრედიტორის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეს საშუალებას მოგცემთ წინასწარ გაიგოთ ხარჯის ოდენობა.
  • დამატებითი საკომისიოები – კრედიტორები ხშირად არაფერს ამბობენ დამატებითი საკომისიოების შესახებ. მაშინ, როდესაც თანხის დაგვიანებით გადახდაზე დაწესებულია დამატებითი პროცენტი.
  • გადახდის შესაძლებლობა- კლიენტის შემოსავლის ოდება შესაძლებელია შეიცვალოს სესხით სარგებლობის პერიოდში – გაიზარდოს ან შემცირდეს. დაფიქრდით რამდენად სტაბილურია თქვენი შემოსავალი და როგორ გადაიხდით თანხას ცვლილების შემთხვევაში.

რა დროში შეძლებთ სესხის აღებას?

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სესხის აღების პროცესი გამარტივდა. თუკი ადრე საჭირო იყო სახლიდან გასვლა, უამრავი დოკუმენტის შეგროვება და საათობით ლოდინი, დღეს პროცესი გაცილებით მარტივია. საფინანსო კომპანიების უმრავლესობამ მომსახურება ონლაინ სივრცეში გადაიტანა. შესაბამისად, მომხმარებელი სწრაფად და მარტივად სარგებლობს მისთვის სასურველი პროდუქტით. ზოგავს დროს და იღებს კომფორტულ სერვისს.

ონლაინ სესხის აღება 15 წუთში ხდება. სესხის განაცხადს ინტერნეტით ავსებთ და ონლაინ რეჟიმში აგზავნით კომპანიაში. აპლიკაციის შევსების შემდეგ დაგჭირდებათ იდენთიფიკაციის გავლა. კრედიტორების უმრავლესობა არ მოითხოვს ფილიალში მისვლას, სწორედ ამიტომაა მომსახურება სწრაფი და მარტივი.

თანხის დარიცხვის დრო დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ბანკის ანგარიში გაქვთ. თუკი თქვენ და საკრედიტო კომპანიას ერთიდაიგივე ბანკის ანგარიში გაქვთ, თანხა უსწრაფესად აისახება თქვენს ანგარიშზე. შეარჩიეთ საუკეთესო პირობის, თქვენს მოთხოვნაზე მორგებული პროდუქტი და მიიღეთ საჭირო თანხა უკვე შაბათ-კვირასაც!

გაკეთე კომენტარი