რა არის ყადაღა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

აიღე სესხი

ვალდებულების გადაუხდელობა, დაყადაღებული ანგარიშები და ქონება – აღნიშნული პრობლემის წინაშე ბევრი მოქალაქე დგას, რისი მიზეზიც პრობლემური სესხებია. რა არის ყადაღა, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კრედიტის გაპრობლემება?

სესხის აღებისას აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ მომსახურების პირობა;  ხელშეკრულების თითოეული პუნქტი, ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმის ან სხვა დამატებითი ხარჯის ოდენობა. მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვოთ თანხის გადახდის შესაძლებლობა, რადგან ვადაგადაცილების შემთხვევაში დაგვეკისრება საკომისიო და მოგვიწევს მეტი ხარჯის გაღება. ამასთან, დაგვიანებული გადახდები უარყოფით გავლენას მოახდენს საკრედიტო ისტორიაზე.

სესხი პრობლემურად ითვლება მას შემდეგ, რაც პროცენტის ან ძირი თანხის გადახდა 90 დღით ან მეტი ხნით დაგვიანდება. კრედიტი შეიძლება პრობლემური გახდეს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარეც. გადახებიდან გამომდინარე სესხს ენიჭება თავისი კატეგორია; სტანდარტული, არასტანდარტული, საყურადღები, საეჭვო ან უიმედო. ნებისმიერ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცესი თუ მსესხებელი არ იხდის სესხის თანხას. საჩივრის დადასტურებისთანავე ყადაღება ედება მსესხებლის სახელზე გაფორმებულ ქონებას და საბანკო ანგარიშებს. აღმასრულებელი მიმართავს ყველა საბანკო დაწესებულებას მოვალის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ყადაღის დადება შეიძლება ნებისმიერ ანგარიშზე, როგორც სახელფასო, ასევე საკრედიტო და საანაბრე.

ყადაღა

რა უნდა ვიცოდეთ ყადაღის შესახებ

ყადაღა შეიძლება დაედოს მესაკუთრის უძრავ-მოძრავ ქონებას. შედეგად, მფლობელს ეზღუდება მისი განკარგვა, გასხვისება, დაგირავება და სხვა. დაყადაღებული ქონების საბაზრო ღირებულებას აფასებს ექსპერტი, რის შემდეგაც ხდება რეალიზაცია აუქციონის წესით. ყადაღის მოხსნა ხდება გადასახადის გადამხელის მიერ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.

აღსრულების ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას ყადაღის დადებაზე. მასში აღნიშნულია კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოთხოვნა. ამასთან ერთად, დგება განკარგულება კრედიტორისთვის გადახდის თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს აღსრულების პროცედურას. ის უწევს ადმინისტრირებას მოვალეთა რეესტრს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემების შესახებ. მოვალეთა რეესტრში პირის შეტანა მას შემდეგ ხდება, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებლო წარმოება.

უძრავი ან მოძრავი ქონების დაყადაღების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პასუხისმგებლობით მივუდგეთ სესხის აღებას. დავაზუსტოთ კომპანიის პირობა. მათ შორის საპროცენტო განაკვეთი, გადასახადი თანხის ოდენობა, ხელშეკრულების თითოეული პუნქტი. განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ უზრუნველყოფილი სესხების აღებისას და დავფიქრდეთ რა რესურსით შევძლებთ ვალდებულების გადახდას. გონივრულად სესხება დაგვეხმარება ვალდებულების დროულად დაფარვასა და დადებითი საკრედიტო რეიტინგის შექმნაში.

გაკეთე კომენტარი