გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხი 3000 ლარამდე

აიღე სესხი

გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხი 3000 ლარამდე გაიცემა. თუ აქამდე თანხის მაქსიმალური ლიმიტი 1500 ლარი იყო, ხოლო პირველი კრედიტის გაცემისას კიდევ უფრო მცირდებოდა თანხის ოდენობა, დღეს უკვე შესაძლებელია 3000 ლარამდე სესხის აღება ნებისმიერი შენაძენისთვის, მხოლოდ 5 წუთში, სახლიდან გაუსვლელად.

სამომხმარებლო სესხი პირადი მოხმარებისთვის შეგიძლიათ აიღოთ. აღნიშნული კრედიტით საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ნივთების და სხვა ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენაა შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხი 3 თვიდან 2 წლამდე ვადით, ძირითადად უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია შეავსოს განაცხადის ფორმა ონლაინ რეჟიმში და საჭირო თანხა ზედმეტი პროცედურების გარეშე, საბანკო ანგარიშზე მიიღოს. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე, ვადასა და შემოსავლის ოდენობაზე.

სამომხმარებლო სესხის კალკულატორი ხელსაყრელი საშუალებაა ხარჯების გამოსათვლელად. თქვენ მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი თანხის ოდენობა, დაფარვის დრო და წინასწარ გაიგოთ თუ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ სესხის დასაფარად. ხარჯების სრულყოფილად გამოსათვლელად უმჯობესია დაუკავშირდეთ კონსულტანტს, მოითხოვოთ გადახდის გრაფიკი და სწორედ ამ უკანასკნელით იხელმძღვანელოთ. ასევე მნიშვნელოვანია ხელშეკრულების დეტალურად გაცნობა, რათა იცოდეთ თუ რა მოვალეობები გეკისრებათ და რისი უფლება გაქვთ.

გრძელვადიანი სესხი გამოირჩევა რიგი უპირატესობებით:

  • ნაკლები რისკი – კრედიტის ასაღებად არ მოითხოვება უზრუნველყოფა. შესაბამისად, სესხის აღებისას ნაკლებად რისკიან გადაწყვეტილებას იღებთ. არ გიწევთ უძრავი თუ მოძრავი ქონების ჩადება და თქვენს ქონებას საფრთხე არ ექმნება.
  • თანხის აღება მარტივად – უზრუნველყოფის გარეშე გასაცემი სესხები მარტივი პროცედურის გავლით გაიცემა. თუ იპოთეკური ან ავტო სესხის გაცემისას მოითხოვება საკუთრების მოწმობა და ნივთზე ვრცელდება გირავნობა, სამომხმარებლო სესხის დროს, არც გირავნობა მოითხოვება და არც რიგი დოკუმენტების შეგროვება.
  • მოქნილობა და სისწრაფე – ყველასთვის მოსახერხებელია ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც ნაკლებ დროს მოითხოვს. ვინაიდან სამომხმარებლო სესხს არ სჭირდება უზრუნველყოფა და დოკუმენტების წარდგენა, თანხის გაცემა სწრაფად ხდება.

კონკრეტული კომპანიის შერჩევამდე გაეცანით ყველა კრედიტორის პირობას. გაიგეთ საპროცენტო განაკვეთი, ხარჯის ოდენობა, განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და თანხა ამის შემდეგ ისესხეთ. სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდექით და გახსოვდეთ, რომ დაგვიანების ან გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ ნეგატიური საკრედიტო ისტორია გექნებათ, რაც უარყოფითად აისახება მომავალში კრედიტის დამტკიცებაზე. სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა, გადახდის რესურსი და ზუსტად გამოთვალეთ ხარჯების ოდენობა, ეს თავიდან აგარიდებთ ფინანსურ სირთულეებს.

გაკეთე კომენტარი