ძებნის სახეები ქართულ საძიებო სივრცეში

აიღე სესხი

ქართული ინტერნეტ სივრცე ჯერ არც ისეთი მოქნილობით გამოირჩევა, როგორც სხვა განვითარებული ქვეყნების. გლობალიზაციის და კონგლომერაციის საუკუნეში, სადაც ცხოვრების ტემპი ძალიან მაღალია, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დროის ხარჯვის ოპტიმიზაციამ, ამიტომაც, ინტერნეტ სივრცეს გართობის გარდა ის დატვირთვაც აქვს, რომ მნიშვნელოვნად დაზოგოს მომხმარებლის დონეზე და ასე ვთქვათ, ხელის ერთ გაწვდენაზე გადაუშალოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ეძებს.

საძიებო სისტემები ხშირად ცვლიდნენ პოპულარობის მაჩვენებელს, დღეის მოცემულობით, პირველობას არ თმობს Google – ინფორმაციის მოძიება-მიწოდების მაგნატი.

მართალია არავის უთქვამს, მაგრამ არც არავინ შეგვედავება თუ ჩვენ ვიტყვით – „მაჩვენე შენი ძებნის ისტორია და გეტყვი ვინ ხარ შენ“ – თქვენს საკუთრებაში არსებული „დივაისი“ ნამდვილად ბევრს ამბობს თქვენზე.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, რომელ კონკრეტულ მომხმარებელს რა კონკრეტული ინტერესი აქვს. თუ დააკვირდებით თქვენს მიერ ინტერნეტ სივრცეში მოღვაწეობას, მიხვდებით, რომ თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამები შემთხვევით არ გხვდებათ.

ინტერნეტ სივრცე იმიტომაც არის კომფორტული, რომ ნელ-ნელა გაჩნდა ონლაინ სესხები, რისი მეშვეობითაც, თქვენ მარტივად და სწრაფად შეძლებთ მოულოდნელად გაჩენილი ფინანსური პრობლემების მოგვარებას, ბუნებრივია, გარკვეული საპროცენტო დანამატით.

ჩვენ ჩაგახედებთ Google-ის საძიებო სისტემის ანალიტიკაში, საიდანაც ირკვევა, რომ ქართველ მომხმარებელს სწრაფი ონლაინ სესხების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს, მაგრამ არ ვისაუბრებთ ამის გამომწვევ მიზეზებსა და ავკარგიანობაზე. უბრალოდ, თავად დააკვირდით პოპულარულ საძიებო სიტყვებს. ამ მარათონში პირველობას არავის უთმობს ლათინური შრიფტით მოძებნილი ესოდენ საჭირო „sesxebi” – ასეც ხდება. მეორე ადგილზეა – „krediti.” საპატიო სამეულს ასრულებს „onlain sesxebi,” დიახ, მიუხედავად იმისა რომ შეცდომაა – onlain, სწორია – online, შეცდომაა – “krediti” და სწორია – „credit…”

ჩვენმა საამაყო ქართულმა დამწერლობა, რომელიც ლეგენდის თანახმად უძველესი, ულამაზესი და უნიკალურია, მეტსაც გეტყვით, თოთხმეტ დამწერლობას შორის ერთ საპატიო ადგილს იკავებს, საძიებო სიტყვების შერკინებაში,  საუკეთესო შედეგად მხოლოდ მეშვიდე ადგილი აჩვენა, თქვენს წინაშეა მეშვიდე ადგილის მფლობელი საძიებო სიტყვა: „ სწრაფი სესხი“

მოდით, ყველა ერთად მივესალმოთ გამარჯვებულებს და მოწყალების ხელი გავუწოდოთ ეროვნულ დამწერლობას! ვეძებოთ ქართულად!

გაკეთე კომენტარი