როგორ გამოვითვალოთ სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი

აიღე სესხი

სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ და რა ხარჯის გაღება დაგჭირდებათ კრედიტის დასაფარად. ხშირად სარეკლამო შეთავაზებისას კომპანიები ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს აცხადებენ, რაც გაცილებით ნაკლებია ეფექტურ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. შესაბამისად, მომხარებლები შედიან შეცდომაში და აკეთებენ არასწორ არჩევანს. რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, როგორ უნდა გამოვითვალოთ და რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას?

წლიური საპროცენტო განაკვეთი APR აღნიშნავს საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ერიცხება სესხს ან დეპოზიტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იქნება ეს 3 თვე თუ 3 წელი. მისი გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მისი გაწევის პერიოდი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სწორედ იმით განსხვავდება ნომინალურისგან, რომ ის ყველა აუცილებელ ხარჯს მოიცავს, რომელიც ხშირად დამალულია ხოლმე საპროცენტო განაკვეთს მიღმა.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შესადარებლად. მაგ: თუ თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით და წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 20%. ხოლო ვადის ბოლოს გადაიხადეთ 1200 ლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 20%-ია. მარტივი საპროცენტო განაკვეთისას ნასესხები თანხა კონკრეტულ ვადაში გამოითვლება, მაგრამ რთული საპროცენტო განაკვეთისას გამოითვლება, როგორც ნასესხები თანხა კონკრეტულ ვადაში, ამას დამატებული წინა პერიოდებში დარიცხული პროცენტული განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთის გარდა, სესხი შეიძლება მოიცავდეს სხვა ხარჯებსაც. მაგალითად ანგარიშის მომსახურების, სესხის გაცემის, წინსწრებით დაფარვის ან სხვა სახის საკომისიო. ყველა ამ ხარჯების შესახებ მსესხებელი უნდა გაფრთხილდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე.

წლიური საპროცენტო განაკვეთი – სწორი არჩევანის გარანტი

სხვადასხვა შემოთავაზების განხილვისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რადგან სწორედ ეს გაძლევთ სასესხო პროდუქტების ერთმანეთთან შედარების საშუალებას.

  • გაეცანით სხვადასხვა ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პირობას და გადაწყვეტილება მომსახურების მიღების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ;
  • ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება, სანამ ხელს მოაწერთ. პირობების ცოდნა დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი მოვალეობები და გაითვალისწინოთ წინასწარ. ხელშეკრულებაში გადახდის პირობების გარდა მოცემულია სხვა ფინანსური ხარჯები, როგორიცაა სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო;
  • ისარგებლთ სესხის კალკულატორით, რათა ზუსტად გამოითვალოთ გადასახადი თანხის ოდენობა. შეამოწმეთ რამდენად ზუსტ ინფორმაციას იძლევა კომპანიის ვებგვერდზე მოცემული კალკულატორი. დაუკავშირდით კონსულტანტს და გაარკვიეთ ყველა დეტალი;
  • გადასახადი თანხის გამოთვლისას გაითვალისწინეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა;
  • შეაფასეთ თქვენი რესურსი, რამდენად შეძლებთ აღებული ვალდებულებების დროულად გადახდას. გახსოვდეთ, რომ სესხის ვადაგადაცილებით დაფარვა უარყოფითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რამაც მომავალში შესაძლოა პრობლემა შეგიქმნათ ახალი კრედიტის აღებისას.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ ხარჯების და გადასახადი თანხის ოდენობა, თქვენი არსებული რესურსი და თანხა გონივრულად ისესხოთ. სანამ კონკრეტული კომპანიის სერვისით ისარგებლებთ გაარკვიეთ ყველა პირობა, ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას და გაითვალისწინეთ პროცენტის ოდენობა. პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგარიდებთ ფინანსურ სირთულეებს, რაც დადებითად აისახება თქვენს გადახდებსა და საკრედიტო ისტორიაზე.

გაკეთე კომენტარი