სწრაფი სესხი თუ ოვერდრაფტი

აიღე სესხი

ცხოვრებაში ხშირია ისეთი მომენტები, როდესაც სასწრაფოდ გვჭირდება ფული. მოულოდნელი ფინანსური პრობლემები და გაუთვალისწინებელი ხარჯები სერიოზულად აზიანებს ბიუჯეტს. მომხმარებელთა ნაწილი ასეთ დროს მიმართავს ბანკს და სარგებლობს ოვერდრაფტით. ამდენად, მათ ანგარიშზე ერიცხებათ დამატებითი თანხა, რომლის დახმარებით მარტივად აგვარებენ პრობლემას. ამასთან ერთად, ბაზარზე წარმოდგენილია ონლაინ სესხები, რომელიც სწრაფი საშუალებაა მოკლევადიანი სესხის მისაღებად. სწრაფი სესხი თუ ოვერდრაფტი  – რომელი სერვისი იქნება საუკეთესო არჩევანი კონკრეტულ სიტუაციაში თანხის მისაღებად?

ოვერდრაფტი მოკლევადიანი სესხია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს დამატებითი თანხით მაშინ, როდესაც ბარათზე საკმარისი ფული აღარ აქვს. ხშირად მას „მეცამეტე ხელფასსაც“ ეძახიან. ოვერდრაფტის საშუალებით შესაძლებელია იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე ანგარიშზეა. მომსახურებისთვის ბანკს ვუხდით პროცენტს. ხოლო დავალიანება ავტომატურად იფარება ანგარიშზე ხელფასის ჩარიცხვისას. პროდუქტით სარგებლობა იმ კლიენტებს შეუძლიათ, ვისაც ერიცხებათ ხელფასი ბანკში. პროდუქტის პირობები ინდივიდუალურია კლიენტის შემოსავლის და საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით. მომსახურებით სარგებლობის დროს, შეგვიძლია რამდენჯერმე დავფაროთ და განვაახლოთ ოვერდრაფტი ან გავზარდოთ თანხის ოდენობა. ლიმიტი ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია შემოსავლის ოდენობაზე. ბანკების უმეტესობაში ოვერდრაფტით სარგებლობა 12 თვის ვადით შეიძლება. თანხის მისაღებად კი აუცილებელია, რომ მომხმარებელი იყოს დასაქმებული და ერიცხებოდეს ხელფასი. ოვერდრაფტი გამოირჩევა რიგი უპირატესობებით:

  • თანხა გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით;
  • ოვერდრაფტი მტკიცდება რამდენიმე წუთში;
  • საპროცენტო განაკვეთი ირიცხება დახარჯულ თანხაზე.

ონლაინ სესხი მოკლე პერიოდით, მხოლოდ 15 წუთში გაიცემა. აღნიშნული პროდუქტი სწორი არჩევანია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სწრაფად სჭირდებათ თანხა და არ აქვთ დრო ხანგძლივი პროცედურების გასავლელად. თანხის მისაღებად კლიენტი ირჩევს შესაბამის კომპანიას და ვებგვერდზე ავსებს განაცხადის ფორმას. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, თანხა რამდენიმე წუთში ირიცხება კლიენტის საბანკო ანგარიშზე.

სწრაფი სესხი ნებისმიერი სეგმენტის მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი. მომსახურებით სარგებლობა მარტივია და არ მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება. შესაბამისად, კლიენტი არ ფერხდება თანხის მიღების პროცესში. ბანკებისგან განსხვავებით, სესხის ასაღებად არ მოითხოვება დასაქმების ცნობა ან საბანკო ამონაწერი. შესაბამისად, თანხის მიღება იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებიც არ მუშაობენ. რა უპირატესობები აქვს სწრაფ სესხს?

  • თანხა 15 წუთში სახლიდან გაუსვლელად;
  • სესხი დასაქმების ცნობისა და სხვა დოკუმენტების გარეშე;
  • თანხის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს.

სწრაფი სესხი თუ საბანკო ოვერდრაფტი

ონლაინ სესხი თუ საბანკო ოვერდრაფტი – როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი პროდუქტი და როდის უნდა მიმართოთ კონკრეტულ მომსახურებას?

  • სისწრაფე – თუ თანხის მიღება საჩქაროა, გახსოვდეთ, რომ ოვერდრაფტის დასაშვებად დაგჭირდებათ ბანკის ფილიალში მისვლა და შესაძლოა მოგთხოვონ სამსახურიდან ცნობა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ონლაინ სესხს უფრო სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ. ამისათვის მხოლოდ სასურველი კომპანიის ვებგვერდზე მარტივი განაცხადის ფორმის შევსება დაგჭირდებათ, თანხა კი ანგარიშზე დაგერიცხებათ.
  • ლიმიტი – ოვერდრაფტისა და ონლაინ სესხის ლიმიტი სხვადასხვაა. სწრაფი სესხის ოდენობა 50-დან 1500 ლარამდე მერყეობს. თუ პირველად სარგებლობთ კომპანიის სერვისით, მცირე თანხას დაგიმტკიცებენ. ოვერდრაფტის ლიმიტი კი ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრება.
  • თანხის გადახდა – ონლაინ სესხი და ოვერდრაფტი ერთმანეთისგან გადახდითაც განსხვავდება. თუ სწრაფი სესხი ძირითადად 30 დღემდე ვადით გაიცემა და ამ დროში უნდა მოხდეს თანხის სრულად დაფარვა, ოვერდრაფტი ერთ წლამდე პერიოდით გაიცემა და მისი დაფარვა ავტომატურად ხელფასის ჩარიცხვისას ხდება.

პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინეთ რა პერიოდით გჭირდებათ თანხა, რა ვადაში შეძლებთ გადახდას, რამდენია საპროცენტო განაკვეთი. ისესხეთ თანხა გონივრულად და დაზოგეთ ხარჯები.

გაკეთე კომენტარი