როგორ ხვდებიან შობას მსოფლიოს გარშემო

აიღე სესხი

საქართველოში შობის დღესასწაული აღინიშნება 7 იანვარს. ეს იმიტომ არის ასე, რომ ქართული მართმადიდებლური ეკლესია (ისევე როგორც მართმადიდებლური ეკლესიები რუსეთში, ეთიოპიაში და სხვა ქვეყნებში) იყენებს ძველ იულიუსის კალენდარს ამ დღის აღსანიშნავად.

ქრისტეს შობის დღეს უამრავი ადამიანი გამოდის ქუჩებში «ალილოს» სვლაზე. ყველგან გვესმის საგალობლები “ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო”, ვხედავთ კოსტუმებში გამოწყობილ ადამიანებს, ბავშვებს რომლებიც უერთდებიან ალოლის და პირს იტკბარუნებენ ტკბილეულით. პატარები თოვლის ბაბუასაც ელოდებიან საჩუქრების მისაღებად, რადგან თოვლის ბაბუა დიდ გზას გადის მთიდან ბარში ჩამოსვლისას, ბავშვები მას ჩურჩხელებს ახვედრებენ. ასეთი ტრადიციები გვაქვს საქართველოში და რა თქმა უნდა ჩიჩილაკიც არ დაგვავიწყდეს, სხვადასხვა ხილით და კამფეტებით მორთული.

შობის დღესასწაულს ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში აღნიშნავენ და არამარტო ქრისტიანულში. გერმანიაში მაგალითად, შობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი ნაძვის ხეა. ის პირველად გამოიყენეს შუა საუკუნეებში. თუ ოჯახში იყვნენ ბავშვები, ნაძვის ხეს დედები მალულად პატარებისგან რთავდნენ. გერმანიის ზოგიერთ ნაწილში საღამოს ოჯახი კითხულობს ბიბლიას და მღერიან საშობაო სიმღერებს. გერმანია ცნობილია თავისი «საშობაო ბაზარით» სადაც ყველანაირი საშობაო საკვები და დეკორაციები იყიდება. ამათგან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს შუშის ორნამენტები. ბავშვები ისევე როგორც ბევრ შობის ტრადიციის მქონე ქვეყნებში წერილებს უტოვებენ სანტა კლაუსს რომელსაც გერმანიაში შემდეგნაირად უწოდებენ «der Weihnachtsmann». მას მოაქვს საჩუქრები პატარებისთვის. გერმანიაში ასევე არის ტრადიცია «Sternsinger» (ვარსკვლავის მომღერალი) რომლის მიხედვით სამი ბავშვი გამოწყობილია სამი ბრძენის კოსტუმში და ერთი ბავშვი რომელსაც უჭირავს ვარსკვლავი, რაც ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა. ასე კარდაკარ დადიან სიმღერით და ქველმოქმედებისთვის აგროვებს ფულს.

Cristmas_pic_blog

დიდ ბრიტანეთში, ოჯახები ხშირად აღნიშნავენ შობას ერთად შეკრებილები რათა უყურონ საჩუქრების გახსნის ცერემონიას. ოჯახების უმეტესობას აქვს ნაძვის ხე საშობაოდ და მისი მორთვა ხდება ყველა წევრის თანდასწრებით. ნაძვის ხის ტრადიცია პირველად ინგლისში შემოიღო პრინცმა ალბერტმა, დედოფალ ვიქტორიას მეუღლემ. ალბერტი გერმანელი იყო და მან ჩათვალა, რომ მისი ქვეყნიდან შემოსული ტრადიცია ძალიან კარგი შობის აღნიშვნა იქნებოდა ინგლისშიც. სანტა კლაუსი ბავშვებს საჩუქრებს ბალიშის პირებში ან წინდებში უტოვებს. ინგლისში იშვიათად მოდის თოვლი და ამიტომ ინგლისელები ყოველთვის იმედითა და დიდი მოლოდინით ემზადებიან «თეთრი შობისთვის». სტატისტიკური მონაცემებით ნამდვილი «თეთრი შობა» მხოლოდ 10 წელიწადიდან ერთხელაა შესაძლებელი. რაც შეეხება ტკბილეულობას დიდი პოპულარობით გამოირჩევა საშობაო პუდინგი, საშობაო ნამცხვარი (ხილის შიგთავსით), შოკოლადები და სხვა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ერთი დიდი სასწაული მოხდა საშობაოდ. 1914 წლის 25 დეკემბერს გერმანიას და ინგლისს შორის დაიდო ზავი. მათ დეკორაციებით მორთეს თავშესაფრები, გაცვალეს ერმანეთში საჩუქრები და ფეხბურთიც კი ითამაშეს. დიახ, ისინი მტრები იყვნენ!

რაც შეეხება იაპონიას, აქ სულ რამდენიმე საუკუნეა რაც შობის დღესასწაული შემოვიდა. მას იაპონელები არ მიიჩნევენ რელიგიურ დღესასწაულად რადგან ქვეყანაში არ არიან ბევრი ქრისტიანები. საშობაო ბარათების თუ საჩუქრების გაცემის ტრადიცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. იაპონიაში შობის აღნიშვნა მეტწილად დაკავშირებულია ბედნიერების გავრცელებასთან ვიდრე რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნასთან. შობის წინა დღე კი უფრო რომანტიული დღეა, რომლის დროსაც წყვილები ერთად ატარებენ დღეს და საჩუქრებს ცვლიან. ტრადიციული იაპონური საშობაო საკვები «საშობაო ტორტია» რომელიც მორთულია მარწყვით და კრემით. რადგან ეს დღესასწაული არ არის ნაციონალური დასვენების დღე, სკოლები და სამსახურები ჩვეულებრივ აგრძელებენ ფუნქციონირებას.

აი ასე განსხვავებულად და ამავდროულად მსგავსი ტრადიციებით აღნიშნავენ შობას მსოფლიოს გარშემო. ზოგან სანტაა ზოგან თოვლის პაპა. ხოლო თუ თქვენ რეალურად უყურებთ სამყაროს და ოჯახის წევრებს ან ახლობლებს გსურთ აუსრულოთ სურვილები, შეგახსენებთ, რომ რთული ფინანსური მდგომარეობიდანაც არის გამოსავალი. მცირე თანხის მისაღებად კი ერთი ღილაკია საჭირო. შეავსეთ განაცხადი ჩვენს საიტზე და ჩვენი პროგრამის დახმარებით შეგირჩევთ საუკეთესო სესხის შემოთავაზებას, რომელიც თქვენს პირობებს აკმაყოფილებს.

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გაკეთე კომენტარი