სესხი მცირე ბიზნესისთვის – როგორ მივიღოთ დაფინანსება

აიღე სესხი

ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იწყებს ბიზნესს. ზოგი აღწევს წარმატებას, ზოგი კი განიცდის მარცხს. დღეისათვის, ბიზნესის დაწყება გამარტივებულია, რადგან კომპანიის რეგისტრაციისთვის აღარ არის საჭირო ხანგძლივი პროცედურების გავლა. ამასთან, არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამწყები მეწარმეების მხარდაჭერას. მიუხედავად ამისა, მეწარმეები თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად დგებიან ფინანსური პრობლემის წინაშე. როგორ უნდა მიიღოთ საჭირო თანხა ბიზნესის დასაწყებად ან როგორ უნდა მოიქცეთ თუ თანხა გჭირდებათ საქმიანობის გასაფართოვებლად?

ბიზნეს სესხი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ საჭირო თანხა კომპანიის საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. კრედიტი განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის. თანხის აღება კი შესაძლებელია სხვადასხვა მიზნობრიობით:

  • საბრუნავი კაპიტალის შესავსებად;
  • მარაგების შესავსებად;
  • აქტივების განახლებისთვის;
  • საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებად.

ბიზნეს სესხის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება და ფინანსური უწყისის წარდგენა, რომელიც მოიცავს მოგება-ზარალს. კრედიტის გასაცემად კრედიტორმა შესაძლოა მოითხოვოს უზრუნველყოფა, უძრავი ქონებით, მიმდინარე აქტივით, ძირითადი საშუალებებით და სხვა. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის – რისკისა და მოგება-ზარალის მიხედვით. ამასთან, სესხის პირობები დამოკიდებულია კომპანიის და მფლობელის საკრედიტო ისტორიასა და უზრუნველყოფის ხარისხზე.

სესხი მცირე ბიზნესისთვის

რა უნდა იცოდეთ სანამ ბიზნეს სესხს აიღებთ

სანამ საფინანსო ინსტიტუტს მიმართავთ, გამოთვალეთ რა ოდენობის თანხა გჭირდებათ. კომპანია აუცილებლად გააკეთებს თქვენი ბიზნესის ანალიზს და სესხის ოდენობას მიზნებისა და გადახდისუნარიანობის მიხედვით განსაზღვრავს.

  • გადახდის გრაფიკის შერჩევა – საფინანსო კომპანიასთან ერთად სწორად განსაზღვრეთ ყოველთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა. თუ ბიზნესი სეზონურია, უმჯობესია მოითხოვოთ საშეღავათო პერიოდი.
  • სესხის ვალუტის განსაზღვრა – უმჯობესია თუ სესხს ეროვნულ ვალუტაში აიღებთ. ამით თავიდან აირიდებთ გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეულ რისკს.
  • ხელშეკრულების გაცნობა – ყურადღებით წაიკითხეთ კონტრაქტი, რათა იცოდეთ საპროცენტო განაკვეთის, ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ხარჯებს, წინასწარ იქნებით ინფორმირებული გადასახადი თანხის შესახებ.
  • რამდენიმე სესხის აღებაზე უარის თქმა – ჭარბვალიანობამ შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე დაგაყენოთ, ვეღარ შეძლოთ ვალდებულებების დაფარვა და თქვენს ბიზნესსაც საფრთხე შეექმნას. ამიტომ, სანამ ახალ სესხს მოითხოვთ, დაფიქრდით რა გზით შეძლებთ თანხის დაფარვას.

სესხის აღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, აუცილებელია მას პასუხისმგებლობით მოუდგეთ. დაფიქრდით თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, გაანალიზეთ კრედიტის დაფარვის რესურსი და დარწმუნდით, რომ ვალდებულების გადახდას შეძლებთ. დეტალურად წაიკითხეთ დოკუმენტი, რომელსაც აწერთ ხელს. გაუგებარი საკითხები კი დააზუსტეთ საკრედიტო ოფიცერთან. გაეცანით სხვადასხვა საკრედიტო კომპანიის პირობას, რათა შეძლოთ საუკეთესო პირობის შერჩევა.

გაკეთე კომენტარი