ციფრული ტექნოლოგიები საფინანსო სექტორში

აიღე სესხი

ციფრული ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ახალი ტექნოლოგიები გავლენას ახდენს ფინანსურ აქტივობასა და ფულის მართვის არხებზე. დღეს მომხმარებლებს უკვე აღარ აკმაყოფილებთ ტრადიციული არხებით – ფილიალით ან სატელეფონო ცენტრით სარგებლობა. შესაბამისად, ვითარდება ისეთი არხები, როგორიცაა ინტერნეტ და მობილ ბანკი, სმს ბანკი, ვებგვერდები, ჩატი და სხვა. თუკი ადრე საფინანსო სექტორის ძირითად მოთამაშეებს ბანკები წარმოადგენდნენ, დღეს Fintech კომპანიები დიდ კონკურენციას უწევენ მათ.

სწრაფი სესხის პროდუქტი სწორედ Fintech კომპანიებმა დანერგეს საქართველოში. მომსახურება გამოირჩევა მოქნილობით. კლიენტს აღარ უწევს თანხის მისაღებად ფილიალში მისვლა, დოკუმენტების შეგროვება და ლოდინი კომპანიაში. პროდუქტის საშუალებით გამარტივდა თანხის მიღება. მომხმარებელი სარგებლობს სწრაფი და კომფორტული მომსახურებით. სწრაფი სესხების სერვისი სწრაფად გახდა პოპულარული, ვინაიდან ის ზოგავს კლიენტის დროს, მოთხოვნილი თანხა კი ანგარიშზე ირიცხება. დღეისათვის, უკვე შესაძლებელია აღნიშნული სერვისით სარგებლობა ბანკებშიც.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნა. თუ ადრე კლიენტები ფილიალში ვიზიტს ამჯობინებდნენ, დღეს ისინი აქტიურად სარგებლობენ ისეთი მომსახურებებით, როგორიცაა სმს ბანკი, ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი, ავტომატური გადახდები, ჩატი/ბოტი და სხვა.

ახალი ტექნოლოგიები საქართველოში

საქართველოს მოსახლეობა ტექნოლოგიურ სიახლეებს მარტივად ითვისებს. ახლახანს, Mastercard-მა მოსახლეობის აზრი გამოიკვლია ციფრული ტექნოლოგიების შესახებ. კვლევაში მონაწილეობას 1000 ადამიანი იღებდა. გამოკითხულთა 83% ემხრობა საბანკო სერვისების გაციფრულებას. 76%-ს კი ციფრული სერვისების პოზიტიური გამოცდილება აქვს. აღნიშნული სერვისების საშუალებით მომხმარებლები იღებენ სწრაფ მომსახურებას და ზოგავენ დროს. სარგებლობენ მარტივი პროცედურით.

გამოკითხულთა 48% უპირატესობას ანიჭებს უკონტაქტო ბარათის გამოყენებას. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა ანგარიშსწორებისთვის სასურველ მოწყობილობად სმარტფონს ასახელებს, 44 % კი უპირატესობას ანიჭებს ანგარიშსწორების დადასტურებას თითის ანაბეჭდის მეშვეობით.

კვლევამ გამოავლინა ის მომსახურებებიც, რის დამატებასაც ისურვებდნენ გამოკითხულები. მათ შორის არის:

  • სპეციალური შეთავაზებები – 54%
  • სხვა ბანკების ბანკომატით სარგებლობა – 48 %
  • ფასდაკლება საბანკო პროდუქტებზე – 48 %

გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ კარგი იქნებოდა თუ უფრო მეტად შეეძლებოდათ ბარათის გამოყენება ტაქსებში, ონლაინ-შოპინგის დროს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამასთან, რესპოდენტების უმრავლესობა თვლის, რომ ინოვაციების დანერგვას ყველაზე მეტად საჭიროებს ტრანსპორტის, განათლების და ჯანდაცვის სფეროები.

გაკეთე კომენტარი