რას ნიშნავს სესხების გადაფარვა და რამდენად მომგებიანია ის თქვენთვის

აიღე სესხი

სესხების გადაფარვა რამდენიმე საკრედიტო კომპანიის სესხის გაერთიანებას ნიშნავს.

სესხების გადაფარვათუკი შემოსავალი შეგიმცირდათ და ვეღარ ახერხებთ დავალიანების გადახდას, საკრედიტო ბაზარზე არსებობს პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. სესხების გადაფარვა კარგი არჩევანია თუ თქვენ გინდათ არსებული ვალდებულებების გაერთიანება ერთი, ნაკლებპროცენტიანი სესხით ან თანხის რაოდენობის გაზრდა.

სესხის პორტირება შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე საფინანსო კომპანიებში. პორტირებას ყველაზე ხშირად იყენებენ სამომხმარებლო, გრძელვადიანი და არასაბანკო სესხებისას. პორტირების პრინციპი მარტივია. თქვენ იღებთ ერთი დიდი მოცულობის სესხს სხვა კომპანიაში, რომლითაც ფარავთ ყველა არსებულ ვალდებულებას. პორტირების უპირატესობა ისაა, რომ თქვენ გაუმჯობესებული პირობებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობთ და ზოგავთ ფულს, რაც ფინანსურად მომგებიანია. ასევე, საშუალება გაქვთ ისარგებლოთ გადახდის გრძელვადიანი პერიოდით და შეამციროთ ყოველთვიურად გადასახადი თანხის რაოდენობა.

თუკი სესხის ვადაზე ადრე დაფარვა გინდათ, შეგიძლიათ მიმართოთ რეფინანსირებას. რეფინანსირება გულისხმობს სესხის წინსწრებით დაფარვას როგორც საკუთარი, ასევე სხვა ბანკიდან მიღებული სახსრებით. ეს ეხება მხოლოდ კომერციულ ბანკებს და ვრცელდება ნებისმიერ დროს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებზე. ზოგიერთმა კრედიტორმა შესაძლოა მოითხოვოს ჯარიმის გადახდა სესხის სწრაფად შეწყვეტის შემთხვევაში, ამიტომ მნიშვნელოვანია დამატებითი ხარჯები წინასწარ გამოითვალოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ სესხების გაერთიანებისას

ბევრი სესხის არსებობა ფინანსურად არ არის მომგებიანი, რადგან სესხის მთლიანი ღირებულება გამოითვლება ძირი თანხისა და პროცენტებისგან. რამოდენიმე კრედიტის არსებობა კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანზე იხდით საპროცენტო განაკვეთს. სწრაფი სესხების სერვისი მაღალპროცენტიანია, შესაბამისად ონლაინ სესხების გადაფარვა ფინანსურად მომგებიანია.

დავალიანების გაერთიანების შემდეგ, სესხების უმრავლესობა სამომხმარებლო ან სხვა ტიპის კრედიტად გარდაიქმნება. შესაძლებელია სხვადასხვა გრძელვადიანი სესხების გაერთიანება ერთ უფრო დიდ სესხში და ამგვარად უფრო ხელსაყრელი პირობებით სარგებლობა. მაგალითად, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და დაფარვის ხანგძლივი ვადით.

სესხების გაერთიანება ორივე მხარისთვის სასარგებლოა, რადგან ვალდებულების გაერთიანების შედეგად მსესხებელი ფინანსურ სტაბილურობას იღებს, ხოლო ერთი კონკრეტული კომპანია მსესხებლის ერთგულებას. ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ რაც შეიძლება ადრე დაფაროთ კრედიტი, რადგან რაც უფრო ადრე დაფარავთ მას, მით უფრო მეტ ფულს დაზოგავთ გრძელვადიან პერსპექტივაში.

ონლაინ სესხების გაერთიანება ნიშნავს დაფარო არსებული დავალიანებები და აიღო ახალი სესხი, რომელიც დაფარავს წინა ვალდებულებებს. ბევრმა მსესხებელმა ამ სერვისის შესახებ არ იცის და აგრძელებს სხვადასხვა სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდას მაშინ, როცა შესაძლებელია ვალის გაერთიანება და ბევრი სესხის ნაცვლად ერთი უფრო დაბალპროცენტიანი სესხის დაფარვა.

რა უპირატესობა აქვს სესხების გაერთიანებას

სესხების გადაფარვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:

  • ნაკლები საპროცენტო განაკვეთი – სესხების გაერთიანების მთავარი უპირატესობაა შემცირებული საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი პირდაპირ აისახება მომხმარებლების საერთო დანახარჯებზე. ვალის გაერთიანება ამცირებს არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს, არამედ სესხის საერთო ღირებულების ოდენობას.
  • მხოლოდ ერთი სესხის გადახდა – თუ სხვადასხვა კრედიტორებისგან გაქვთ სესხი აღებული, ალბათ ხშირად აღმოჩნდებოდით სიტუაციაში, როცა გავიწყდებათ თანხის გადახდა ან არ იცით კონკრეტული კომპანიის ჯარიმის ოდენობის შესახებ. რის გამოც ხშირად გექმნებათ გაუთვალისწინებელი მოულოდნელობები. სესხების გაერთიანების შემთხვევაში, სხვადასხვა სესხები გაერთიანებულია, ამიტომ ბევრი სესხის ნაცვლად მხოლოდ ერთს იხდით.
  • ნაკლები გადასახადები – ახალ სესხს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გრძელვადიანი დაფარვის გრაფიკი აქვს, თუმცა ყურადღებით იყავით, რადგან რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო დიდია სესხის საერთო ღირებულება. გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადები უფრო მცირეა, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ რომ სესხი შეძლებისდაგვარად ადრე დაფაროთ, რათა პროცენტში დიდი თანხის გადახდა არ მოგიწიოთ.

სესხების გაერთინებით დაზოგავთ დროს, არ მოგიწევთ სხვადასხვა კომპანიებში სიარული თანხის გადასახდელად. ამასთან, შეძლებთ ნაკლები საპროცენტო განაკვეთით სარგებლობას. თუმცა კარგად გაეცანით კომპანიის პირობას. ხშირად ამ პროცესს გარკვეული ხარჯი ახლავს თან.

თუკი მიმდინარე ფინანსურ პრობლემებს ვერ უმკლავდებით, აირჩიეთ საუკეთესო გამოსავალი და მარტივად მოაგვარეთ პრობლემები. სესხების გაერთიანება დაგეხმარებათ დაზოგოთ ხარჯები, რადგან საპროცენტო განაკვეთს მხოლოდ ერთ სესხზე გადაიხდით. საშუალება გექნებათ ისარგებლოთ შემცირებული საპროცენტო განაკვეთით და მიიღოთ მეტი კომფორტი. თუკი რამოდენიმე სესხის დროს თითოეული მათგანის გადახდისთვის გიწევთ კომპანიაში მისვლა, ეხლა უკვე მხოლოდ ერთი სესხის გადახდა მოგიწევთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევები და რისკი იმისა, რომ დაგავიწყდეთ თანხის გადახდა ნაკლებია. სესხების გაერთიანება სწორი არჩევანია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.

გაკეთე კომენტარი