დისტანციური საბანკო სერვისები – დროის დაზოგვის საუკეთესო გზა

აიღე სესხი

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საბანკო სერვისებით სარგებლობა უფრო მოსახერხებელი ხდება. თუკი ადრე სასურველი მომსახურების მისაღებად საჭირო იყო ფილიალში ვიზიტი, რაც ჩვენგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა და სულაც არ იყო კომფორტული, დღეს საბანკო ოპერაციების შესრულება უკვე ონლაინ რეჟიმში შეიძლება. თანხის გადარიცხვა, კომუნალურის გადახდა, სესხის აღება – ეს იმ ოპერაციების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაც სახლიდან გაუსვლელად შეიძლება.

დისტანციური საბანკო სერვისები ყველაზე მოსახერხებელი, სწრაფი და უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც გეხმარებათ დროის დაზოგვასა და მეტი კომფორტის მიღებაში. მისი დახმარებით სასურველ ოპერაციას ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში ასრულებთ. არ გჭირდებათ კონკრეტულ სამუშაო საათებში ბანკში მისვლა. საჭირო მომსახურებას სხვადასხვა ელექტრონული არხის მეშვეობით ასრულებთ.

distanciuri servisebi

დისტანციური საბანკო სერვისები

საფინანსო ორგანიზაციები გვთავაზობენ შემდეგ დისტანციურ პროდუქტებს:

  • სმს ბანკი – სერვისის საშუალებით მუდმივად გექნებათ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე არსებული ნაშთის შესახებ. მიიღებთ შეტყობინებას თანხის ჩარიცხვის, გატანის, გადახდების შესახებ. ამასთან, შეასრულებთ ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა მობილურის ბალანსის შევსება, ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა.
  • მობაილ ბანკი – მობაილ ბანკი საშუალებას გაძლევთ თქვენი ფინანსები მობილურით მართოთ. კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება, თანხის გადარიცხვა – აღნიშნულ ოპერაციებს ნებისმიერი ადგილიდან შეასრულებთ.
  • ინტერნეტ ბანკი – ინტერნეტ ბანკი გიმარტივებთ საკუთარი ანგარიშების მართვასა და საბანკო ოპერაციების შესრულებას. თქვენ ეცნობით დეტალურ ინფორმაციას საკუთარ ანგარიშებზე არსებული ნაშთის შესახებ, შეგიძლიათ გააკეთოთ ამონაწერი, გადარიცხოთ თანხა, შეიძინოთ სასურველი პროდუქი ონლაინ და სხვა.
  • ავტომატური გადახდები – ავტომატური გადახდების სერვისით კიდევ უფრო მარტივია გადასახადების გადახდა. კომუნალურის, საკომუნიკაციო თუ სხვა ტიპის ხარჯები აღნიშნული სერვისით ავტომატურად შეგიძლიათ დაფაროთ. თქვენ ირჩევთ იმ ანგარიშს, საიდანაც ჩამოიჭრება გადასახადები.
  • მუდმივი საგადახდო დავალება- ბანკში მიუსვლელად ასრულებთ საბანკო ოპერაციებს. ფარავთ დავალიანებას, აკონვერტირებთ ვალუტას, ასრულებთ გადარიცხვას.

დისტანციური საბანკო სერვისები მოქნილობითა და კომფორტით გამოირჩევა. სასურველი საბანკო ოპერაციის შესასრულებლად აღარ გიწევთ სახლიდან გასვლა და ფილიალში ვიზიტი. ონლაინ რეჟიმში, არა მხოლოდ თანხის გადარიცხვა ან კომუნალურის გადახდა, არამედ სესხის აღება ან ბარათის შეკვეთაა შესაძლებელი.

ისარგებლე კომფორტული სერვისით, 24 საათის მანძილზე. მიიღე სასურველი მომსახურება სახლიდან გაუსვლელად. დისტანციური პროდუქტები დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას.

გაკეთე კომენტარი