ეს ცოტა ხანი გაგრძელდება
მიმდინარეობს განაცხადის განხილვა

უპროცენტო სესხი სწრაფად გადაგიჭრით ფინანსურ პრობლემას

აიღე სესხი

უპროცენტო სესხები უკვე რეალობაა

“უპროცენტო სესხი, თანხა 15 წუთში, სახლიდან გაუსვლელად და თანაც ცნობების გარეშე.” – ეს შეთავაზება რეალობაა. სწრაფი სესხის გამცემმა კომპანიებმა კომფორტული და მომხმარებლებისთვის მოქნილი პროდუქტი შემოიტანეს ქართულ საკრედიტო ბაზარზე. დიახ, თუ თქვენ სასწრაფოდ დაგჭირდათ თანხა, ფინანსური პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეგიძლიათ. ონლაინ სესხზე განაცხადის გაკეთება ინტერნეტით ხდება, სასურველი კომპანიის ვებ-გვერდზე ავსებთ აპლიკაციის ფორმას, სადაც უთითებთ სასურველი თანხის რაოდენობას, ვადას და პირად ინფორმაციას. განაცხადის განხილვა სწრაფად ხდება. თანხის დარიცხვის დრო ძირითადად 15 წუთამდე გრძელდება. ხშირად კრედიტორები ითხოვენ 1 თეთრის გადარიცხვას მათ ანგარიშზე, რათა მოახდინონ მომხმარებლის იდენთიფიკაცია. მოგვიანებით სწორედ ამ ანგარიშზე ხდება თანხის დარიცხვა.

უპროცენტო სესხები ერთ თვემდე ვადით გაიცემა. ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველად სარგებლობთ კონკრეტული კრედიტორის მომსახურებით. გაითვალისწინეთ, რომ 30 დღის პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩვეულებრივ იხდით საკომისიოს და უპროცენტო პერიოდით აღარ სარგებლობთ. სწრაფი სესხით სარგებლობა, რომელსაც პროცენტი არ აქვს, რეკომენდირებულია სწორედ მოკლე ვადით, როცა თანხა სწრაფად გჭირდებათ და ზუსტად იცით, რომ ჩაგერიცხებათ ხელფასი, რითაც სესხს დაფარავთ. ამ სერვისით სარგებლობა გრძელვადიანი პერიოდით არ არის გამართლებული, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაგჭირდებათ, მაგრამ თუკი თანხას გონივრულად ისესხებთ, გაცილებით ნაკლების გადახდა მოგიწევთ.

როგორ ავიღოთ პირველი სესხი უფასოდ

საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რითიც სესხს ვირჩევთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ხარჯის ოდენობა, რისი გაღებაც გვიწევს. სესხი პროცენტის გარეშე ყველასთვის მისაღები მომსახურებაა, რადგან არ იხდი საკომისიოს და ზოგავ ფინანსებს. ადრე პროცენტის გარეშე სესხის აღება შეუძლებელი იყო, მაგრამ სწაფი სესხის საშუალებით უკვე შესაძლებელია კრედიტის აღება 0%-ში.

უპროცენტო კრედიტი ბევრ კომპანიაში გაიცემა. სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი მინიმუმ 20 წელია. სწრაფი კრედიტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც თანხის მიღება ეჩქარება. მომსახურებით სარგებლობა ძალიან მარტივია, მოქნილი და კომფორტული. თუ გჭირდებათ თანხა სასწრაფოდ, გინდათ მიიღოთ დღესვე და ისარგებლოთ უფასოდ, თანაც სახლიდან გაუსვლელად, მაშინ უპროცენტო სწრაფი კრედიტი სწორედ თქვენთვის არის.

სესხის აღება ბანკში ან მიკროსაფინანსო კომპანიაშიც შეგიძლიათ, თუმცა თანხის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ ფილიალში მისვლა, ცნობების, ამონაწერის წარდგენა, შესაძლოა თავდები ან უზრუნველყოფაც მოგთხოვონ. ამასთან, თანხის მიღების დრო ხშირად საათობით გრძელდება, რაც უკვე დისკომფორტია კლიენტისთვის. სწრაფი სესხით კი მომენტალურად შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი თანხა იმავე დღეს, სახლიდან გასვლის და დამატებითი პროცედურების გავლის გარეშე. თუ ონლაინ კრედიტის გადახდას დროულად ვერ ახერხებთ, არც ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან შეგიძლიათ გადავადების სერვისით ისარგებლოთ და თანხა მოგვიანებით, თქვენთვის სასურველ დროს დაფაროთ. გადავადების მომსახურება კიდევ ერთი უპირატესობაა, რასაც ბანკები ჯერჯერობით ვერ გვთავაზობენ.

რა დანიშნულებით შეგვიძლია სწრაფი სესხის გამოყენება

სწრაფი სესხი ნებისმიერი დანიშნულებით შეგვიძლია ავიღოთ. კომპანიები არ ამოწმებენ კრედიტის მიზნობრიობას. თუმცა არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როდესაც რეკომენდირებულია მომსახურებით სარგებლობა.

  • მოულოდნელი ფინანსური პრობლემა – თუ გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი გაქვთ და ხელფასამდე ცოტა დროა დარჩენილი, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ ონლაინ კრედიტს და მარტივად მიიღოთ თანხა საბანკო ანგარიშზე. თუკი სესხს დროულად დააბრუნებთ, დიდი ხარჯი არ გექნებათ. ამასთან, შეგიძლიათ შეარჩიოთ კომპანია, სადაც პირველი სესხი უპროცენტო არის.
  • გაუთვალისწინებელი ხარჯი – თუ მოულოდნელად გაგიფუჭდათ ტექნიკა და თანხა სასწრაფოდ დაგჭირდათ, აიღეთ უფასო სესხი. შეარჩიეთ ისეთი კომპანია, სადაც პირველი კრედიტი უპროცენტოა და დაზოგეთ ფინანსები. სწრაფი სესხი საშუალებას მოგცემთ სახლიდან გასვლის გარეშე მიიღოთ საჭირო თანხა და მარტივად მოაგვაროთ შექმნილი პრობლემა.
  • მიმდინარე გადასახადები – თუ თანხის გადახდა გიწევთ ბანკში და არ გაქვთ საჭირო ფინანსები, ისარგებლეთ ონლაინ სესხებით და სწრაფად მიიღეთ საჭირო თანხა ანგარიშზე. ბანკებში ძირითადად გაიცემა სესხი პროცენტით ან სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე. ნებისმიერი მათგანი გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს. მაშინ როცა, ონლაინ სესხი უპროცენტოდ და ძალიან სწრაფად შეგიძლიათ მიიღოთ, ამასთან ვალდებულებაც მარტივად დაფაროთ.

როგორ შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული სესხი

სესხის აღება ყურადღებას საჭიროებს. ისარგებლეთ იმ კომპანიების სერვისით, რომლებიც ნდობით სარგებლობენ. გაეცანით მომხმარებელთა შეფასებას, კრედიტორის პირობას. თუკი კომპანიის არჩევა გიჭირთ და დაგაბნიათ უამრავმა სარეკლამო შემოთავაზებამ, შეავსეთ განაცხადი Credy.ge-ზე. ჩვენ განვიხილავთ თქვენს აპლიკაციას და შემოგთავაზებთ იმ კრედიტორს, რომელიც მეტად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას. აპლიკაციის სწრაფი განხილვა საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო და თანხა დროულად მიიღოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე, შეადაროთ და თავად აირჩიოთ საუკეთესო პირობა.

credy.ge-ის ბლოგზე თქვენ სასარგებლო ინფორმაციას და საინტერესო სტატიებს გაეცნობით. გაიგებთ როდის და შემთხვევის დროს უნდა ისარგებლოთ სესხით. რომელი ტიპის კრედიტი გჭირდებათ, რა პერიოდში უნდა დაფაროთ ან როდის შეძლებთ უპროცენტო სესხის აღებას. ჩვენი თანამშრომლები მუდამ მზად არიან მოგაწოდონ საჭირო ინფორმაცია. მიიღე კრედიტი ონლაინ თქვენთვის სასურველ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში. მოაგვარე პრობლემა მარტივად credy-ის დახმარებით.