საფინანსო სექტორის შეთავაზებები და ახალი გამოწვევები

აიღე სესხი

”მეგობარმა მირჩია, რეკლამა ვნახე, შემომთავაზეს”- ასეთ ფრაზებს ხშირად მოისმენთ მომხმარებლებისგან. კომპანიები ყველა საშუალებას მიმართავენ საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. სატელევიზიო სივრცე, სოციალური ქსელი თუ ონლაინ მედია სავსეა სარეკლამო შეთავაზებებით. რას აქცევენ ყურადღებას კლიენტები პროდუქტის შეძენისას, რა ფაქტორები ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე და რას გვთავაზობს საფინანსო სექტორი ამ მხრივ?

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საფინანსო სფეროში კონკურენცია გაიზარდა. ბოლო პერიოდში არასაბანკო კომპანიებმაც დაიწყეს არა მხოლოდ გადახდების სეგმენტში შესვლა, არამედ კლიენტებისთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებაც. ვითარდება ციფრული მომსახურება და დღეს უკვე ინტერნეტის საშუალებით გაცილებით მეტი სერვისის შეთავაზება ხდება შესაძლებელი. ბანკებს ის მომსახურებები, რომელთა ავტომატიზებაც შეიძლება, ციფრულ არხებში გადააქვთ. ისინი აქტიურად ნერგავს ახალ სერვისებს და ცდილობს მათი უპირატესობების წარმოჩენას. ამავე დროს, ბაზარზე გააქტიურდნენ არასაბანკო, სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები, რომელთა მარკეტინგული მესიჯები სისწრაფეზე, სიმარტივესა და კომფორტზეა გათვლილი. თანამედროვე მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს დროის დაზოგვას, ნაკლებ ბიუროკრატიასა და მოქნილობას, სწრაფი სესხი მიმზიდველი პროდუქტი გახდა.

სწრაფი სესხი ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში გაიცემა. მომხმარებელს თანხის მისაღებად არ უწევს კომპანიაში მისვლა. ისეთი დოკუმენტების შეგროვება, როგორიცაა დასაქმების ცნობა, საკუთრების მოწმობა და სხვა. არ მოითხოვება თავდების ყოლა, ქონებით უზრუნველყოფა ან გირაო. საჭირო ფინანსების მისაღებად სრულიად საკმარისია სასურველი კომპანიის ვებგვერდზე მარტივი განაცხადის ფორმის შევსება, თანხისა და დაფარვის დროს მითითება. განაცხადის განხილვას რამდენიმე წუთი სჭირდება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი თანხა 15 წუთში ირიცხება კლიენტის ანგარიშზე.

საბანკო სესხის მისაღებად შედარებით ხანგძლივი პროცედურის გავლაა საჭირო. მომხმარებელს უწევს ფილიალში მისვლა, ლოდინი და რიგი დოკუმენტების მიტანა. ეს კი მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამასთან, თანამედროვე მომხმარებლისთვის, რომელსაც ისედაც ცოტა დრო აქვს, სერვისი მოუხერხებელია. ბოლო პერიოდში, ბანკებმაც დაიწყეს სესხის გაცემა ონლაინ რეჟიმში და მომსახურებები ვებ სივრცეში გადაიტანეს, თუმცა თუ კლიენტი კონკრეტულად იმ ბანკის მომხმარებელი არაა, ასეთი სერვისით სარგებლობას ნაკლებად შეძლებს.

სწრაფი სესხები და მარკეტინგული მესიჯები

სისწრაფე – მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც სისწრაფეს ეფუძნება იმ მომხმარებლეზეა გათვლილი, ვინც სულ ჩქარობს და სასურველი პროდუქტის შესაძენად დრო არ აქვს. ზოგიერთი მომხმარებელი მზად არის, დამატებითი საფასური გადაიხადოს, რათა თავიდან აიცილოს სირთულე და საჭირო მომსახურებით ისარგებლოს.

კომფორტი – მომხმარებლთა უმრავლესობას უყვარს კომფორტი. რა ჯობია იმას, როცა არ გჭირდება არსად წასვლა და თანხას ნებისმიერი ადგილიდან იღებ საბანკო ანგარიშზე. მომსახურება კვირის ნებისმიერ დღესა და დროს შეუცვლელი კომფორტია.

სიმარტივე – სიმარტივის მარკეტინგული მესიჯი მომხმარებლებს არწმუნებს, რომ მათი მომსახურებით სარგებლობა ნაკლები ბიუროკრატიის გავლით ხდება, რაც გულისხმობს მინიმალურ მოთხოვნებს საჭირო სერვისის მისაღებად.

ნებისმიერი კომერციული ორგანიზაციის მიზანია მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტი თუ მომსახურება შესთავაზოს, რათა გაზარდოს გაყიდვების რიცხვი და შესაბამისად მოგება. მიმზიდველი შეთავაზების უკან ხშირად დაფარული საკომისიოები და ხარჯებია დამალული. რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, სანამ კონკრეტული პროდუქტითა თუ სერვისით ისარგებლებს?

  • სესხის პირობა – სესხის პირობების ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ მომხმარებელი სერვისით ისარგებლებს, უმჯობესია გაიგოს პირობები, გაითვალისწინოს რა ვადით იღებს თანხას, რამდენის გადახდა დასჭირდება და რამდენად ექნება მისი დაფარვის რესურსი.
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ხარჯების წინასწარ ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სესხის დროულად დასაფარად. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი ყველა ხარჯს მოიცავს, რაც შესაძლოა მომხმარებელს ჰქონდეს.
  • ხელშეკრულება – ხელშეკრულების ცოდნა ეხმარება კლიენტს იცოდეს მისი უფლება-მოვალეობები და გაითვალისწინოს წინასწარ.

საფინანსო სექტორის შეთავაზებები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება. პროდუქტის პირობების ზუსტ ცოდნას კი ისევ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გონივრული გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

გაკეთე კომენტარი