რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს

აიღე სესხი

ახლოვდება ვალენტინობა და ჩნდება ყველასთვის აქტუალური კითხვა – ”რა ვაჩუქო?” საჩუქრის შერჩევისას საკმაოდ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის საყვარელი ადამიანის გემოვნება და ხასიათი. არ არის საჭირო საჩუქრის ძებნაში დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ საჩუქრის მარტივად შერჩევასა და სიყვარულის დღის სასიამოვნოდ გატარებაში:

  • ყვავილები – ნუ იფიქრებთ, რომ ეს ბანალური საჩუქარი იქნება. ყვავილები ნებისმიერ გოგონას გაახარებს. შეგიძლიათ ვალენტინობის დღისთვის გულის ფორმის თაიგული შეარჩიოთ. ამასთან, თან დაურთოთ ბარათი ორიგინალური წარწერით.
  • სამკაული – სამკაულები განსაკუთრებით უყვართ გოგონებს. შერჩევისას გაითვალისწინეთ ადრესატის გემოვნება. შეგიძლიათ აქცენტი რომანტიულობაზე გააკეთოთ და არჩევანი გულის ფორმის სამკაულებზე შეაჩეროთ.
  • სუნამო – სუნამოს შერჩევისას გაითვალისწინეთ მიმღების გემოვნება. თუ იცით რომელ სუნამო მოსწონს ადრესატს, საუკეთესო გამოსავალი მისი ჩუქება იქნება.
  • ქალაქგარეთ გასეირნება – ქალაქგარეთ გასვლა და დღის სასიამოვნოდ გატარება აუცილებლად გაგახალისებთ. შეგიძლიათ არჩევანი ზამთრის კურორტებზე შეაჩეროთ და გუდაურს ან ბაკურიანს ესტუმროთ.
  • რომანტიული ვახშამი – რომანტიული ვახშამი საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი რჩეულისთვის. დაჯავშნეთ ადგილი საყვარელ რესტორანში. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ამ დღისთვის ადგილები გადატვირთული იყოს, ამიტომ თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ.

აღნიშნული საჩუქრების გარდა საყვარელ ადამიანს შეგიძლიათ აჩუქოთ აქსესუარი, ალკოჰოლური სასმელი ან გაითვალისწინოთ მისი ჰობი და საჩუქარი ამის მიხედვით შეარჩიოთ. ვალენტინობის დღისთვის კომპანიებს უამრავი შეთავაზება აქვს. გაეცანით ფასდაკლებებს, შესაძლოა საუკეთესო იდეა სწორედ მათ შორის აღმოაჩინოთ.

გახსოვდეთ, რომ მთავარი არა ძვირფასი საჩუქრის ჩუქება, არამედ ყურადღებაა. შესაძლოა, თქვენი საყვარელი ადამიანი უბრალო მისალოცმა ბარათმა, მაისურმა ან რომანტიულმა წარწერამაც კი გაახაროს.

ვალენტინობის დღე და დამატებითი ფინანსები

ვალენტინობის დღის დადგომამდე ცოტა დრო რჩება. შეიძინე საჩუქარი მეორე ნახევრისთვის. შეარჩიე ჩვენს მიერ მოწოდებული იდეებიდან საუკეთესო და აჩუქე საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი დღე. თუ თანხა არ გყოფნის, ეწვიე Credy.ge-ს. შეავსე მარტივი განაცხადის ფორმა და მიიღე საჭირო თანხა ანგარიშზე მხოლოდ 5 წუთში. თქვენ არ მოგიწევთ უამრავი დოკუმენტის შეგროვება, სახლიდან გასვლა და ზედმეტი დროის კარგვა. საჭირო ფინანსების მიღებას ნებისმიერი ადგილიდან, მარტად შეძლებთ. ნუ იტყვი უარს სიყვარულის დღის აღნიშვნაზე. აჩუქე საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი დღე. საჭირო თანხის მისაღებად კი ეწვიე Credy.ge 

გაკეთე კომენტარი