როგორ გაუმკლავდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს

აიღე სესხი

აჩქარებული ცხოვრების ტემპი, მოულოდნელი ხარჯები და დამატებითი თანხის აუცილებლობა – თანამედროვე ადამიანს გაცილებით მეტი საჭიროება აქვს, ვიდრე გასულ წლებში. ეს ყველაფერი კი მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. როგორ უნდა გავართვათ თავი გაუთვალისწინებელ ხარჯს და რა უნდა ვიცოდეთ ბიუჯეტის შედგენისას?

გაუთვალისწინებელ ხარჯებთან გამკლავება არც ისე მარტივია, საჭიროა საკრედიტო პროდუქტით სარგებლობა ან ამ ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება და საგანგებო ფინანსური რეზერვის შექმნა. საგანგებო ფინანსური რეზერვი მოულოდნელი ხარჯებისთვის იქმნება. თანხას აგროვებთ გარკვეული პერიოდის მანძილზე. ფინანსური სირთულის დროს კი სწორედ ამ თანხას ხარჯავთ. ფულის შეგროვებას ბევრი უპირატესობა აქვს:

  • უმკლავდებით მოულოდნელ ხარჯებს – საგანგებო ბიუჯეტი დიდ დახმარებას გაგიწევთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. თქვენ მარტივად გაუმკლავდებით ფინანასურ პრობლემას, არ ჩავარდებით პანიკაში და არ მოგიწევთ ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა.
  • იღებთ დამატებით სარგებელს – თუ თქვენ თანხას შეგროვებადი ტიპის ანგარიშზე განათავსებთ, შეძლებთ დამატებითი სარგებლის მიღებას. მარტივად დაამატებთ თანხას, დაგერიცხებათ სარგებელი და თქვენი დანაზოგი შეუმჩნევლად გაიზრდება.
  • აღწევთ სამომავლო მიზნებს – დამატებითი თანხა საშუალებას გაძლევთ დაისახოთ ახალი მიზანი და დაიწყოთ თანხის დაგროვება ამ მიზნის მისაღწევად. მაგ; თუ თქვენი სურვილი მოგზაურობა და საოცნებო ქვეყნის მონახულებაა, დანაზოგი დაგეხმარებათ ამ სურვილის მარტივად ასრულებაში. ამასთან, თანხას უსაფრთხოდ შეინახავთ.

ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზები

ბიუჯეტის შედგენა, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, ზუსტად დაგანახებთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. გეცოდინებათ რა თანხის დახარჯვის უფლება შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს იმისათვის, რომ მომავალში ფინანსური პრობლემა არ შეგექმნათ. თუ ფულის შეგროვებას ვერ ახერხებთ და დამატებითი თანხა გჭირდებათ, ხარჯებთან გასამკლავებლად შეგიძლიათ საკრედიტო პროდუქტებს მიმართოთ.

ონლაინ სესხები პოპულარული მომსახურებაა, რომელიც საზოგადოების ფართო სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი. სერვისი ბევრი უპირატესობით გამოირჩევა; თანხის მისაღებად საჭიროა მინიმალური დრო, არ გჭირდებათ სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებაში მისვლა, ლოდინი, დოკუმენტების შეგროვება და სხვა ხანგძლივი პროცედურების გავლა.

გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ყოველთვის დაგეხმარებათ დანაზოგი. თუ სტაბილური სამსახური გაქვთ და ხელფასი ყოველთვიურად გერიცხებათ, მარტივად შეგიძლიათ გახსნათ შემნახველი ტიპის ანგარიში და მცირე თანხით დაიწყოთ დაგროვება. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ მიიღებთ საპროცენტო სარგებელს, გაიზრდება დანაზოგი, მარტივად გაუმკლავდებით პრობლემებს და შეძლებთ ფინანსური მიზნების მიღწევას. თუ მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა და არ გაქვთ დანაზოგი, სწრაფი სესხი თანხის დროულად და მარტივად მიღებაში დაგეხმარებათ.

გაკეთე კომენტარი