უპროცენტო სესხები და სანახაობა

აიღე სესხი

ალბათ ყველანი ვთანხმდებით ფაქტზე, რომ სესხი მოწინავე რიგებშია არასასურველი საჭიროებების სიაში, მაგრამ ცხოვრება რთულია, ამიტომ, ხანდახან მაინც გვიწევს პრინციპებსა და სურვილებზე უარის თქმა! თუმცა, გამოუვალი სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს ნაკლებად არასასურველი გამოსავალი. ისეთი, სადაც პრინციპების დათმობა არამარტო თქვენ, არამედ სხვასაც მოუწევს. თუ რა სახით, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ.

თუ აუცილებელი ფინანსური საჭიროება გაგიჩნდათ და ფული უნდა გქონდეთ „აქ და ამწამს,“ ჩართეთ „ნაკლებად არასასურველი გამოსავლის ძებნის“ პრინციპი და აუცილებლად მიმართეთ კომპანიებს, რომელსაც აქვთ შემოთავაზება – უპროცენტო სესხი! ამ შემთხვევაში, თქვენ მიდიხართ დათმობაზე და იღებთ კრედიტს, თუმცა, თავის მხრივ, კომპანია მიდის დათმობაზე და გთავაზობთ უპროცენტო სესხს.

სესხი

უპროცენტო სესხის პრინციპი შემდეგია: 21-ე საუკუნეში მარკეტინგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია მიდის წამგებიან წინადადებაზე. უპროცენტო სესხები თუ გსურთ აიღოთ, თქვენ აბრუნებთ ზუსტად იმდენივე თანხას, რამდენიც ისესხეთ, კომპანიას არ ჰქონია ფინანსური სარგებელი, მაგრამ თქვენი სახით შეიძინა ახალი მომხმარებელი. უპროცენტო ონლაინ სესხის შემოთავაზება მხოლოდ ონლაინ კრედიტის პირველად აღებაზე  ვრცელდება, ყოველი შემდეგი სესხი ჩვეულებრივ პროცენტიანია, მაგრამ კონკურენცია იმდენად დიდია, აუცილებლად გამოჩნდება კომპანია, რომელიც იგივე შემოთავაზებით მოღვაწეობს. ეს კონკურენციის ის შემთხვევაა, რომლითაც მომხმარებელი არათუ ზარალდება, მოგებულიც რჩება.

არსებობს მითები, რომ პირველ უპროცენტო სესხს თან ახლავს გარკვეული სახის „ფარული პროცენტები“ – არ შეგეშინდეთ, ეს ნამდვილად მითია. უპროცენტო სესხი და მისი მთავარი პრინციპი სწორედ ის არის, რომ მომსახურება უფასოდ მიიღოთ. ხშირ შემთხვევაში, უპროცენტო ონლაინ კრედიტს „უფასო სესხად“ აპოზიციონირებენ, რაც მომხმარებელში ერთგვარ დაბნეულობას იწვევს და ჰგონიათ, რომ ამ შემთხვევაში ფულის დაბრუნება არ მოუწევთ. რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. არ არსებობს სესხი,რომელიც გათავისუფლებთ დაბრუნების ვალდებულებისგან. ამას თავად სიტყვა „სესხის“ მნიშვნელობა მოწმობს. ამიტომ არც სხვას მისცეთ მოტყუების უფლება და არც თავი მოიტყუოთ: პასუხისმგებლობები ახლავს ყველაფერს, მათ შორის უპროცენტო სესხებსაც. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პროცენტი, სესხი თქვენი ვალდებულებაა. მითუმეტეს მაშინ, როცა ვადაგადაცილება უპროცენტო სესხს არ სცნობს! ამ შემთხვევაში, ისევე დაგერიცხებათ პროცენტები, როგორც მეორე სესხის პირობებშია მითითებული. ასე რომ, ყველაფერი გაცილებით მარტივია, თუ ზედმიწევნით შეასრულებთ მიკროსესხების კომპანიის დაწესებულ პირობებს.

გაკეთე კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *