საკრედიტო შენატანის დაზღვევა – გამოსავალი ფინანსური პრობლემის დროს

აიღე სესხი

შრომისუუნარობა, სამსახურიდან გათავისუფლება – ჩვენს ცხოვრებას თან ახლავს უამრავი გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ასეთ სიტუაციებში არც ისე მარტივია პრობლემის მოგვარება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული. როგორ ვიქცევით ასეთ დროს? როგორ ვიხდით სესხის თანხას?

საკრედიტო შენატანის დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი, როდესაც ვეღარ ახერხებთ კრედიტის თანხის გადახდას, სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს ვალდებულების დაფარვას. დაზღვევა ფარავს სესხის ყოველთვიურ შენატანს 6 თვის განმავლობაში. მომსახურება განკუთვნილია გრძელვადიანი სესხებისთვის – იპოთეკური, ავტო, სამომხმარებლო ტიპის კრედიტებისთვის. თანხის ანაზღაურება ხდება:

  • სამსახურიდან დათხოვნის დროს – როდესაც დამსაქმებელი შრომით ხელშეკრულებას იძულებით გიწყვეტთ, მიმდინარეობს სამსახურის რეორგანიზაცია, კადრების შემცირება ან სამსახურის ლიკვიდაცია;
  • შრომისუუნარობის დროს – როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ახერხებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. ეს შეიძლება იყოს სხეულის დაზიანება, ტრამვა და სხვა.

საკრედიტო შენატანის დაზღვევა არ ანაზღაურებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თქვენ საკუთარი სურვილით ტოვებთ სამსახურს ან შრომით ხელშეკრულებას ამოეწურა მოქმედების ვადა. საკრედიტო შენატანის დაზღვევით სარგებლობა საუკეთესო არჩევანია სესხის თანხის გადაუხდელობის თავიდან ასაცილებლად. თუ სესხის პროცენტის გადახდას ვერ შეძლებთ გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო, 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ შენატანებს.

საკრედიტო შენატანის დაზღვევა

საკრედიტო რისკები და დაზღვევის მექანიზმები

საფინანსო კომპანიებში ხშირია სესხის გადაუხდელობის შემთხვევა. ამის თავიდან ასაცილებლად კრედიტორები აფასებენ რისკებს და თავის დაზღვევის მიზნით ითხოვენ უზრუნველყოფას. ქონებით უზრუნველყოფა ძირითადად გრძელვადიანი სესხების გაცემისას მოითხოვება. შესაძლოა მსესხებელი კრედიტის აღების დროს მუშაობდეს და ჰქონდეს მაღალი შემოსავალი, თუმცა გრძელვადიან პერიოდში არავინაა დაზღვეული ცვლილებებისგან. შესაბამისად, კრედიტორს დამატებით სჭირდება გარანტია, რაც ამ შემთხვევაში უძრავი ან მოძრავი ქონებაა. იპოთეკური ან ავტო სესხით სარგებლობისას ხდება უზრუნველყოფა, რაც იმას გულისხმობს რომ კომპანიას შეუძლია ჩადებული ქონების მისაკუთრება სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში.

უზრუნველყოფილი სესხის აღებას მეტი ფინანსური რისკი ახლავს თან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ პროცენტის გადახდას შეძლებთ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჩადებული ქონების დაკარგვის რისკი მაღალია. გრძელვადიანი სესხის აღებისას სწორი არჩევანია საკრედიტო შენატანის დაზღვევით სარგებლობა, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევისას თქვენ თავს იზღვევთ გადახდისუუნარობისგან, თავიდან ირიდებთ სესხის პროცენტის დაგვიანებით გადახდას, შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება და სადაზღვევო კომპანიის მიერ ვალდებულების დაფარვისას მარტივად მოაგვაროთ მოულოდნელი სიტუაციის შედეგად მიღებული ფინანსური დანაკარგი.

გაკეთე კომენტარი