როდის უნდა ვისარგებლოთ უზრუნველყოფილი სესხებით

აიღე სესხი

”ახალი ავტომობილი, საცხოვრებელი ბინა, რემონტი“ – მსგავსი ფინანსური მიზნების მისაღწევად საჭიროა საკმაოდ დიდი თანხა. როგორ უნდა შევიძინოთ ახალი ავტომობილი ან გავარემონტოთ ბინა, მაშინ როდესაც შესაძლოა ჩვენი შემოსავალი არც ისე მაღალი იყოს? უზრუნველყოფილი სესხები საშუალებას გვაძლევს მივიღოთ საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა და ჩვენი სურვილი რეალობად ვაქციოთ.

სესხის უზრუნველყოფა საჭიროა გრძელვადიანი ტიპის კრედიტების გაცემისას, როდესაც საფინანსო ორგანიზაცია თანხას ხანგძლივი პერიოდით გასცემს. ასეთ დროს, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს მოახდინოს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების გაყიდვა. გრძელვადიანი სესხის გაცემისას რთულია საკრედიტო რისკების შეფასება, რადგან მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს წლების განმავლობაში. შესაბამისად, კრედიტორები ითხოვენ უზრუნველყოფას, რათა გადაუხდელობის შემთხვევაში შეძლონ გაცემული თანხის დაბრუნება.

როდის არის გამართლებული უზრუნველყოფილი სესხის აღება

ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმის შემთხვევაშიც კი არავინ არის დაზღვეული მოულოდნელი ფინანსური პრობლემებისგან. მაშინ, როდესაც მცირე თანხა გვჭირდება, პირველ რიგში სწრაფი ონლაინ სესხები გვახსენდება, რადგან მომსახურება სწრაფია, არ მოითხოვს უამრავი დოკუმენტის შეგროვებას და ფილიალში ვიზიტს. თუმცა აღნიშნული სერვისის საშუალებით სესხები 3000 ლარამდე გაიცემა. თუ სესხის აღებას გეგმავთ ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური მიზნისთვის, როგორიცაა ავტომობილის ან ბინის შეძენა, ამ შემთხვევაში სწრაფი სესხების სერვისი ვერ დაგეხმარებათ, თუმცა გრძელვადიანი სესხების დახმარებით შეძლებთ საჭირო თანხის მიღებას.

გრძელვადიან სესხებს მიეკუთვნება იპოთეკური, ავტო სესხი. იპოთეკური სესხი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბინის, მიწის ნაკვეთის შეძენა, სახლის გარემონტება. სესხის პირობა დამოკიდებულია საკრედიტო ისტორიასა და ქონების ღირებულებაზე. ავტო სესხის საშუალებით კი შესაძლებელია სასურველი მარკის ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენა. თანხის ოდენობა განისაზღვრება ავტომობილის ღირებულების მიხედვით.

ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებისას გაითვალისწინეთ რისკებიც. სესხის გადახდა წლების მანძილზე მოგიწევთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვალდებულებას დროულად ვერ დაფარავთ, შესაძლოა ფინანსური პრობლემის წინაშე დადგეთ. კრედიტის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, გამოითვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა. ამასთან, დააზუსტეთ რამდენს შეადგენს ჯარიმა პროცენტის დაგვიანებით გადახდის დროს. რა დამატებითი ხარჯი შეიძლება გქონდეთ. სესხის აღებამდე გაეცანით ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ რისი უფლება გაქვთ და რა მოვალეობები გეკისრებათ. სესხის აღება მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. თუ პასუხისმგებლობით მოუდგებით ამ საკითხს, შეძლებთ თქვენზე მორგებული მომსახურების შერჩევას და დაბალი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობას.

გაკეთე კომენტარი