ფინანსური რჩევები

აიღე სესხი

ზოგჯერ ფულის დაზოგვა და მისი შენახვა ადვილი გვეჩვენება, თუმცა ეს არც ისე მარტივია როდესაც სტაბილური შემოსავალი არ გაგაჩნიათ. თქვენ გჭირდებათ თანხის შენახვა მომავლისთვის მაგალითად, გადასახადებისთვის, გადაუდებელი ხარჯებისთვის, შვილების განათლებისთვის და ასე შემდეგ. ეს სტატია დაგეხმარებათ იმისთვის, რომ მიიღოთ საუკეთესო ფინანსური რჩევები.


ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხარჯებს

პირველ რიგში განვასხვაოთ ორი ტიპის დანახარჯები: ერთჯერადი და მრავალჯერადი. ერთჯერადი დანახარჯები ისაა რომლის გადახდაც გიწევთ ერთხელ და ხშირ შემთხვევაში არ გიწევთ ამ ტიპის ხარჯების მეორედ გადახდა. მაგალითად, ამ კატეგორიაში შეგვიძლია მოვაქციოთ რაიმე ნივთის შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი შესაძლოა შეიძინოთ რამოდენიმეჯერ. ერთჯერადი ხარჯები შეიძლება იყოს საკმაოდ პრობლემური როდესაც ხშირად გიწევთ სახლის გარეთ ჭამა. თუმცა ამის გაკონტროლება საკმაოდ მარტივია, რადგან რეალურად ხედავთ რაზე მიდის თანხის დიდი ნაწილი, შესაბამისად, შეგიძლიათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და მოიფიქროთ რა მოუხერხოთ.

მრავალჯერადი ხარჯები არის ისინი რომლებიც ჩნდება პერიოდულად ან თვიურად. მაგალითად: ბინის გადასახადები, კომუნალური გადასახადები, ინტერნეტის და სხვა. ამ ტიპის გადასახადების შეცვლა შესაძლებელია იყოს ან არ იყოს შეცვლილი. ასეთ შემთხვევაში დაფიქრდით როგორი იქნება კონკრეტული გადასახადების დანახარჯები გრძელვადიან პერიოდში, რადგან ხანგრძლივ ვადაში შესაძლოა ეს ხარჯები უფრო ნაკლები იყოს ვიდრე თავდაპირველად გადახდილი დიდი თანხა.

ბიუჯეტის მართვა

მას შემდეგ რაც დაადგენთ ბიუჯეტს და გექნებათ ნათელი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თანხის შეგროვება ამ მიზნების განსახორციელებლად. გახსენით ანაბარი და დაიწყეთ ამ ფულის შეგროვება. ამ მეთოდით თქვენ მოგებასაც იპოვით, რადგან დაგერიცხებათ პროცენტი და თანხის გამოტანის დროს მისაღები სარგებელი უფრო მეტი იქნება ვიდრე თავდაპირველად შენახული ფულის რაოდენობა. მოიშველიეთ თანამედროვე ტექნოლოგები მაგალითად, აპლიკაციები რომლებიც წინასწარ დაითვლიან დეპოზიტზე შესანახი თანხის მინიმუმს და მაქსიმუმს. დაფიქრდით რამდენად გიღირთ, რომ ეს გადარიცხვები იყოს ავტომატური. მაგალითად, როდესაც ანაბრის თანხას ბანკი სახელფასო ანგარიშიდან გაჭრით ყოველთვიურად.

ამგვარი თანხის დაგროვება შესაძლოა ერთის მხრივ სარისკოც იყოს, რადგან არის ვარიანტი იმისა რომ შემოსავალი შემცირდეს. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს შემოსავლის მკვეთრი გაზრდა ამ შემთხვევაში სურვილი გექნებათ მეტი თანხა გადარიცხოთ ანაბარზე. საუკეთესო გადაწყვეტილებაა გქონდეთ ამ კონკრეტული მიზნისთვის საშუალო თანხა გადადებული, რათა უკეთესად აკონტროლოთ თქვენი ხარჯები და ბიუჯეტი.

დავალიანებების დაფარვა

იმისათვის, რომ იპოვოთ შემოსავლის წყარო პირველ რიგში ეცადეთ დაფაროთ ყველა სახის დავალიანებები და სესხები. ვალების და სესხების დროულად გასტუმრება მოგცემთ საშუალება იყოთ უფრო წარმატებული. ყოველთვის ეძებეთ გზები რათა შეძლოთ ფულის შენახვა. რაც უფრო მეტ ფულს შეინახავთ, მით უფრო მეტი ფულის გამოყენება შეგიძლიათ დავალიანებების დასაფარად. ხოლო რაც მეტ თანხას დებთ ვალების გასასტუმრებლად მით უფრო ნაკლები საკომისიო ხარჯების გადახდა მოგიწევთ და რაც უფრო ნაკლებია საკომისიოს გადასახადი მით უფრო მეტს შეინახავთ!

მოძებნეთ დამატებითი შემოსავლის წყარო – დაფიქრდით თქვენს ინტერესებზე და ჰობიზე, იმაზე რაც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ და იმაზე თუ როგორ გადააქციოთ ეს შემოსავლის წყაროდ. მაგალითად თუ გეხერხებათ ხელნაკეთი ნივთების გაკეთება ეს შესაძლოა იყოს თქვენი შემოსავლის წყაროც. დაუთმეთ ამ პროცეს თქვენი თავისუფალი დრო და გაყიდეთ ეს ნივთები ონლაინში.

მიუხედავად იმისა, რომ თანხის დაზოგვა და მისი შეგროვება ყველაზე სწორი არჩევანია არის სიტუაციები რომელსაც ვერ გავექცევით. მოულოდნელი ფინანსური პრობლემები ან რაიმე ნივთის შეძენის აუცილებლობა დღეს, როგორ მოვიქცეთ ასეთ მდგომარეობაში? გამოსავალი სწრაფი ონლაინ სესხებია, რადგან მცირე თანხის სესხების შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ იმდენის გადახდა როგორც გრძელვადიანი ან იპოთეკური სესხის შემთხვევაში. ეს ის თანხაა რომლის დაბრუნებას ყოველთვის შეძლებთ. გამოიყენეთ პირველი უპროცენტო სესხი და თქვენ ამით დაზოგავთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ სესხის გამცემ კომპანიაში უპროცენტო სესხის შემოთავაზება მოქმედებს მხოლოდ იმ მომხმარებლებზე რომელთაც უკვე აქვთ აღებული სესხი ამ ფირმაში.

გაკეთე კომენტარი