როგორ ვმართოთ საოჯახო ბიუჯეტი ეფექტურად

აიღე სესხი

ახალი წლის პერიოდში საგრძნობლად იზრდება ხარჯები. მოსახლეობის უმრავლესობა თანხას ხარჯავს საახალწლო სუფრის გასაწყობად, სარგებლობს მიმდინარე ფასდაკლებებით, მოგზაურობს და ცდილობს ახალი წლისთვის სურვილები რეალობად აქციოს.

ფინანსური სირთულე განსაკუთრებით იგრძნობა ახალი წლის შემდგომ პერიოდში. მომხმარებლების უმრავლესობა ფინანსების გარეშე, მომდევნო ხელფასის მოლოდინში აგრძელებს ცხოვრებას. თუკი თქვენც ასეთ სიტუაციაში იმყოფებით, გამოსავლის მოძებნა უკვე მარტივია. Credy.ge -ზე პირველი სწრაფი სესხი სრულიად უპროცენტოა. ერთი განაცხადის შევსებით თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო პირობის კრედიტი შეარჩიოთ საქართველოში მოქმედ წამყვან კომპანიებში. Credy.ge-ზე არაერთი საინტერესო ინფორმაციაა მოცემული ბიუჯეტის სწორად მართვის, სხვადასხვა ტიპის სესხის პირობების შესახებ. გაეცანით სასარგებლო რჩევებს და დაგეგმეთ თქვენი ფინანსები სწორად.

საოჯახო ბიუჯეტი

როგორ დავგეგმოთ სწორად საოჯახო ბიუჯეტი

ოჯახის ბიუჯეტის გონივრულად მართვა არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველთვის უამრავი სურვილი არსებობს და შესაძენი ნივთების სიაც საკმაოდ ვრცელია. ხელფასი არასდროს არაა საკმარისი, რადგან მოთხოვნილებები შემოსავლების პარალელურად იზრდება. ხშირად კი ის გაცილებით აჭარბებს ჩვენს ხელფასს. ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ზოგს დაბალი შემოსავლის პირობებშიც შეუძლია დანაზოგის გაკეთება. ზოგი კი ერთ დღეში ხარჯავს მთლიან თანხას და შემდეგ ახალი ხელფასის მოლოდინში ატარებს დარჩენილ დროს. ბიუჯეტის დაგეგმისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრა.

როგორ უნდა მართოთ ოჯახის ბიუჯეტი სწორად, რათა შემოსავალი მთელი თვის მანძილზე გეყოთ და არ მოგიწიოთ კრედიტით სარგებლობა? ბიუჯეტის მართვა იმ ადამიანს ანდეთ, ვინც ფულის ხარჯვას პასუხისმგებლობით უდგება და შეუძლია უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. ბიუჯეტის დაგეგმისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები და დაზოგეთ თანხა:

  • დაიწყეთ ბიუჯეტის დაგეგმა – სანამ თანხის დაგროვებას დაიწყებთ, ჩამოწერეთ თქვენი შემოსავლის ყველა წყარო და დაითვალეთ თანხის ოდენობა. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა შემოსავალი გაქვთ, რათა განსაზღვროთ რამდენის დახარჯვას შეძლებთ.
  • ჩამოწერეთ თანხის ხარჯვის კატეგორიები – ხარჯების დახარისხება აუცილებელია მისი კონტროლისთვის. მათი დახარისხება სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ, თუმცა უმჯობესია გამოყოთ შემდეგ კატეგორიებად; ძირითადი ხარჯები; საკვები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი. შედარებით დიდი ხარჯები; ტექნიკის, ავეჯის შესაძენი თანხა. გართობისა და დასვენების ფული, სწავლისა და ტრენინგების თანხა. უმჯობესია თუკი მთლიან შემოსავალს პროცენტულად გადაანაწილებთ აღნიშნულ ხარჯებზე.
  • ძირითადი ხარჯები – 60 % მოიცავს საკვების, კომუნალური გადასახადების, ტრანსპორტისა და ტანსაცმლის თანხას.
    დიდი ხარჯები – 10 % მოიცავს ტექნიკისა და ავეჯის შესაძენ თანხას. გართობისა და დასვენების ფული – 10 % სწავლისა და ტრენინგების თანხა – 10 % დანაზოგი – 10 %. უმჯობესია თუკი შემოსავლის მინიმუმ 10 %-ს მაინც შეინახავთ დეპოზიტზე. აღნიშნული თანხა განსაკუთრებით დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემისას ან გრძელვადიანი მიზნის მიღწევაში.
  • გახსენით ანაბარი – ერთ დროს თანხის შენახვისთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო ყულაბები, მაგრამ დღესდღეობით, გაცილებით მომგებიან წინადადებას გვთავაზობენ ბანკები, სადაც ჩვენს მიერ განთავსებული თანხა უსაფრთხოდ ინახება და ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ყოველთვიურად შემოსავლიდან 10 %-ის გადადება ანაბარზე დაგეხმარებათ საკმაოდ სოლიდური თანხის შეგროვებაში. დანაზოგით კი მარტივად შეძლებთ უცხოეთში მოგზაურობას ან საოცნებო მანქანის შეძენას.
  • ჩამოაყალიბეთ მოკლე და გრძელვადიანი გეგმები – ბიუჯეტის სწორად გასანაწილებლად მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა ფინანსური გეგმები გაქვთ ახლო მომავალში. დანაზოგის გაკეთებით მარტივად შეძლებთ გრძელვადიან საბიუჯეტი ხარჯებთან გამკლავებას.

როცა საქმე თანხის დახარჯვაზე მივა, ყოველთვის გახსოვდეთ, რა დრო, ენერგია და შრომა გაქვთ ჩადებული ამ თანხის გამომუშავებაზე. დაფიქრდით რამდენად გიღირთ აღნიშნული ფულით იმ კონკრეტული ნივთის შეძენა. ასე უფრო მარტივად შეძლებთ თავიდან აირიდოთ უსარგებლო ნივთების შეძენა. შესაბამისად, მეტ თანხას დაზოგავთ. თანხის განაწილებით შეძლებთ ბიუჯეტის უკეთ მართვას, თავიდან აირიდებთ არასაჭირო ნივთების შეძენას და ყველთვის მოახერხებთ იცხოვროთ კრედიტის გარეშე, მაგრამ თუკი გაუთვალისწინებელი სიტუაცია გაქვთ, გახსოვდეთ, რომ Credy.ge მუდამ თქვენს გვერდით არის და გეხმარებათ აიღოთ სწრაფი სესხი ფინანსური პრობლემის ეფექტურად მოსაგვარებლად.

გაკეთე კომენტარი