როგორ გავაკეთოთ დანაზოგი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის

აიღე სესხი

ფული არასოდესაა საკმარისი. მოთხოვნილებები შემოსავლის ზრდასათან ერთად იზრდება. ფულის დაზოგვის მხრივ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ზოგი დაბალი ხელფასის პირობებშიც ახერხებს თანხის შეგროვებას, ნაწილი კი მაღალი შემოსავლის პირობებშიც ვერ ზოგავს ფულს. მომხმარებელთა უმრავლესობას ურჩევია დახარჯოს ის რაც აქვს და აიღოს ვალი, ვიდრე იზრუნოს პირად ფინანსებზე. ამის შედეგი დაუფარავი ვალდებულებები და უარყოფითი საკრედიტო ისტორიაა. რა საჭიროა დანაზოგის გაკეთება, რატომ უნდა შევინახოთ თანხა და რაში შეიძლება დაგვეხმაროს დამატებითი ფინანსები?

ცხოვრებაში ხშირად დგება ისეთი მომენტი, როდესაც აუცილებელია დამატებითი თანხა. ასეთ დროს გვიწევს სესხის აღება, რაც იმას გულისხმობს რომ ძირითად თანხასთან ერთად ვიხდით დამატებით პროცენტს. დანაზოგის გაკეთებით შესაძლებელია ფინანსური სირთულეების თავიდან არიდება.

შეადგინეთ შემოსავლისა და ხარჯვის გეგმა
ხარჯვის გეგმის შესადგენად საჭიროა ზუსტად იცოდეთ რამდენს ღებულობთ შემოსავალს ყოველთვიურად და რაში ხარჯავთ თანხას. შეადგინეთ ბიუჯეტის მართვის გეგმა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინეთ ხარჯების ოპტიმიზაცია.

განსაზღვრეთ რა თანხას დაზოგავთ ყოველთვიურად
თქვენი შემოსავლისა და ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრეთ თანხის ოდენობა, რომელსაც დაზოგავთ ყოველთვიურად. გადადეთ იმდენი, რამდენსაც თქვენი ბიუჯეტი გაწვდება.

დაიწყეთ თანხის შეგროვება
ბიუჯეტის შედგენისა და ხარჯების გამოთვლის შემდეგ, დაიწყეთ თანხის დაზოგვა. უმჯობესია თუკი შემნახველი ანგარიშით ისარგებლებთ და გარკვეულ თანხას ყოველთვიურად გადარიცხავთ დეპოზიტზე. ფულის მარტივად შესაგროვებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტომატური გადარიცხვის სერვისით, რაც იმას გულისხმობს რომ თქვენს მიერ არჩეული თანხა ავტომატურად გადაირიცხება დეპოზიტზე.

რაში დაგეხმარებათ დანაზოგი

თანხის დაზოგვა დაგეხმარებათ ფინანსური მიზნების მიღწევაში. თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას. მსგავსი შემთხვევები კი ცხოვრებაში ხშირად ხდება. ავტომობილის გაფუჭება, ხარჯი სადღესასწაულო დღეებში, სამედიცინო მომსახურების თანხა და სხვა. გადაუდებელი შემთხვევების გარდა, დამატებითი ფული შესაძლოა დაგჭირდეთ ფასდაკლებების დროს, როდესაც საჭირო ნივთის შეძენა გაცილებით იაფად შეგიძლიათ.

დანაზოგი საშუალებას მოგცემთ მარტივად დაისახოთ შედარებით გრძელვადიანი მიზნები, რაც შეიძლება იყოს სწავლის გაგრძელება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა, მოგზაურობა და ახალი ქვეყნების აღმოჩენა. ამასთან, დამატებითი ფინანსებით შეძლებთ თანხის ინვერტირებას სხვადასხვა საქმიანობაში ან საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებას.

გაკეთე კომენტარი