როგორ გავუმკლავდეთ მოულოდნელ ხარჯებს მარტივად

აიღე სესხი

ყოველდღიური ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ხარჯებით. ფინანსური პრობლემების მოგვარება არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როცა თანხის მიღება სასწრაფოა. როგორ უნდა გავუმკლავდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს მარტივად და როგორ უნდა ვმართოთ ბიუჯეტი ეფექტურად?

მცირე დანაზოგის გაკეთება ან ანაბრის გახსნა, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის იქნება განკუთვნილი ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა. ასეთ დროს საგანგებო სიტუაციებისთვის შექმნილი ბიუჯეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დაზოგვა ფინანსური კეთილდღეობის აუცილებელი წინაპირობაა. მომხმარებლები, რომლებიც ზოგავენ თანხას, უკეთ ანაწილებენ შემოსავლებსა და ხარჯებს. მარტივად უმკლავდებიან ფინანსურ სირთულეებს. მცირე შემოსავლის პირობებში არც ისე მარტივია დანაზოგის გაკეთება. ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად გვიწევს სესხით სარგებლობა.

სესხი გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემებისთვის

ონლაინ სესხი გაუთვალისწინებელი ფინანსური სირთულეების მოსაგვარებლად ეფექტური საშუალებაა. გამარტივებული პროცედურისა და კომფორტული მომსახურების გამო სულ უფრო მეტი მომხმარებელი მიმართავს ამ სერვისს. თანხის აღება კომპანიის ვებგვერდზე მარტივი განაცხადის ფორმის შევსებით ხდება. მომხმარებელი სადაც არ უნდა იყოს უმოკლეს დროში იღებს სესხს. მომსახურებით სარგებლობა კვირის ნებისმიერ დღესა და დროს, 24 საათის მანძილზე შესაძლებელია, რაც კიდევ უფრო ამარტივებს თანხის მიღებას. გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისას, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწრაფი სესხის სერვისი იმით გამოირჩევა, რომ სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხა 15 წუთში ირიცხება ანგარიშზე.

ონლაინ სესხის ასაღებად საჭიროა მომხმარებელი გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. კერძოდ მოითხოვება:

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბანკო ანგარიში ნებისმიერ ბანკში;
  • მობილური ტელეფონი და ელ. ფოსტა.

თუ მომხმარებელი ამ ძირითად კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მარტივად შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს სწრაფი სესხი. გასათვალისწინებელია, რომ თანხის დაფარვა ზუსტ დროში უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში გადასახადი თანხის ოდენობა გაიზრდება. თუ კლიენტი სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდგება, წინასწარ განსაზღვრავს არსებულ რესურსს და გადახდის შესაძლებლობას, ის მარტივად შეძლებს ნაკისრი ვალდებულების დაბრუნებას.

საბანკო სესხის მიღების პროცედურა გაცილებით ხანგძლივია. მომხმარებელს უწევს ფილიალში მისვლა სამუშაო საათებში, რაც ხშირად არაკომფორტულია და მოითხოვს გაცილებით მეტ დროს, ენერგიას. გრძელვადიანი სესხის გაცემისას პროცედურა კიდევ უფრო ხანგძლივია. შესაძლოა ბანკმა მოითხოვოს თავდები პირი, ქონებით უზრუნველყოფა, დასაქმების ცნობა და სხვა.
დღესდღეობით, ცხოვრების რიტმი იმდენად გადატვირთულია, რომ კლიენტისთვის თითოეული წუთი ფასეულია. შესაბამისად, ისინი ისეთ სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მოქნილობით გამოირჩევა.

როგორ ავირიდოთ თავიდან ფინანსური კრიზისი

ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევას მარტივად შეძლებთ თუ წინასწარ დაიჭერთ თადარიგს. სტაბილური შემოსავლის პირობებში თქვენ შეგიძლიათ გახსნათ შემნახველი ანგარიში, სადაც ყოველთვიურად მცირე თანხას შეიტანთ. მოულოდნელი ფინანსური სირთულეების მოგვარებას თქვენ მარტივად შეძლებთ და აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი თუ როგორ იშოვოთ თანხა ან სად აიღოთ სესხი.

შემნახველი ანგარიში ან ანაბარი ნებისმიერ ბანკში შეგიძლიათ გახსნათ. გაეცანით მათ პირობებს და თანხის დაგროვება იქ დაიწყეთ, სადაც მაღალ საპროცენტო განაკვეთს გადაგიხდიან. თუმცა არ დაგავიწყდეთ სანდოობაც. აირჩიეთ ისეთი კომპანია, რომელიც ნდობით სარგებლობს და მაღალი რეპუტაცია აქვს.

ბიუჯეტის დაგეგმვა და თანხის დაზოგვა მხოლოდ თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. დანაზოგის საშუალებით თქვენ მარტივად შეძლებთ არამარტო ფინანსურ პრობლემასთან გამკლავებას, არამედ გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას. როგორიცაა; ავტომობილის შეძენა, სამოგზაუროდ წასვლა და სხვა. თუ მაინც ვერ ახერხებთ დანაზოგის გაკეთებას, გახსოვდეთ რომ ფინანსური ბაზარი საკრედიტო პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. თქვენ მარტივად შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიების შეთავაზებებს ჩვენს ვებგვერდზე, შეარჩიოთ საუკეთესო პირობის სესხი და მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა უმოკლეს დროში.

გაკეთე კომენტარი