როგორ ავიღოთ სესხი დაბალი საკრედიტო რეიტინგის პირობებში

აიღე სესხი

ცხოვრებაში ხშირად გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც დამატებითი თანხა გვჭირდება. გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების დროს არც ისე მარტივია ფულის შოვნა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი საკრედიტო რეიტინგი დაბალია. როგორ უნდა მივიღოთ სესხი ასეთ დროს? საკრედიტო ორგანიზაციები დიდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლის შემოსავლის ოდენობას, მის სტაბილურობას, საკრედიტო ისტორიას და სესხის გადახდის შესაძლებლობას.

დაბალი საკრედიტო რეიტინგის პირობებში სესხის გადაუხდელობის რისკი მაღალია. აღნიშნული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებელს წარსულში პრობლემა ჰქონდა კრედიტის გადახდაზე. საკრედიტო ისტორია მოიცავს ინფორმაციას თუ როდის სარგებლობდა მომხმარებელი სესხით, რამდენად დროულად დაფარა ვალდებულება, ჰქონდა თუ არა ვადაგადაცილება – ამის გათვალისწინებით, კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას დაამტკიცონ თუ არა სესხი. საფინანსო ორგანიზაციები ნაკლებად უმტკიცებენ კრედიტს დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე კლიენტებს. როგორ უნდა მიიღოთ სესხი ასეთ დროს? რა ალტერნატივას გთავაზობთ საფინანსო სექტორი?

სესხი

როგორ უნდა აიღოთ სესხი დაბალი საკრედიტო რეიტინგის დროს

თუკი რომელიმე ბანკში უარი გითხრეს სესხის აღებაზე, პირველ რიგში გაარკვიეთ რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა არ გქონდათ კრედიტის მისაღებად საჭირო საკმარისი შემოსავალი, ან უარი სწორედ უარყოფითი საკრედიტო ისტორიის გამო მიიღეთ. პრობლემის გარკვევა საშუალებას მოგცემთ იმუშავოთ მის გამოსწორებაზე. თუმცა მანამდე შეგიძლიათ მიმართოთ სწრაფი სესხების მომსახურებას და საჭირო თანხა მარტივი პროცედურის გავლით მიიღოთ. ონლაინ სესხი საშუალებას გაძლევთ მცირე დროში მიიღოთ საჭირო თანხა. თქვენ არ გიწევთ დასაქმების ცნობის წარდგენა, არ გჭირდებათ თავდები ან უზრუნველყოფა. გადაწყვეტილება სესხის დამტკიცების შესახებ 15 წუთში მიიღება. მოთხოვნილი თანხა კი საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

თუკი სამომავლოდ გრძელვადიანი სესხის აღებას გეგმავთ, აუცილებლად დაგჭირდებათ საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება. ამის შესაძლებლობა თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ;
• დაფარეთ არსებული ვალდებულებები დროულად – თუკი ბევრი მიმდინარე ვალდებულება გაქვთ შესაძლოა ეს გახდეს სესხის მიღებაზე უარის მიზეზი. იმისთვის, რომ გაზარდოთ სესხის მიღების შანსი, საჭიროა დაფაროთ არსებული სესხები.
• გადაიხადეთ სესხის თანხა – თუკი არ დაარღვევთ გადახდის პირობას, ეს დადებითად აისახება საკრედიტო რეიტინგზეც.

სესხის აღებისას გაითვალისწინეთ არსებული ვალდებულებების ოდენობა, გადახდის შესაძლებლობა და ყურადღებით გაეცანით კრედიტორის პირობას. ეს თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებენ ფინანსურ პრობლემებს და დაგეხმარებათ მაღალი საკრედიტო რეიტინგის შექმნაში. ეს კი გაგიმარტივებთ სესხის აღებას გაუმჯობესებული პირობით.

გაკეთე კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *