რამდენად გამართლებულია სესხის დაფარვა სხვა სესხით

აიღე სესხი

დღესდღეობით, კრედიტის აღება გამარტივებულია. მომხმარებლებს გაცილებით სწრაფად შეუძლიათ საჭირო თანხის მიღება, ამისათვის მათ არ სჭირდებათ ხანგძლივი პროცედურების გავლა და უამრავი დოკუმენტის შეგროვება. სწორედ ამის გამო მსესხებლები ხშირად დაუფიქრებელად სარგებლობენ საკრედიტო პროდუქტებით და შემდეგ ვეღარ ახერხებენ თანხის დაფარვას. ვადაგადაცილებული სესხის დასაფარად ისინი ახალ კრედიტსაც იღებენ. რამდენად გამართლებულია სესხის აღება ძველი ვალდებულების დასაფარად და რომელი სერვისით სარგებლობაა ასეთ დროს გამართლებული?

მომხმარებლები ძველი ვალდებულების დასაფარად ხშირად იღებენ სწრაფ სესხს, რადგან მომსახურებით სარგებლობა მარტივია. კლიენტი ონლაინ რეჟიმში ავსებს განაცხადის ფორმას, არ უწევს დასაქმების ცნობის წარდგანა ან გირავნობა და ინტერნეტის საშუალებით იღებს მისთვის საჭირო დაფინანსებას. ონლაინ სესხების მომსახურება მოკლე პერიოდზეა გათვლილი და მსესხებელს თანხის დასაფარად 30 დღე აქვს ვადა.

რომელ მომსახურებას მივმართოთ ფინანსური პრობლემის დროს?

ახალი სესხის აღება ძველი კრედიტის პროცენტის დასაფარად არ არის გამართლებული. თუ თანხას სხვა სესხის დასაფარად ისესხებთ, თვის ბოლოს ორი კრედიტის დაფარვა მოგიწევთ, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური პრობლემა შეგიქმნათ. ასეთ სიტუაციაში არსებობს უკეთესი გამოსავალიც.

  • სესხის გადავადების მომსახურება – გადავადების მომსახურება საშუალებას გაძლევთ კრედიტი მოგვიანებით დაფაროთ, გადაავადოთ სასურველი დროით. სერვისით სარგებლობისას ინარჩუნებთ დადებით საკრედიტო ისტორიას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში საკრედიტო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის. კრედიტორები სესხის გაცემამდე ამოწმებენ საკრედიტო ისტორია, ამის მიხედვით აფასებენ რისკებს და გასცემენ სესხს.
  • კრედიტის რესტრუქტურიზაცია – თუ სესხის თანხას ვეღარ ფარავთ, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს საკრედიტო კომპანიას და სთხოვოთ გადახდის გრაფიკის შეცვლა. რესტრუქტურიზაციის დროს ხდება ვალდებულებების გაერთიანება და მისი მეტ ვადაში განაწილება. კომპანიების ნაწილს რესტრუქტურიზებულ კრედიტზე აქვს გაცემის საკომისიო. სესხის ვადის გახანგძლივებისას ასევე იზრდება ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა. რესტრუქტურიზაცია კარგი გამოსავალია ვალდებულების შეუსრულებლობის დროს, რადგან თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება, მცირდება ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა, არ ემუქრება საფრთხე უძრავ თუ მოძრავ ქონებას. რამდენიმე საკრედიტო პროდუქტის გადახდის ნაცვლად იხდით მხოლოდ ერთი სესხის თანხას.

სანამ ახალ სესხს აიღებთ, დაფიქრდით როგორ შეძლებთ რამდენიმე ვალდებულებასთან გამკლავებას. ყოველთვიურ შემოსავალს გამოაკელით აუცილებელი ხარჯები და გამოთვალეთ რა თანხის გადახდა შეგიძლიათ კრედიტზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუკი კრედიტს ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოითხოვთ, ისინი აუცილებლად შეაფასებენ რისკებს, თქვენს გადახდისუნარიანობას და ამის მიხედვით დაგიმტკიცებენ თანხას.

სესხის აღებისას გაიგეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, შეადარეთ კომპანიების პირობები ერთმანეთს, რათა შეარჩიოთ ისეთი საკრედიტო პროდუქტი, რომელიც დაგიზოგავთ ფინანსებს. გაეცანით ხელშეკრულებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თავსართს, რადგან მასში მოცემულია ინფორმაცია საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი ხარჯების შესახებ. საკრედიტო პროდუქტის სწორად შესარჩევად აუცილებელია კომპანიების პირობების გაცნობა და ერთმანეთთან შედარება.

გაკეთე კომენტარი