რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ფულის შესახებ

აიღე სესხი

ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ ფინანსურ გადაწყვეტილებებს – იქნება ეს საჭირო ნივთის შეძენა თუ გადასახადის გადახდა. პირადი ბიუჯეტის გონივრულად მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში და სწორედ ამაზეა დამოკიდებული კეთილდღეობა. ხშირად მშობლები ამ საკითხზე არ საუბრობენ ბავშვებთან, თუმცა რაც უფრო ადრეულ ასაკში ისწავლის ბავშვი ფულის მართვას, მას მით უფრო გაუმარტივდება მომავალში ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და გამოწვევებთან გამკლავება. ფულის მნიშვნელობის სწავლა აუცილებელია მათი პიროვნული განვითარებისთვის. როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ფულის შესახებ და რა უნდა იცოდნენ მათ ხარჯების შესახებ?

დღესდღეობით, საკრედიტო ბარათების, ინტერნეტ ბანკისა და ონლაინ შოპინგის ფონზე, ბავშვებს ნაკლებად აქვთ შეხება ფულთან, რაც ართულებს მათთვის იმის წარმოდგენას თუ რა ღირებულება აქვს კონკრეტულ ნივთს.

  • ბანკომატი კარგი ადგილია იმისათვის, რომ დაიწყოთ ფულზე საუბარი. შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვს, რომ ბანკომატში მოთავსებულია თანხა, რომელსაც გამოიმუშავებთ მუშაობის შედეგად.
  • სუპერმარკეტში ნივთის შეძენისას აუხსენით მას, თუ რა ღირს მოცემული პროდუქტი. როგორ შეგიძლიათ მისი ყიდვა იაფად ან ძვირად.
  • თუ გადასახადებს ონლაინ იხდით, უთხარით ბავშვს თუ რამდენი დღე უნდა იმუშაოთ იმისათვის, რომ გამოიმუშაოთ აღნიშნული თანხა.
  • საოჯახო ბიუჯეტის განხილვაში ჩართვა ერთ-ერთი კარგი გზაა ფულზე საუბრისთვის. ეს დაეხმარება მას დანახარჯებისა და ღირებულებების შესახებ სურათის წარმოდგენაში. იმის ახსნა თუ რა შემოსავალი აქვს ოჯახს და როგორ ნაწილდება ეს თანხა, საშუალებას მისცემს ბავშვს უკეთ გაიგოს საოჯახო ბიუჯეტის მართვის პრინციპი.

ფულის მართვა სხვადასხვა ასაკში

სკოლამდელი ასაკი – ასწავლეთ ბავშვს, რომ სასურველი ნივთის შესაძენად მას სჭირდება ფული, რომელსაც აქვს განსხვავებული ღირებულება. თქვენ გამოიმუშავებთ ფულს მუშაობის შედეგად.

სკოლის ასაკი – სკოლის ასაკში მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ფასების შედარება კარგი ჩვევაა საჭირო ნივთის შეძენამდე, რომელიც ეხმარება უფრო ნაკლები გადაიხადოს და დაზოგოს თანხა. ონლაინ შოპინგის დროს ყურადღება და პერსონალური ინფორმაციის დაცვა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. ხოლო ფულის ხარჯვისას ხდება არჩევანის გაკეთება და ხარჯების განაწილება ამის მიხედვით.

თინეიჯერობის ასაკი – თინეიჯერობის ასაკში მან უნდა იცოდეს, რომ უკეთესია არსებული თანხის დახარჯვა, ვიდრე კრედიტის აღება. კრედიტი ის თანხაა, რომელსაც სესხულობს და ამაში იხდის პროცენტს. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის უმჯობესია დანაზოგის გაკეთება. საბანკო ანგარიში ეხმარება ფულის შენახვაში. ბიუჯეტის შედგენა კი დანახარჯების უკეთ განაწილებაში.

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ფულის შესახებ

პრაქტიკული რჩევები თუ როგორ ვხარჯოთ ფული გონივრულად

სრულწლოვან მოქალაქეს საშუალება აქვს დაიწყოს მუშაობა და გამოიმუშაოს ფული. რა უნდა ურჩიოთ შვილს ფინანსების ეფექტურად სამართავად?

  • საყიდლების სია – სთხოვეთ მას საყიდლების სიის შედგენაში დახმარება და ურჩიეთ, რომ შენაძენის გაკეთებამდე ყოველთვის ქონდეს სია. ეს თავიდან აარიდებს არასასურველი ნივთების შეძენას და მარტივად შეძლებს ფულის დაზოგვას.
  • ფასების კვლევა – ერთად მოიძიეთ ინფორმაცია ფასების შესახებ, რათა საჭირო ნივთი იაფად შეიძინოთ. გაეცანით მიმდინარე ფასდაკლებებს და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
  • მიზნის განსაზღვრა – გრძელვადიანი შენაძენის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია მიზნის განსაზღვრა და დანაზოგის გაკეთება. საბანკო ანგარიში ერთ-ერთი ხელსაყრელი სერვისია, რომელიც საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ შეინახოს თანხა და დააგროვოს კონკრეტული მიზნისთვის.
  • გჭირდება თუ გინდა – იმსჯელეთ იმის შესახებ თუ რა განსხვავებაა საჭიროებასა და სურვილს შორის.

ასწავლეთ ბავშვს ფულის მართვა, რათა მან მარტივად შეძლოს მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. გახსოვდეთ, რომ თანამედროვე სამყაროში ფინანსების სწორად განაწილება აუცილებელი უნარია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს.

გაკეთე კომენტარი