რა ასაკიდან შეძლებთ სესხის აღებას

აიღე სესხი

საფინანსო კომპანიებში სხვადასხვა ტიპის სესხის აღებაა შესაძლებელი. თითოეული მათგანი ინდივიდუალურად აწესებს იმ მოთხოვნებს, რასაც მომხმარებელი უნდა აკმაყოფილებდეს სესხის მისაღებად. მათ შორის ასაკობრივ ზღვარს.

დღესდღეობით, ახალგაზრდებისთვის სესხის აღება პრობლემას წარმოადგენს. ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში თითქმის შეუძლებელია თანხის მიღება 18 წლის კლიენტებისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამ ასაკში მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ აქვთ სტაბილური სამსახური და ყოველთვიური შემოსავალი. შესაბამისად, კომპანიები თავს არიდებენ რისკიანი გადაწყვეტილების მიღებას და სესხის დამტკიცებას არასტაბილური შემოსავლის მქონე პირებზე.

ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ზოგიერთი ტიპის სესხის მისაღებად მინიმალური ასაკი 22 წელია. საბანკო სექტორი ხშირად უარს ეუბნება 18-დან 22 წლამდე პირებს სესხის გაცემაზე. როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა მომხმარებელი, რომელსაც თანხა სჭირდება? რომელ კომპანიას უნდა მიმართოს სესხის ასაღებად?

საკრედიტო ბაზარზე ისეთი კომპანიებიც ოპერირებენ, რომლებიც მზად არიან გასცენ სწრაფი სესხი ასაკის მიუხედავად. სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების უმრავლესობა ონლაინ სესხის მისაღებად მინიმალურ ასაკს 20 წელს აწესებს. შესაბამისად, ახალგაზრდა მომხმარებლებს, რომლებსაც დამატებითი ფინანსები სჭირდებათ, თამამად შეუძლიათ მიმართონ აღნიშნულ მომსახურებას და ისარგებლონ კომფორტული სერვისით.

სწრაფი ონლაინ სესხის მისაღებად კლიენტს არ სჭირდება კომპანიის ფილიალში მისვლა, რიგში დგომა, უამრავი დოკუმენტის შეგროვება, თავდებობა ან გარანტიები. ასეთი ტიპის კომპანიებში განაცხადის განხილვა რამდენიმე წუთში ხდება. ხოლო სესხის თანხის დარიცხვის დრო არ აჭარბებს 15 წუთს.

სად და როგორ უნდა აიღოთ სესხი 20 წლის ასაკიდან

ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები 20 წლამდე ასაკის მომხმარებლებს ხშირად ეუბნებიან უარს სესხის დამტკიცებაზე. თუმცა სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებში შესაძლებელია თანხის აღება 20 წლის ასაკიდან. კომპანიების მოთხოვნები კლიენტის მიმართ მინიმალურია:

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • საბანკო ანგარიში;
  • პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა.

თუ თქვენ არ გაქვთ დადებითი საკრედიტო ისტორია, შესაძლოა მაინც უარი მიიღოთ სესხის დამტკიცებაზე, რადგან კრედიტორები მაქსიმალურად ითვალისწინებენ თქვენს გადახდისუნარიანობას და წარსულ ფინანსურ გამოცდილებას.

თუ აკმაყოფილებთ ძირითად მოთხოვნებს, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები პირობის მქონე კომპანია და დაიწყოთ მარტივი პროცედურის გავლა სესხის მისაღებად: გაიარეთ რეგისტრაცია სასურველი კრედიტორის ვებგვერდზე, შეავსეთ მარტივი განაცხადის ფორმა და მიუთითეთ თქვენი პირადი ინფორმაცია, აირჩიეთ საჭირო თანხის ოდენობა და გადახდის დრო. კომპანია უმოკლეს დროში მოგაწვდით პასუხს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი 15 წუთში მიიღებთ მოთხოვნილ თანხას.

სწრაფი სესხი საბანკო სექტორში

დღესდღეობით, საბანკო სექტორიც სთვაზობს მომხმარებლებს სწრაფ სესხს. მას შემდეგ, რაც მომსახურებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, ბანკებმაც გადაწყვიტეს თავისი კლიენტებისთვის მსგავსი პროდუქტის შეთავაზება. აღნიშნული ტიპის სესხის პირობები განსხვავდება ტრადიციული საბანკო პროდუქტების პირობებისგან. მომხმარებლებს განაცხადის გაკეთება ონლაინ რეჟიმში, კრედიტორის ვებგვერდზე შეუძლიათ.

სესხის აღებამდე განსაზღვრეთ რამდენად გექნებათ მომდევნო თვეში იმის შესაძლებლობა, რომ ვალდებულება დაფაროთ. თუ თქვენ ვერ შეძლებთ თანხის დროულად დაბრუნებას, მოგიწევთ ვადის გახანგძლივება, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, გაიზრდება თქვენს მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. სესხის აღებამდე დაფიქრდით, რამდენად გიღირთ კრედიტით სარგებლობა მოცემულ სიტუაციაში, გაითვალისწინებთ თქვენი ფინანსური რესურსი და განაცხადი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ.

გაკეთე კომენტარი