ლარიზაცია და მთავრობის ახალი პროექტი

აიღე სესხი

2016 წელს ლარის გაუფასურების მიზეზით საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა სესხების ლარიზაციის გეგმა. ეს გეგმა ძალაში შევიდა 2017 წლის იანვრიდან რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის და ასევე საფინანსო სექტორის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას. ამავე გეგმის მიხედვით, იმ ფიზიკურ პირებს რომელთაც 2015 წლის 1 იანვირდან ჰქონდათ აღებული სესხი უძრავ ქონებაზე (დოლარში) შეძლებენ უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტის ლარში გადატანას არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს 100 ათას ლარამდე სესხების მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემას. ხოლო მომავალი წლიდან იგეგმება სესხების გაცემა ეროვნულ ვალუტაში 200 ათას ლარამდე ოდენობის თანხაზე.

მთავრობამ ლარიზაციის გეგმა ახსნა იმით, რომ შეამცირებს ზეწოლას ლარზე და ეს უფრო მეტად გააჯანსაღებს ეკონომიკას. თუმცა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეს გეგმა ეჭვქვეშ აყენებს იმ პრობლემების გადაწყვეტას რომელიც არის დღეს საქართველოს ეკონომიკაში. თუ მომხმარებლების დიდი ნაწილი გადაწყვეტს, რომ დოლარში არსებული სესხები გადაიტანოს ლარში მაშინ სავალუტო რისკის წნეხი (ის რომ ლარი უნდა დაკოვნერტირდეს დოლარში) გადავა კომერციული ბანკების მხარეს, რადგან კომერციულ ბანკებს თავად აქვთ სესხები უცხოურ ვალუტაში. თუ ადამიანები კრედიტებს დაფარავენ ლარში ბანკებს მოუწევთ ლარის დაკონვერტირება დოლარში. ამით მოთხოვნა დოლარზე არანაირად არ შემცირდება.

თუ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება იმავე პრინციპით როგორითაც ის იზრდება დღეს, ლარი მომავალშიც უფრო გაუფასურდება ვიდრე გამყარდება. როდესაც ლარი დაიწყებს უფრო მეტად გაუფასურებას ბანკები იგრძნობენ იმ საშიშროებას და ამით გაზრდიან საპროცენტო განაკვეთს. ლარის გაუფასურების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ამგვარად საქართველო ვერ უმკლავდება საგარეო ვალების გასტუმრებას, რომელიც ყოველთვის იზრდება. ლარიზაცია ხელს შეუშლის ეკონომიკური ზრდის განვითარებას.

Georgian_Lari

რასთანაა დაკავშირებული ლარის ინფლაცია და ლარიზაცია

ლარის ინფლაციას მთავრობა უკავშირებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც გასცემენ სწრაფ სესხებს. თუმცა ეს სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს და არანაირ კავშირში არაა არც ეკონომიკის ზრდასთან ან შემცირებასთან, მითუმეტეს ლარის ინფლაციასთან. სწრაფი სესხების მომხმარებლები ხშირად ზარალდებიან იმით, რომ ვერ აანალიზებენ თავიანთ გადახდისუნარიანობას ან არ არიან ინფორმირებული ამ სფეროში. ხოლო ამგვარი პროდუქტის აკრძალვით ეს პრობლემა არ გადაიჭრება. ის ადამიანები რომლთან ჭირდებათ ფულის მიღება მაინც იპოვიან სხვა გზას კრედიტის ასაღებად და ამით იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან რადგან მოთხოვნა ამ პროდუქტზე საკმაოდ დიდია. თუ ამგვარი ბიზნესი არ იარსებებს მას ჩაანაცვლებენ სხვა მოთამაშეები. რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის მომსახურეობა არ გაქრება ბაზრიდან ეს კი გამოწვეულია იმ მოთხოვნით რომელიც არის ამ პროდუქტზე. პირიქით, სწრაფი კრედიტების აკრძალვა გამოიწვევს კერძო მევახშეების გამოჩენას, რაც შექმნის ფულადი ნაკადების ბრუნვის რისკებს. ეს სექტორი ვერ იქნება კონტროლირებადი შესაბამისად უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც მომხმარებელზე ასევე სახელმწიფოზე. გამოსავალი ამ სიტუაციიდან იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დატოვება რომლებიც ოფიციალურად, კანონის დაცვით ეწევიან თავიანთ საქმიანობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 100%-ზე მეტი.

კანონის მიხედვით ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას და რეკლამირებისას ფასი ამ მომსახურეობაზე აუცილებელ შემთხვევაში უნდა იყოს მითითებული ეროვნულ ვალუტაში (ლარში). შესაბამისად ყველა ამ ტიპის სერვისი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ლარში. მაგალითად: თუ მომხმარებელი აქამდე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას თანხას უცხოურ ვალუტაში იხდიდა, ამიერიდან ღირებულებას ლარში გადაიხდის. ანუ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც მას შემოსავალი აქვს. შესაბამისად, მას ნაკლები ფინანსური რისკი ექნება, რადგან ის არ იქნება დამოკიდებული დოლარის კურსზე და მასზე ნაკლებად აისახება მსოფლიოში მიმდინარე კურსის ცვლილება თუ კრიზისი.

მთვარობამ მიიღო გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც საკრედიტო კომპანიები ბაზარზე განაგრძობენ ფუნქციონირებას. თუმცა შემოღებული იქნა რეგულაციები, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ. რამდენად მართებულია ეს გადაწყვეტილება ამას მომავალი აჩვენებს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თავისუფალი ბაზარი აძლევს საშუალებას მეტი ინვესტიციების მოზიდვას, რაც დადებითად ვლინდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლზე.

გაკეთე კომენტარი