რა სახის სესხის ვალდებულება აქვთ მომხმარებლებს

აიღე სესხი

იმისათვის რომ გავერკვეთ რა სახის სესხის ვალდებულება აქვთ მომხმარებლებს, აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს იმ პირობების ცოდნა, რომლის მიხედვითაც გაიცემა სესხი. მომხმარებელი რომელსაც სურს ისარგებლოს ონლაინ სესხის შემოთავაზებებით, რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: ეს პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, მისი ასაკი უნდა აღემატებოდეს 20 წელს (სესხის გამცემი კომპანიის პირობებიდან გამომდინარე მინიმალური ასაკის ზღვარი შესაძლოა იყოს უფრო მეტიც) და მას უნდა გააჩნდეს საბანკო ანგარიში. თუ მსესხებელი აკმაყოფილებს ამ პუნქტებს მას შეუძლია აიღოს სესხი შერჩეული საკრედიტო კომპანიის ვებ საიტზე.

სესხის განაცხადი და როგორ წარმოიშვება სესხის ვალდებულება

განაცხადის შევსება ხდება ონლაინ რეჟიმში, სადაც უთითებთ აუცილებელ და საკონტაქტო ინფორმაციას. განაცხადის გაგზავნის შემდგომ ხდება მისი განხილვა. თუ მსესხებელი აკმაყოფილებს ყველა პირობას და კომპანიამ დაუმტკიცა მას განაცხადი, ინფორმაცია ამის შესახებ მომხმარებელს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილური შეტყობინების სახით.

განაცხადის შევსებისას ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის თანხა (1000 ლარამდე) რომელსაც სესხულობს მომხმარებელი და ვადა (30 დრემდე) რომლის პერიოდშიც უნდა დაიფაროს სესხი. ყოველთვის გახსოვდეთ, წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი გადახდისუნარიანობა და მოსალოდნელი ხარჯები. სესხის დროულად დაუფარველობის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა. რაც გულისხმობს სესხის გამცემი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის მიზეზით დაკისრებულ ფულად თანხას. თუ მომხმარებელი არ ასრულებს ამ ვალდებულებებს ინფორმაცია ამის შესახებ გადაეცემა კრედიტინფოს და ფიქსირდება როგორც უარყოფითი ისტორიის მქონე პირი. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან როდესაც მსესხებელი პირი გადარიცხავს თანხას გამსესხებელი ფირმის საბანკო ანგარიშზე.

სესხის ვალდებულება

რაც შეეხება სესხის გადავადებას, რომელსაც მომხმარებლები იყენებენ დროულად დაუფარველობის მიზნით, გულისხმობს დაკისრებულ ვადაზე გახანგრძლივებული პერიოდით თანხის დაბრუნებას სესხის გამცემ ფირმაში. გასათვალისწინებელია, რომ ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მომხმარებელს კომპანიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან. ყველა ის ხელშეკრულება რომელიც ფორმდება სესხის გამცემ ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს და მოთხოვნებს.

ახალი რეგულაციები ონლაინ სესხების შესახებ

ონლაინ სესხების რეგულაციებთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანია უკვე დარეგისტრირდა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. უამრავი ადამიანი ამ რეგულაციებთან დაკავშირებით არასწორად იგებს ამ ინფორმაციას, ზოგიერთ მათგანს აქვს წარმოდგენა, რომ ამ კანონმდებლობის შესვლით მათ მოეხსნებათ სესხის გადახდის ვალდებულება. ეს წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას. იმ შემთხვევაშიც კი თუ სესხის გამცემი კომპანია წყვეტს ფუნქციონირებას მისმა მომხმარებელმა მაინც უნდა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება რომელიც მან გააფორმა ამ ფორმის ხელშეკრულების თანხმობის დროს. შესაბამისად ყველა ის ვალდებულება რომელიც დაგეკისრათ სესხის განაცხადზე კვლავ ძალაში რჩება. სწრაფი და უსაფრთხო სესხის მისაღებათ კი, შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი განაცხადი Credy.ge-ზე.

გაკეთე კომენტარი