რა უნდა ვიცოდეთ პლასტიკური ბარათების შესახებ

აიღე სესხი

თანამედროვე სამყაროში მომხმარებლები აქტიურად მიმართავენ უნაღდო ანგარიშსწორებას, რათა მარტივად შეიძინონ სასურველი ნივთი. დღესდღეობით, ნაღდი ფულის ტარება უკვე აღარ არის საჭირო, რადგან სადებეტო ან საკრედიტო ტიპის ბარათებით გაცილებით კომფორტულია ანგარიშსწორება. ამასთან, POS ტერმინალის საშუალებით ტრანზაქციის განხორციელება სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება. რა ტიპის ბარათებით შეგვიძლია სარგებლობა და რა უპირატესობები აქვს უნაღდო ანგარიშსწორებას?

არსებობს 2 სახის პლასტიკური ბარათი: სადებეტო და საკრედიტო.

  • სადებეტო ბარათები ხელფასის ჩარიცხვისთვის, გადარიცხვების ან ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება. მასზე მომხმარებლის პირადი თანხაა განთავსებული. ბარათის საშუალებით გაცილებით მარტივად ხდება საჭირო ნივთის შეძენა ინტერნეტში ან სავაჭრო ობიექტში. შესაძლებელია გადარიცხვების განხორციელება ინტერნეტ ბანკით.
  • საკრედიტო ბარათის ასაღებად საჭიროა შემოსავლების დადასტურება, რადგან მასზე ბანკის თანხაა განთავსებული. მომხმარებელს დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში შეუძლია თანხის დახარჯვა. საკრედიტო ბარათს ძირითადად გადახდებისთვის იყენებენ, რადგან განაღდების საკომისიო გაცილებით მაღალია, სადებეტო ბარათებთან შედარებით.

საკრედიტო და სადებეტო ბარათები. დადებითი და უარყოფითი მხარეები

საკრედიტო ბარათების უმეტესობას აქვს საშეღავათო პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი ამ ვადაში დაფარავს ბარათიდან დახარჯულ თანხას, მას არ მოუწევს პროცენტის გადახდა ბანკისთვის. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა საბონუსე სისტემაა, რაც შეიძლება მოიცავდეს დაზღვევას, ფასდაკლებას სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ან დაგროვების პროგრამას. ბარათის მფლობელები სარგებლობენ სპეციალური პრივილეგიებით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

საკრედიტო ბარათების განაღდების საკომისიო მაღალია. ამასთან, შეზღუდულია თანხის გადარიცხვა. თუ ამ პროდუქტით სარგებლობთ, უმჯობესია არსებული ლიმიტი გადახდებით აითვისოთ და თანხა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაანაღდოთ.

სადებეტო ბარათი საშუალებას გაძლევთ საკუთარი თანხები მარტივად განკარგოთ. მოახდინოთ ანგარიშსწორება მაღაზიებში, სავაჭრო ობიექტებში. ზოგიერთი ტიპის ბარათზე ხდება ქულების დაგროვება და მისი გადაცვლა სხვადასხვა მომსახურებებში.

პლასტიკური ბარათები

რა უნდა ვიცოდეთ უნაღდო ანგარიშსწორებისას

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მომხმარებელთა დიდი ნაწილი მიმართავს უნაღდო ანგარიშსწორებას. რა უნდა ვიცოდეთ უნაღდო ანგარიშსწორებისას? ბარათით გადახდა უსაფრთხოა და ნაკლებია თანხის დაკარგვის რისკი. თუ ბარათი დაკარგეთ მარტივად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბანკს და დაბლოკოთ. ამასთან, საბანკო სექტორი უკვე აქტიურად გვთავაზობს ბარათების დაზღვევას, რაც გულისხმობს არალეგალური გამოყენების შემთხევევაში ზარალის ანაზღაურებას. ბევრ საკრედიტო ბარათებს დაზღვევა ავტომატურად მოყვება, თუმცა სადებეტო ბარათის შემთხვევაში საჭიროა მისი გააქტიურება. ბარათებზე დაწესებულია ბანკომატიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი. ხშირად ლიმიტი 1500 ლარს შეადგენს. მეტი თანხის გამოსატანად შეგიძლიათ მიმართოთ ფილიალს.

ბარათს აქვს ანგარიშის მომსახურების და განაღდების საკომისიო. სადებეტო ბარათების შემთხვევაში ის 0.2%-ს შეადგენს. თუ სახელფასო პროგრამის ფარგლებში შეღავათებით სარგებლობთ, შესაძლოა აღნიშნული ხარჯი არ გქონდეთ. თუმცა თუ არაპარტნიორი ბანკის ბანკომატიდან გამოგაქვთ თანხა საკომისიო 2 %-ს აღწევს. თუ ისეთი ბარათი გაქვთ, რომელსაც არ იყენებთ მიმართეთ ბანკს და გააუქმეთ ანგარიში, რათა არ დაგიგროვდეთ დავალიანება. ბარათების გამოყენებისას მნიშვნელოვანია დაიცვათ უსაფრთხოება, არავის არ გაანდოთ ბარათის ნომერი ან პინ კოდი.

გაკეთე კომენტარი