მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით

აიღე სესხი

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით. ისინი თანხის მისაღებად მიმართავენ როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. დღეისათვის, თანხის მიღების უამრავი არხი არსებობს. თუკი ადრე აუცილებელი იყო ფილიალში ვიზიტი და სესხის ასაღებად დოკუმენტების წარდგენა, დღეს უკვე შესაძლებელია საჭირო ფინანსების ონლაინ, ინტრენეტით მიღება. ამასთან, არ მოითხოვება დასაქმების ცნობა ან სახელფასო ჩარიცხვები. შესაბამისად, სესხები გაცილებით ხელმისაწვდომია.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები რამდენიმე საფინანსო კომპანიის სერვისით სარგებლობენ და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას გადახდის შესაძლებლობას. ამის შედეგი ფინანსური პრობლემები და გადაუხდელი ვალდებულებებია.

‘’კრედიტ-ინფოს’’ მონაცემებით, საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ დროისთვის ბაზაში 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 4 მილიონით მეტია. დღეის მონაცემებით, სულ 5 880 113 სესხია აქტიური.

‘’კრედიტ-ინფოს’’ მონაცემებში სულ 2 537 374 ფიზიკური პირისა 94 193 იურიდიული პირის ჩანაწერია. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, გამოდის რომ სესხით მოსახლეობის 68,2 % სარგებლობს.

საკრედიტო პროდუქტები

როგორ შევარჩიოთ საკრედიტო პროდუქტი და თავიდან ავირიდოთ სესხის გაპრობლემება

ბაზარზე უამრავი საკრედიტო ორგანიზაცია და პროდუქტია წარმოდგენილი. შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი სწრაფი სესხით, ასევე გრძელვადიანი კრედიტით სარგებლობა. თუ სწრაფი სესხის დახმარებით მარტივია მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოგვარება, გრძელვადიანი პროდუქტები, როგორიცაა იპოთეკური, ავტო ან სამომხმარებელო სესხი, გვეხმარება ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებასა და სამომავლო ინვესტიციაში.

არჩევანის გაკეთებისას საჭიროა წინდახედულობა. სარეკლამო შეთავაზებები იმდენად მიმზიდველია, რომ ხშირად არც კი ვაქცევთ ყურადღებას პირობას. იმისათვის რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ საჭიროა დეტალურად გაეცნოთ კომპანიების შეთავაზებებს და გაითვალისწინოთ პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დაგვიანების შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა. მომსახურების სწორად შერჩევა თავიდან აგარიდებთ სესხის გაპრობლემებას და დაუფარავ ვალდებულებებს.

გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია სწორად შეაფასოთ გადახდის შესაძლებლობა. რამდენად სტაბილურია თქვენი შემოსავალი, როგორ გაუმკლავდებით ხარჯებს კრედიტის აღების შემთხვევაში. თუკი უკვე სარგებლობთ ერთი საკრედიტო პროდუქტით და ვეღარ ახერხებთ მის გადახდას, ნუ აიღებთ სხვა სესხს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გააერთიანოთ კრედიტები – ისარგებლოთ გადახდის უფრო ხანგძლივი პერიოდით და ყოველთვიურად ნაკლები თანხა გადაიხადოთ. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, არ იცით სად რა პირობით შეძლებთ სარგებლობას, შეავსეთ განაცხადი ჩვენს ვებგვერდზე და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზება!

გაკეთე კომენტარი