მაღალი საკრედიტო რეიტინგი – სესხის დამტკიცების წინაპირობა

აიღე სესხი

ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი ავსებს სესხის განაცხადს. მომხმარებლები მიმართავენ როგორც საკრედიტო ორგანიზაციების ფილიალებს, ასევე ონლაინ სივრცეს. თანხის მიღების სურვილი ხშირად იმდენად მაღალია, რომ კლიენტები არც კი აქცევენ ყურადღებას პროდუქტის პირობას. როგორ უნდა ისარგებლოთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებული საკრედიტო პროდუქტით ან როგორ უნდა გაზარდოთ სესხის მიღების შანსი?

თითოეული საფინანსო კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რასაც მომხმარებელი უნდა აკმაყოფილებდეს სესხის მისაღებად. თუ სესხის აღება ონლაინ რეჟიმში შედარებით მარტივია და არ მოითხოვება ცნობები, საბანკო ინსტიტუტებში არამარტო დოკუმენტების მიტანა, არამედ ხშირად თავდების მიყვანა ან ქონებით უზრუნველყოფაა საჭირო.

გრძელვადიანი სესხის დამტკიცებისას ყურადღება ექცევა საკრედიტო რეიტინგს. საკრედიტო ორგანიზაციები თანხის გაცემისას ითვალისწინებენ თუ რამდენად დროულად იხდიდა მომხმარებელი ვალდებულებას, ჰქონდა თუ არა მას ვადაგადაცილება. საკრედიტო ისტორია მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც კრედიტორს შეუძლია რისკების განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღება.

საკრედიტო ქულის გამოთვლა და მისი გაუმჯობესების გზები

საკრედიტო ქულის გამოთვლისას ბევრ ფაქტორს ექცევა ყურადღება. მათ შორის მიმდინარე ვალდებულებებს, გადახდების ისტორია, საკრედიტო პროდუქტების ტიპებს, ბოლო პერიოდში შევსებულ სესხის განაცხადებს. იმისათვის რომ მაღალი რეიტინგი გქონდეთ, საჭიროა დროულად იხდიდეთ კრედიტებს, არ გქონდეთ იმდენი ვალდებულება, რომლის დასაფარადაც არ გეყოფათ არსებული შემოსავალი. საკრედიტო ქული შესაძლოა მერყეობდეს 0-დან 400-მდე. 330-400 ქულა შეესაბამება A რეიტინგს, რაც დაბალ რისკს გულისხმობს. B და C რეიტინგში მყოფი მომხმარებელი საშუალო რისკიანია, ხოლო D და E კატეგორიაში მაღალი რისკის შემცველი პირები არიან.

თუ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ მისი გამოსწორება. ამისათვის საჭიროა დროულად დაფაროთ არსებული სესხები. კრედიტის აღებას გონივრულად მიუდგეთ და გაარკვიოთ საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი ხარჯების ოდენობა. მაღალი საკრედიტო რეიტინგი საშუალებას მოგცემთ მარტივად აიღოთ საჭირო ოდენობის სესხი და ისარგებლოთ გაუმჯობესებული პირობებით.

თქვენზე მორგებული საკრედიტო პროდუქტის შესარჩევად საჭიროა გაეცნოთ სხვადასხვა კრედიტორის შემოთავაზებას, გაარკვიოთ თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ, რა დამატებითი ჯარიმა დაგეკისრებათ თანხის დაგვიანებით გადახდისთვის. ამასთან, საჭიროა გაითვალისწინოთ თქვენი შემოსავლის ოდენობა. არსებულ შემოსავალს გამოაკელით აუცილებელი ხარჯების თანხა და დაფიქრდით დარჩენილი ფულით როგორ გაუკლავდებით ვალდებულების გადახდას. თქვენზე მორგებული საკრედიტო მომსახურების შერჩევა დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში. ამასთან, მარტივად შეძლებთ მის გადახდას და მომავალში დადებით საკრედიტო ისტორიას შეიქმნით.

გაკეთე კომენტარი