ჩვევები, რომელიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში

აიღე სესხი

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი მიმზიდველი შეთავაზება გვესმის ან სასურველი ნივთი გვხვდება, რომლის ყიდვაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. თუმცა მოცემული ხარჯი შესაძლოა სულაც არ გვქონდეს გათვალისწინებული ბიუჯეტში. თუკი გადავხედავთ ჩვენს დანახარჯებს, ვნახავთ, რომ საკმაოდ ბევრ ფულს ყოველგვარი გეგმის გარეშე ვხარჯავთ. ცხადია, ასეთ დროს არ გვყოფნის შემოსავალი. შესაბამისად, მივმართავთ საკრედიტო კომპანიებს და ვსარგებლობთ კრედიტით.

თუ ფული სწრაფად გეხარჯებათ და არ იცით სად მიდის თქვენი დანახარჯები, დროა დაიწყოთ ბიუჯეტის შედგენა. იმისათვის, რომ შეძლოთ პირადი ფინანსების ეფექტურად მართვა, საჭიროა გამოიანგარიშოთ თუ რამდენს ხარჯავთ ყოველდღიურად, რამდენად ხშირად ყიდულობთ ისეთ ნივთებს, რაც რეალურად არ გჭირდებათ. ფულის გონივრულად ხარჯვას შეუძლია ასობით ლარი დაგიზოგოთ. რა მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ თანხის დასაგროვებლად?

ჩვევები, რომელიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში

როგორ უნდა დაზოგოთ ფული

  • შეადგინეთ წერილობითი ბიუჯეტი – ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ დაზოგოთ თანხა, რადგან გეცოდინებათ თუ რამდენი გაქვთ შემოსავალი და გასავალი. ამასთან, შეძლებთ ხარჯების განაწილებას, განსაზღვრავთ თუ რამდენის დახარჯვის შესაძლებლობა გაქვთ. ამგვარად, მარტივად დაინახავთ თუ სად მიდის თქვენი შემოსავალი. შესაბამისად, პირად ბიუჯეტს უკეთ დაგეგმავთ.
  • ისარგებლეთ ავტომატური გადარიცხვის სერვისით – ავტომატური გადარიცხვების მომსახურება საუკეთესო საშუალებაა შემნახველ ანგარიშზე ან შეგროვებად ანაბარზე თანხის დასაგროვებლად. თქვენ შეგიძლიათ ბანკს მისცეთ დავალება, რომ ხელფასის ჩარიცხვისას გარკვეული თანხა თქვენს ანაბარზე ავტომატურად გადაირიცხოს. ამ გზით მარტივად დააგროვებთ თანხას და მისი ოდენობით თავადვე გაოცდებით.
  • უარი თქვით საკრედიტო ბარათებზე – თუ ფულის ხარჯვა გიყვართ, უმჯობესია უარი თქვათ საკრედიტო ბარათებზე, რადგან მისი საშუალებით არასასურველი ნივთის შეძენის რისკი მაღალია. ამას კი მოყვება ბანკისთვის პროცენტის გადახდა. ნაღდი ფულით ცხადია თქვენს ბიუჯეტს ვერ გადააჭარბებთ, საკრედიტო ბარათით კი შეგიძლიათ ვალით შეიძინოთ სასურველი ნივთი.
  • ნუ აიღებთ სესხს ნებისმიერი ფინანსური სირთულის დროს – ცხოვრებაში ხშირია ფინანსური სირთულეები. პირველივე პრობლემისას ნუ მიმართავთ საკრედიტო კომპანიას. შესაძლოა მომავალში კრედიტის გადახდა ვეღარ შეძლოთ. ამით რისკის წინაშე აყენებთ თქვენს ფინანსებს. თუ საჭირო ნივთის შესაძენად არ გაქვთ თანხა, შეეცადეთ დააგროვოთ და ამის შემდეგ იყიდოთ.
  • შეამცირეთ ხარჯები გარეთ კვებაზე – თუკი ლანჩს თავად მოამზადებთ და სამსახურში ატარებთ, შეამცირებთ კვებაზე დახარჯულ თანხას. თუ ჯანმრთელობისთვის არასასურველი პროდუქტებზეც უარს იტყვით, როგორიცაა ტკბილეული ან გაზიანი სასმელები, დაზოგილი თანხის ოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდით.
  • შეამცირეთ ელექტროენერგიის დანახარჯები – როდესაც არ გჭირდებათ გათბობა, შუქი ან კონდიციონერი ნუ დატოვებთ მას ჩართულს. ელექტროენერგიის დანახარჯების შემცირებას შეუძლია დიდი ოდენობის თანხის დაზოგვა.

ხარჯების შემცირებისას მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენთვის პრიორიტეტული ფინანსური მიზნებია. დაისახეთ მიზანი თუ რისთვის აგროვებთ თანხას. ეს შეიძლება იყოს შვებულების საზღვარგარეთ გატარება, ტექნიკის შეძენა, სახლის გარემონტება და სხვა. ანაბარი თანხის შეგროვებასა და უსაფრთხოდ შენახვაში დაგეხმარებათ. ამასთან, თქვენს მიერ განთავსებულ თანხას საპროცენტო სარგებელიც დაემატება. შეადარეთ საფინანსო კომპანიების პირობები ერთმანეთს, რათა შეარჩიოთ საუკეთესო პირობის მქონე კომპანია. არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინეთ კრედიტორის სანდოობაც. გამოიმუშავეთ სწორი ფინანსური ჩვევები და მართეთ პირადი ბიუჯეტი ეფექტურად.

გაკეთე კომენტარი